ფერნანდო ლორენტე "იუვეს" წინააღმდეგ ანდალუსიაში
პლეი ოფში 9 გუნდი ისე გავიდა, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური მათთვის მხოლოდ ფორმალობაა ან თითქმის ფორმალობა (ზოგიერთი ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის, რასაც პლეი ოფის კენჭისყრაში მნიშვნელობა აქვს), დანარჩენი 7 რჩეული კი დღეს-ხვალ გაირკვევა.

ვის რა აწყობს

მაშ ასე, როგორი ვითარებაა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ? ლიგის პლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ შემდეგ გუნდებს (9): "რეალი", "პარი სენ-ჟერმენი", "ატლეტიკო", ბენფიკა", "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "ბაიერნი" და "ზენიტი". გასვლა შეუძლიათ ამ კლუბებს:

"ვოლფსბურგი", "მანჩესტერ იუნაიტედი", პსვ, "რომა", "ლევერკუზენი", ბატე, "ოლიმპიაკოსი", "არსენალი", "პორტუ", "ჩელსი", კიევის "დინამო", "გენტი" და "ვალენსია".

როგორც ხედავთ, დარჩენილ 7 საგზურზე პრეტენზიას 13 გუნდი აცხადებს. ახლა დღეს გასამართავი მატჩების ჯგუფებში შექმნილი ვითარება განვიხილოთ:

A ჯგუფი: აქ ყველაფერი გარკვეულია - მადრიდის "რეალმა" ჯგუფი მოიგო, "პარი სენ-ჟერმენმა" მეორე ადგილი გაინაღდა. ეს ორი კლუბი უკვე შორსმიმავალ გეგმებს სახავს. გასარკვევია, რომელი გადავა ევროპალიგაზე. "შახტარს" უკეთესი შანსი აქვს, რადგან "მალმიოს" ურთიერთშეხვედრებში სჯობს.

B ჯგუფი: წინა ჯგუფისგან განსხვავებით, აქ ყველაზე ჩახლართული ვითარებაა. "ვოლფსბურგს" "მანჩესტერთან" ფრეც ჰყოფნის საგზურის მოსაპოვებლად, გამარჯვება კი ჯგუფში პირველ ადგილს მოუტანს. "იუნაიტედი" გავა იმ შემთხვევაში, თუ ამ მატჩს მოიგებს, თანაც, გავა პირველი ადგილით.

პსვ შემდეგ ეტაპზეა, თუ გაიმარჯვებს ცსკა-სთან დაპირისპირებაში. ფრის შემთხვევაში ჰოლანდიელები გავლენ, თუ "მანჩესტერი" წააგებს თავის მატჩს.

ამ შემთხვევაში ორივეს თანაბარი ქულები უგროვდება, ურთიერთშეხვედრებში კი ჰოლანდიელები სჯობნიან "წითელ ეშმაკებს". თუ პსვ მოიგებს და მეორე მატჩი ფრედ დასრულდება, პირველი ადგილის ბედს გოლთა თანაფარდობა გაარკვევს, რადგან ურთიერთშეხვედრებში მათ შორის თანაფარდობაა.

გამარჯვების შემთხვევაში ცსკა წავა ევროპალიგაზე და პსვ გავარდება.

C ჯგუფი: "ბენფიკა" და "ატლეტიკო" გასულები არიან. აქ გასარკვევია პირველი ადგილის ბედი. თუ პორტუგალიელები მოიგებენ ან მატჩი ფრედ მორჩება, "ბენფიკა" ჯგუფს მოიგებს, "ატლეტიკოს" გამარჯვების შემთხვევაში პირველი სწორედ დიეგო სიმეონეს კრებული იქნება. "ასტანამ" უნდა მოიგოს სტამბოლში, რომ ევროპალიგაზე გავიდეს და თუ ასე მოხდა, ყაზახურ ფეხბურთში ახალი ისტორია დაიწყება.

D ჯგუფი: "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" გასულები არიან, პირველი ადგილის ფავორიტი იტალიური გრანდია - მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებს "სიტი" ჯგუფს, თუ ის იმარჯვებს და "იუვე" "სევილიასთან" წააგებს. მესამე ადგილისთვის ურთიერთშეხვედრებში "სევილიას" აქვს უპირატესობა გერმანულ გუნდთან და არის შანსი, რომ ევროპალიგის გამარჯვებულმა ტიტულის დაცვის უფლება მიიღოს.

დღის თამაში

D ჯგუფი სიკვდილის ჯგუფად მოვნათლეთ, მაგრამ მთავარ კითხვას იქ უკვე გაეცა პასუხი - ბრძოლას აუცილებლად "სიტი" და "იუვენტუსი" გააგრძელებენ. ამიტომაც "სევილიასა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებას ცენტრალურად ვეღარ მივიჩნევთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფერნანდო ლორენტეს თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია.

"ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულია და ემოციური. "იუვე" ჩემი ყოფილი გუნდია, სადაც ფანტასტიკური დრო გავატარე. ტურინი ლამაზი ქალაქია, "იუვე" - საოცარი გუნდი, მაგრამ ევროპალიგის საგზური გვჭირდება", - განაცხადა "სევილიას" ბასკმა ფორვარდმა.

მაშ ასე, დღის მატჩი იმ ჯგუფიდანაა, სადაც არაფერია გადაწყვეტილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს - "ვოლფსბურგი", რომელსაც ახლახან შეუწყვიტეს 29-მატჩიანი წაუგებელი სერია შინ, ისტორიული შანსის გამოყენებას აპირებს. გერმანიაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩავიდა. უკვე მოგახსენეთ ჯგუფში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ინგლისურ გრანდს მოგება ჰაერივით სჭირდება.

მართალია, ლუი ვან გაალის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ ამ 11 თამაშიდან მხოლოდ 4 იყო გამარჯვება (დანარჩენი ფრე). ფრე კი "მანჩესტერისთვის" დღეს შეიძლება დამღუპველი გამოდგეს.

"მგლები" აქამდე არასოდეს გასულან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, თუმცა ეს მათთვის ისედაც მხოლოდ მეორე ცდაა.

ვან გაალს ბევრი ტრავმირებული ჰყავს, მათ შორის, ყველაზე თვალშისაცემი გუნდის შეტევის ლიდერის, უეინ რუნის არყოფნაა.

დიტერ ჰეკინგი (ვოლფსბურგი): "არ არის საჭირო "იუნაიტედზე" ვიფიქროთ, მთელი კონცენტრაცია ჩვენს თამაშზე უნდა მოვახდინოთ. პირადად მე არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ. მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ.

ვიცი, რომ ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ისტორიული მიღწევისთვის - ჩვენთვის პლეი ოფში გასვლა დიდი მოვლენა იქნება. იმედი გვაქვს, რომ ფანები ამაში დაგვეხმარებიან, ჩვენი მხრიდან კი პირობას ვდებთ, რომ არ მოვაწყენთ - ფრეზე არ ვფიქრობთ, მოგება გვინდა. ყველა დეტალს ვაქცევთ ყურადღებას, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი ვურჩევთ, სიფრთხილით მოგვეკიდონ".

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "ფეხბურთის მთავარი ასპექტი გოლების გატანაა. დედამიწის ზურგზე არც ერთი მწვრთნელი არ უნდა იყოს კმაყოფილი, თუ მის გუნდს გოლი აქვს გასატანი. გუნდის დღევანდელი მდგომარეობით, ძირითადად, კმაყოფილი ვარ.

ამ მომენტისთვის ამაზე მნიშვნელოვანი თამაში ჩვენ არ გვაქვს. ფეხბურთელებს ძალიან სურთ ლიგაზე თამაშის გაგრძელება, ამისთვის კი თავი უმაღლეს დონეზე უნდა წარმოაჩინონ. რომ გააგრძელო ბრძოლა, უნდა დაამტკიცო, როგორც მწვრთნელმა, როგორც ფეხბურთელმა და როგორც გუნდმა, რომ ამის ღირსი ხარ. არ გვინდა პსვ-ს თამაშის შედეგზე ვიყოთ დამოკიდებულნი. შანსებს აუცილებლად შევქმნით და იმედია, გოლებსაც გავიტანთ. მე ვგრძნობ, რომ ყველაფერი ასეც იქნება".

ბოლო მატჩში "ვოლფსბურგი" შინ "დორტმუნდთან" 1:2 დამარცხდა, არადა, როდრიგესის პენალტით "მგლებმა" 91-ე წუთზე გაქვითეს მარკო როისის გოლი, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე იაპონელმა შინჯი კაგავამ "ვოლფსბურგს" საოცარი სერია შეუწყვიტა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ შეძლო შინ "ვესტ ჰემის" გატეხვა - 0:0. ვან გაალი აქამდე ხუთჯერ დაპირისპირებია "ვოლფსბურგს" ("ბაიერნით" და "იუნაიტედით") და ჯერაც წაუგებელია - ოთხი მოგება და ერთიც ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი - არნოლდი, გილავოგი - ვიეირინია, დრაქსლერი, კალიჯური - დოსტი

მანჩესტერი (3-5-2): დე ხეა - მაკნირი, სმოლინგი, ბლინდი - იანგი, კერიკი, შვაინშტაიგერი, მატა, დარმიანი - დეპაი, მარსიალი.

სამშაბათი. 8 დეკემბერი

A ჯგუფი

პსჟ-შახტარი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პასტორე, ვან დერ ვილი (?), ვერატი (?) - გლადკი (?), მალიშევი (?), ტაისონი (?)

რეალი-მალმიო 23:45

დისკვალიფიკაცია: ბენგტსონი (მალ)

ტრავმა: კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო (?) - აზონოვიჩი, მოლინსი

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 5 4 1 0 11-3 13

2. პსჟ 5 3 1 1 10-1 10

3. შახტარი 5 1 0 4 7-12 3

4. მალმიო 5 1 0 4 1-13 3

B ჯგუფი

ვოლფსბურგი-მანჩესტერი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კნოხე, ლ. გუსტავო (?), როდრიგესი (?) - ვალენსია, ანდერი, ჯოუნსი, როხო, რუნი, შნეიდერლენი, ლოუ

პსვ-ცსკა 23:45

დისკვალიფიკაცია: არიასი (პსვ)

ტრავმა: კოხი, ნარსინგი, ვილემსი, ლესტიენი (?), ს. პოულსენი (?) - ერემენკო, შენნიკოვი, ვ. ბერეზუცკი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვოლფსბურგი 5 3 0 2 6-4 9

2. მანჩესტერი 5 2 2 1 5-4 8

3. პსვ 5 2 1 2 6-6 7

4. ცსკა 5 1 1 3 4-7 4

C ჯგუფი

ბენფიკა-ატლეტიკო 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლუიზაო, სემედო - ჯ. მარტინესი, ტიაგო

გალათასარაი-ასტანა 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კეროლი, დენაიერი, ალთინთოფი, ბალთა (?), სელჩუკ ინანი (?) -

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 5 3 1 1 9-2 10

2. ბენფიკა 5 3 1 1 9-6 10

3. გალათასარაი 5 1 1 3 5-9 4

4. ასტანა 5 0 3 2 4-10 3

D ჯგუფი

სიტი-გლადბახი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფერნანდო, კომპანი, ნასრი, ტურე, საბალეტა, აგუერო (?) - დომინგესი, ჰანი, ჰერმანი, შულცი, შტრანცლი

სევილია-იუვენტუსი 23:45

დისკვალიფიკაცია: ერნანეში (იუვ)

ტრავმა: ანდრეოლი, კარიშო, კაკუტა, ბანეგა (?), ტრემულინა (?) - კასერესი, ევრა, ხედირა, მანჯუკიჩი, პერეირა, ლემინა

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 5 3 2 0 6-2 11

2. სიტი 5 3 0 2 8-6 9

3. გლადბახი 5 1 2 2 6-8 5

4. სევილია 5 1 0 4 7-11 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა