ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ამ ნაკრებს შეუძლია 2018 წლის მუნდიალზე მოხვდეს - ექსკლუზივი ჯანო ანანიძესთან

ამ ნაკრებს შეუძლია 2018 წლის მუნდიალზე მოხვდეს - ექსკლუზივი ჯანო ანანიძესთან

"სპარტაკიდან" წასვლა მინდა, მაგრამ უმადური არ ვარ, ხომ არ გამოვიპარები?!"
რა ხდება ჯანო ანანაძის თავს? მართალია თუ არა, რომ მოსკოვის "სპარტაკში" მის გაშვებაზე ილაპარაკეს და რამდენად რეალურია, რომ კარიერას ევროპაში გააგრძელებს? რას ფიქრობს ჯანო საქართველოს ნაკრების მომავალზე და როდის დაუბრუნდება მოედანს?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე "ლელომ" 23 წლის ანანიძეს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

ცხადია, ჯერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. შეგახსენებთ, რომ ჯანო საქართველო-შოტლანდიის თბილისური მატჩისას დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. მერე იყო მარცხენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის ოპერაცია და რეაბლიტაციის პროცესი.

ახლა კი დროა, გადავიდეთ ინტერვიუზე, რომელიც უთუოდ დაგაინტერესებთ.

თამაში მომენატრა

- თქვენთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. როგორც გავიგეთ, ახლა ქობულეთში ისვენებთ...

- სექტემბრის შემდეგ სულ არ ვისვენებ?! შოტლანდიასთან მატჩში ტრავმა რომ მივიღე, მისი მერე ვერ ვთამაშობ... თამაში მომენატრა.

- ბოლოს და ბოლოს, როდის დაუბრუნდებით მოედანს?

- ახლა უკვე კარგად ვარ, ხელჯოხი გადავაგდე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში განვაახლე და მალე ტრენაჟორებსა და აუზზე ვივარჯიშებ. მერე უკვე საერთო ჯგუფს შევუერთდები და შეკრებაზეც წავალ.

ვიტესში ჟორდანია მიწვევდა

- ყველას გვაინტერესებს, შეკრებაზე რომელ გუნდს წაჰყვები? ახალი წლიდან "სპარტაკში" დარჩებით თუ ევროპაში გიხილავთ? ამაზე ათასგვარი ჭორ-მართალი ვრცელდება. იქნებ, თავად გაგვარკვიოთ, რა ხდება?

- არის რამდენიმე ვარიანტი... სხვათა შორის, ახლა აგენტი აღარ მყავს.

- რამდენად მართალია, თითქოს "ვიტესში" გიწვევენ?

- ჯერ კიდევ მერაბ ჟორდანია იყო ამ კლუბის პრეზიდენტი, როცა იქ თამაში შემომთავაზა. მაგრამ მაშინ "სპარტაკმა" არ გამიშვა. ინტერესი სასიამოვნოა, მაგალითად, "აიაქსი" და "ეინდჰოვენი" რომ ყოფილიყო, დავინტერესდებოდი...

ახლა სხვა წინადადებებიც მაქვს, უფრო მათზე ვფიქრობ და ამ ეტაპზე ჰოლანდიაში გადასვლას გამოვრიცხავ.

გერმანული და ესპანური ვარიანტები

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კონტრაქტის გაფორმებას გერმანიის, ესპანეთისა და საბერძნეთის გუნდები გთავაზობენ...

- ვარიანტები ნამდვილად არის. ლაპარაკია გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე, მიწვევები მაქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ორი კლუბისგანაც. ჯერ ვერაფერს დავაკონკრეტებ, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. რუსეთში საშემოდგომო ეტაპი მორჩა, ევროპაში კი შესვენება მალე დაიწყება. ასე რომ, ყველაფერი შეკრების შემდეგ გადაწყდება.

- რუსეთში დარჩენას გამორიცხავთ?

- მე გარკვევით ვთქვი, რომ თუ რუსეთში ვითამაშებ, მხოლოდ "სპარტაკში", სხვაგან გადასვლა არ მსურს. ხოლო, თუ "სპარტაკს" დავტოვებ, მხოლოდ ევროპულ კლუბში გადავალ. იქ მირჩევნია...

სპარტაკიდან გაშვებაზე არაფერი თქმულა

- "სპარტაკთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

- წელიწად-ნახევრის შემდეგ. სხვათა შორის, ჯერ ისიც არ ვიცი, "სპარტაკი" გამიშვებს თუ არა. ამ გუნდმა 15 წლიდან მიმიღო, გამზარდა, ცხოვრებაში ბევრი რამ შემძინა და უმადურივით ხომ არ მოვიქცევი? ბოლოს და ბოლოს, კონტრაქტი მაქვს და ღამით ხომ არ გამოვიპარები?!

- აბა, რუსული მედია რატომ წერს, 17 ნოემბერს მოსკოვის "სპარტაკის" დირექტორთა საბჭოს კრებაზე ანანიძის გაშვებაზე ილაპარაკესო?

- ბევრი ისეთი რამ იწერება, რაც არ არის მართალი. ჩემთვის, კლუბის ხელმძღვანელებიდან გაშვებაზე არავის არაფერი უთქვამს. ეს ყველაფერი ჭორია.

- როგორ ამჩნევთ, გაგიშვებთ "სპარტაკი"?

- ჯერ ეს არ ვიცი. სანამ ტრავმას მივიღებდი, მანამდე ვგრძნობდი, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი დმიტრი ალენიჩევი მენდობოდა და ამიტომაც მათამაშებდა. რომ იცოდეთ, ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ მერე ტრავმა მივიღე და ახლა არ ვიცი, თუ რამე შეიცვალა. დავბრუნდები მოსკოვში და ყველაფერს გავარკვევ. წასვლა მინდა, მაგრამ ყველაფერი მაინც "სპარტაკზეა" დამოკიდებული. ჯერ 23 წლის ვარ და მჯერა, ევროპაში თამაშს მოვახერხებ. მინდა, 2016 წელი კარგად ჩავატარო, ისევე, როგორც "როსტოვში".

- თქვენი მაშინდელი პარტნიორი არტიომ ძიუბა რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდა...

- მისი წინსვლა ძალიან მიხარია. რა დასამალია და, მესიამოვნა, როცა ინტერვიუში თქვა - ჯანოს დამსახურებაა, "როსტოვში" რომ გამოვჩნდიო.

საყრდენობა ძალიან მომწონს

- საკლუბო კარიერა საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია თქვენი სანაკრებო თამაშები. შეიცვალა მწვრთნელი და მასთან ერთად - ეროვნული გუნდის სათამაშო ტაქტიკაც. კახა ცხადაძის დანიშვნას კიდევ რა ცვლილებები მოჰყვა, რაც გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველია?

- ცვლილება ბევრია და როგორც ვამჩნევ, საკმაოდ მნიშვნელოვანიც. ყველაფერს ვერც ჩამოვთვლი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ცხადაძე უფრო კომბინაციურ ფეხბურთს გვთხოვს, სადაც თამაშის მსვლელობაში საყრდენებს ძალიან დიდი როლი გვეკისრება.

- შოტლანდიასთან მწვრთნელმა საყრდენ ნახევარმცველად დაგაყენათ, რაც საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ამ პოზიციაზე თავი მშვენივრად გამოავლინეთ...

- რატომ იყო უჩვეულო გადაწყვეტილება?

- ოდესმე საყრდენად გითამაშიათ? "სპარტაკშიც" და ნაკრებშიც თავდამსხმელების უკან ან ფლანგზე გაყენებდნენ...

- სხვათა შორის, "სპარტაკში" მისვლის შემდეგ პირველი 5 მატჩი სწორედ საყრდენად ვითამაშე. ასევე იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც. თუმცა, თქვენიც მესმის, ეს კითხვა რომ გაგიჩნდათ - დიდი ხანია, რაც საყრდენად არ მითამაშია.

- თქვენთვის ეს მისაღები პოზიციაა?

- დიახ, ძალიან მომწონს, რადგან სულ ბურთი მაქვს და შეტევების წამოწყება მევალება. იმიტომაც მომწონს, რომ ჩემ გვერდით ჯაბა კანკავა თამაშობს, რომელიც ძალიან მაგარი ამრთმევია. ასეთი ფეხბურთელის გვერდით მოედანზე ყოფნა დიდი სიამოვნებაა. პირადად მე საყრდენობა ფლანგის ნახევარმცველობას ბევრად მირჩევნია.

უკვე გითხარით, რომ ნაკრების ტაქტიკა შეიცვალა და ეს ძალიან მომწონს, რადგან ბურთი უნდა გათამაშდეს და კარგად განაწილდეს, ჩაკიდებებსა და ბურთის მოშორებას ვერიდებით. ანუ ეს სქემა საყრდენებზეა აწყობილი.

არ შეიძლება, ეს არ მაიმედებდეს

- სამწუხაროდ, წლებია, რაც საქართველოს ნაკრები მაყურებელს ვერ ახარებს. თქვენ გუნდში პერსპექტივას ხედავთ?

- რა თქმა უნდა?! და რომ იცოდეთ, ძალიან დიდ პერსპექტივასაც ვხედავ.

- პერსპექტივა ზოგადი სიტყვაა. რას გულისხმობთ ამაში?

- მჯერა, რომ ჩვენს მოთამაშეებს და ზოგადად გუნდს იმხელა პოტენციალი აქვთ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს.

- საიდან ასეთი ოპტიმიზმი?!

- ეს იმედი კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული თამაშების შემდეგ გამიჩნდა - ესტონეთთან და ალბანეთთან გამართულ ამხანაგურებს არ ვგულისხმობ. გუნდში კარგი პროცესები დაიწყო, ბევრი რამ შეიცვალა და, რაც მთავარია, შიდა სამზარეულოშიც ძალიან კარგი სიტუაციაა. არ შეიძლება, ეს არ მაიმედებდეს, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული.

მთავარია, ნაკრების წევრებმა გუნდებში ვითამაშოთ. თუ ასე იქნება, გუნდი პოტენციალს აუცილებლად გამოავლენს. სხვაგვარად, სათამაშო პრაქტიკის არმქონე მოთამაშეებით, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ბებე

ამ ნაკრებით მუნდიალზე? .......... ჯანო, შენ გაიხარე, რაც მოსაწევს თავი დავანებე (ეს იყო 14 წლის წინ) ამდენი აღარ მიცინია, ისე ყოჩაღ, იუმორი კარგი გქონია..........

• dave

დაასაქმეთ ეს ადამიანი (გუჯა კახაძე), დავიჯერო ამდენი ხანი არცერთი გუნდი თუ საფეხბურთო სკოლა არ დაინტერესდა ამ ადამინის მეთოდით ? რა უგუნურება და უგულებლყოფააა, მაინცდამაინც ჯორდანო ბურნოსავიტ ცეცხლზე ხომ არ უნდა დავწვათ და მერე აღმოჩნდეს რომ მისი მეთოდი უნიკალური ყოფილა.

• ника

Роца ам накребит мундиалзе мохвдебит машин даиквехет батоно джано

• მურთაზი

ბატონო გუჯა ჩვენს კლუბებს არ აინტერესებს კარგი და ჯანმთელი ფეხბურთელები,მათ კვატები უფრო ურჩევნიათ გუნდში

• გუჯა კახაძე

Khorava-ს. მოგესალმებით! მომეწონა თქვენი ანალიზი. თუ გამოძებნით დროს გაგესაუბრებით ჩემი სისტემის შესახებ, რომელიც: სირბილის, ტრავმების სწრაფი რეაბილიტაციის, ფსიქიკის გაწონასწორების და სწრაფი აზროვნების დახვეწას მოკლე დროში ახდენს. პატივისცემით გუჯა კახაძე.

• Khorava

Saerto pisikuri momsadeba shedgeba ramodenime dziritadi komponentisgan....Dzala, Gamdzleoba, Siswrape, Koordinacia, Moqniloba Regeneracia......titoeuli es komponenti ishleba kidev qvekomponentebat. amas chirdeba codna. samwuxarod am mimartulebit gvaqvs dzalian didi depiciti. me shevtavase ramodenime qartul klubs daxmareba magram samwuxarod uari mitxres. sadgac ragacas waikitxaven da im metodebit avarjisheben pexburtelebs es arasworia, titoeuli pexburteli tavisi individualobit gansxvavdeba ertmanetisga titoeuls chirdeba individualuri savarjisho gegma ratqmaunda gundurtan ertad. aseve problemebia taktikur zodnastan dakavshirebitaz. mwvrtnelebs unda qondet winaswar shedgenili savarjisho programa mteli wlis, (unda icodnen ras da ratom aketeben).......darwmunebuli var bevr mwvrtnels ar eqneba, rom mostxovo ver gichveneben dawerils da chamoyalibebuls. aucilebelia pedagogiuri midgoma pexburtelebtan, psiqologiuri momsadeba, analisi. Rac sheexeba specialur gawelvebs Batoni Guja martalia tramvebis sixshire sagrdznoblad shemcirdeba da aseve tramvis shemdgomi reabilitacia swrapad xdeba. Me es yvelaperi chems pexburtelebtan 3 wlis ganmavlobashi gamovcade (Germanuli gundi)

• G_7

ზოგიერთმა "აფერისტი"უწოდა ამ კაცს და ზოგმა კიდევ რა... იქნებ ჟურნალისტებს მაინც გაგერკვიათ რატომ არავინ აქცევს ყურადღებას გუჯა კახაძეს

• zura1504

ბატონო გუჯა, იქნებ ახსნათ, რატომ ხდება თქვენი მეთოდის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკუიდებულება? იქნებ რაიმე მიზეზი დაგვისახელოთ?

• NESTRO

ეს ადამიანი წლებია უკვე იძახის მოგეხმარებით ფეხბურთელების ფიზმომზადებაშიო და დავიჯერო არავინ დაინტერესდა (ან კლუბი ან ნაკრები)??? იქნებ მართლა ასწავლოს სწორად სირბილი ბიჭებს.

• გუჯა კახაძე

ნაკრებში ორი პრობლემა არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი: 1)საკმარისია აღადგინონ ნორმატივები და ქართული ფეხბურთი გადარჩება, მაგრამ მაშინ ღიპიან ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ვეღარ ათამაშებენ და მათ ადგილს ნიჭიერი და სწრაფი ფეხბურთელები დაიკავებენ. ცოტა ხნის წინ ესტონელებმა გადაგვირბინეს და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არამორბენალი ფეხბურთელების გამოძახებას არ გადაეჩვევიან. 2)ფეხბურთელებს ასწავლეთ სპეციალური გაწელვები, რომელიც ტრავმების რეაბილიტაციას უმოკლეს დროში ახდენს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სისწრაფეები კიდევ უფრო მოიმატებს და სირბილი თუ არ ვისწავლეთ ჩვენი შანსები ისევ ნულის ტოლი იქნება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სირბილი ისწავლეთ!!!!

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ძიუბა: სლუცკი სანტექნიკოსია, ხვიჩა - ბრილიანტი... დღემდე მადლობას ვეუბნები საფეხბურთო ღმერთს, რომ კვარაცხელია...

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

სლუცკის მასტურბაცია და ძიუბას პაროდია - კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელის ჩაწერილ ვიდეოს დიდი განხილვა მოჰყვა [VIDEO]

"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

რუსული ფეხბურთის მთავარი მასტურბატორი ისევ "საქმეშია"