საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველს ხუთი თვეა "ქარშიაქაში" ხელფასი არ აუღია
33 წლის ალეკო ამისულაშვილი ამ სეზონის დასაწყისში "ქარშიაქაში" გადავიდა. ამ თურქულ კლუბს, რომელიც იქაური ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ბინადრობს, კარგი დროება არ უდგას. "ქარშიაქა" 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ამას გარდა, კლუბში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა...

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მცველ ამისულაშვილს, ბოლო ხანს მასზე ითქვა, რომ შესაძლოა, სულ მალე ის თბილისის "დინამოში" აღმოჩნდეს. შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი მიწყნარდა.

საინტერესოა, რა ხდება დღეს? "ლელო" ამისულაშვილს შეეხმიანა...

- ერთი დღით ჩამოვედი თბილისში და ახლა ისევ თურქეთში მივფრინავ. დრო ჯერ მაქვს და შეგვიძლია, მშვიდად ვისაუბროთ, - გვითხრა ამისულაშვილმა, როგორც კი ჩვენს ზარს უპასუხა.

- როგორი იყო პირადად თქვენთვის სეზონის პირველი ნახევარი?

- "ქარშიაქას" თურქეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ბოლოსწინა, მე-17 ადგილი უკავია. გუნდის მიზანი სუპერლიგაში გადასვლა იყო. მართალია, ეს ახლაც შესაძლებელია, რადგან ცხრილში ძალიან დიდი სიმჭიდროვეა და პლეი ოფის ზონას ბევრით არ ჩამოვრჩებით, მაგრამ მიზნის მიღწევა ძალიან გაჭირდება... არადა, ძალიან ბევრი დასანანი თამაში წავაგეთ. ესეც არ იყოს, კლუბში ფინანსურად ძალიან მძიმე სიტუაციაა და მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირება ძალიან ჭირს.

- ხელფასებს ვერ იღებთ?

- უკვე ხუთი თვეა, ხელფასი არ ამიღია...

- შევახსენოთ გულშემატკივარს: რა სახის კონტრაქტი გაქვთ "ქარშიაქასთან"?

- ხელშეკრულება 1+1 სისტემით გავაფორმე. თავიდან შეთანხმება ასეთი იყო - კონტრაქტი ავტომატურად უნდა გახანგრძლივებულიყო იმ შემთხვევაში, თუ "ქარშიაქა" სუპერლიგაში გადავიდოდა. ახლა აქ ისეთი სიტუაციაა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. მწვრთნელის წასვლა, ფინანსური კრიზისია...

საერთოდ, ეს თურქული ფეხბურთისთვის დამახასიათებელია - აქ სულ პრეზიდენტის არჩევნებს ელოდებიან...

- ითქვა, ალეკო ამისულაშვილს, დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოში" ვიხილავთო...

- ჯერჯერობით, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. "ქარშიაქასთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ ძალაშია. მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, ჩემსა და კლუბს შორის ხელშეკრულება, დიდი ალბათობით, გაწყდება.

- თუ საიდუმლო არ არის, საქართველოში რატომ ჩამოხვედით?

- არაფერი განსაკუთრებული: თავისუფალი დრო გამოჩნდა და ერთი დღით ჩამოვედი... ახალ წლამდე თურქეთში კიდევ ორი ტურია დარჩენილი.

- "ქარშიაქაში" რამდენი ლეგიონერია?

- სულ 5 უცხოელი ვიყავით. ორი წავიდა, სამნი დავრჩით.

- რას ამბობენ, სიტუაცია როდისთვის შეიძლება გამოსწორდეს?

- დეკემბრის ბოლოს კლუბის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. ყველა ამას ელოდება და ამის იმედი აქვთ.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ "ქარშიაქას" უჩივლოთ?

- ეს ვარიანტიც არის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მირჩევნია, კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკო. ვფიქრობ, შევხვდებით ერთმანეთს, დავილაპარაკებთ და მივალთ საერთო გადაწყვეტილებამდე.

- საინტერესოა, რა დონისაა თურქეთის პირველი ლიგა?

- ძალიან უცნაური ჩემპიონატია. არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება, ყველამ შეიძლება ყველას მოუგოს. პირველადგილოსანი ბოლო გუნდთან რომ მარცხდება, ეს არავისთვისაა სენსაცია... რაც შეეხება ფინანსურ პირობებს, თუ ცალკეულ სირთულეებს არ ჩავთვლით, მაგალითად, როგორიც ჩვენთანაა, დაფინანსება ნორმალურია. თამაშები თავიდან ბოლომდე დაძაბულად მიდის...

ისე, ჩემთვის სადებიუტო სეზონია იმ მხრივ, რომ კარიერის განმავლობაში არასოდეს მითამაშია უმაღლესზე რანგით დაბალ ლიგაში... აქაურ კლუბებს საკმაოდ ნორმალური დონის ლეგიონერები ჩამოჰყავთ - ისეთი მოთამაშეები, რომლებიც უკვე გამოცდილნი არიან და სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში აქვთ ნათამაშები.

- მე პირადად, მიმაჩნია, რომ "ქარშიაქა" არ არის ის კლუბი, რომელიც ალეკო ამისულაშვილის ამბიციებს შეეფერება...

- ახლა შეიძლება ბევრი რამ სხვანაირად ჩანს... ისე, მადლობელი ვარ ასეთი სიტყვებისთვის... და ერთსაც გეტყვით - ჩემზე მეტად მართლა არავის უნდა, რომ ძლიერ გუნდში ვთამაშობდე.

- ჩვენი საუბრის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. თქვენი აზრით, როგორი იყო 2015 წელი კახა ცხადაძის გუნდისთვის?

- რა თქმა უნდა, საწყენი იყო ის ჩავარდნა, რაც ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დაგვემართა. ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. იყო მიზეზებიც... თუნდაც ის, რომ არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა... მაგრამ ესტონეთთან მარცხს, ჩემი აზრით, მიზეზების ძებნა არ სჭირდება. ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. ან, თუ გნებავთ, ალბანეთთან ბოლო წამებზე გაშვებული ორი გოლი...

რა თქმა უნდა, ჩავარდნა ცუდია, თუმცა ეს ყველა კლუბისა თუ ნაკრების ცხოვრებაში ხდება. ყველა მატჩში ვცდილობთ, ვითამაშოთ ფეხბურთი და ქომაგიც, ალბათ, ხედავს ამას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

wqfq
სულ ქართველ ფეხბურთელს რატომ ემართება ის რომ სადაც გადადის სათამაშოდ სწორედ მაშინ გაუჭირდება იმ გუნდს და ხელფასებს ვერ აძლევენ აბა ასეთ ფეხბურთელს როგორ უნდა მოთხოვო ნაკრებში კარგი თამაში მარტო ფეხბურთი ხო არააა ოჯახი ფული ხომ სჭირდება ადამინანსნ 20 წლის ხო არაა რომ თქვას ფული არაა მთავარიო?! ძაან ცუდი სიტუაცია გვაქვს სამწუხაროდ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა