21 წლის ქართველი ფორვარდი ესპანეთის ოქროს ლიგის საუკეთესო კალათბურთელობისკენ მიიწევს
ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ოქროს ლიგის საუკეთესო კალათბურთელობისკენ მიიწევს.

შეჯიბრებაში 12 ტურია გასული და 21 წლის ქართველი ფორვარდი უკვე მესამედ დასახელდა ტურის საუკეთესო კალათბურთელად. მესამედ ეს პატივი "კასერესთან" ჩატარებული ეფექტური მატჩის შემდეგ ერგო. მისმა "კორუნიამ" მეტოქე 10 ქულის სხვაობით, 85:75 დაამარცხა.

ბურჯანაძემ 27 წუთში 26 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა მოაყოლა და ბრწყინვალე ორმაგი დუბლი გაიფორმა. მან 13-დან 8 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ამ მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე მყოფმა "კორუნიამ" მე-12-ზე აინაცვლა. მორიგ მატჩში, 16 დეკემბერს, სტუმრად "ბარსელონას" შეხვდება.

გამოცემა "ევრობასკეტზე", გარდა იმისა, რომ ბექა ტურის საუკეთესოდაა აღიარებული, მცირე დახასიათებაცაა:

"კორუნიული გუნდი მე-12 ადგილზეა. მას მოგებები ჰაერივით სჭირდება, რაშიც ძალიან ეხმარება ბექა ბურჯანაძე. იგი "კორუნიაში" მეორე სეზონს ატარებს, თუმცა დღეს წარმოუდგენელია ეს გუნდი ბექას გარეშე.

ახალგაზრდა ქართველს საოცარი საშუალო მაჩვენებლები აქვს: 18.9 ქულა, თამაშიდან ტყორცნების 64.4 პროცენტი, სამქულიანების 42.4 პროცენტი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
ბექა სანაძესთან და სხვა ახალბედა ბიჭებთან ერთად, ქართული კალათბურთის მომავალია. ბექა ნაკრების მომავალი ლიდერია. ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი. ზაზას გავლენა კი ნაღდად ეტყობა.
leusha
და ის უნდა აღნიშნოთ , რომ ესპანეთის ქვედა დივიზიონია,ასევე ისიც რომ ბარსელონა ბ-ს ეთამაშება. 21 წლის ასაკში ,რომ არის ჩემი აზრით ცოტა უფრო მეტი მოეთხოვება. მიმიმუმ ალბათ უმაღლეს ლიგაში თამაში.
www
2017 წლის ევრობასკეტზე ბურჯანაძე და სანაძე სასტარტო ხუთეულში
cezarius
შემოგევლე , რა მაგარ ფორმაშია
cezarius
ბოლომდე მიაწექი ლომო, ბევრად დიდ კალათბურთს იმსახურებ შენ...
vano
სამაგალითო!
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში