მთავარი "მეთოფეები" ლონდონელთა არსენალიდან
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "არსენალის" 12-წლიანი შიმშილი უნდა დასრულდეს და გუნდმა მძლავრად დაიქუხოს. უკვე 12 წელია, ლონდონელები უნაყოფოდ ელიან პრემიერლიგის უმთავრესი ტიტულის მოგებას. 2004 წლიდან არსენ ვენგერს ასეთი საუცხოო შანსი ჯერ არ ჰქონია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პატარა კლუბებთან წაგებებს შეეჩვია. "ჩელსიმ" თავადაც არ იცის, სად არის. "სიტი" კი ტრავმებისგან იტანჯება. გოლიათთა კრიზისი არსენ ვენგერის დიდი შანსია. შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს მოსიე არსენმა.

სეზონიც ისე მიდის, რომ რამდენიმე ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით, "არსენალი" შედარებით სტაბილურია. გუნდის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შესახებ დაწვრილებით ვისაუბროთ.

ჟირუს ცეცხლი

უკვე საბოლოოდ შეიძლება იმის დაწერა, რომ ფრანგი თავდამსხმელი "არსენალს" შეეჩვია. ვენგერი ოლივიე ჟირუს ბოლომდე ენდობა და ისიც შესანიშნავი თამაშით პასუხობს ამ ნდობას. ვენგერს ჟირუ ძალიან უყვარს.

"ასტონ ვილასთან" მოგებული საკვირაო შეხვედრის შემდეგ ვენგერმა თბილი სიტყვები არ დაიშურა ჟირუსადმი. "ის ძალიან კარგი ფორვარდია. ის ჩვენი გუნდისათვის შეუცვლელია და ვფიქრობ, მან ძალიან გააუმჯობესა თამაშის ხარისხი.

თუ ჟირუ ასე განაგრძობს, კიდევ უფრო დიდ სარგებლობას მოუტანს გუნდს. ჟირუ უფრო და უფრო კარგად უტევს და მისი თამაში ტექნიკურად მრავალფეროვანი ხდება." - ამბობს ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი.

ჟირუმ მიმდინარე სეზონში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგის დიდებული გარჯა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში, საბერძნეთში, ადგილობრივი "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში.

მესუთი - პასების მეფე

ბოლო დროს აღტაცებას ვერავინ მალავს "არსენალის" გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის გარჯის შემხედვარე. ამასწინად, "სქაი სპორტის" სტუდიაში იოზილის თამაში გააკრიტიკა "მანჩესტერის" ყოფილმა ბოსმა, დევიდ მოიესმა. ეს საქციელი მას არავინ მოუწონა. გერმანელი პრემიერლიგაში გამორჩეულ სეზონს ატარებს.

უბრალოდ რომ ვთქვათ, მესუთ იოზილი პასების მეფეა. მესუთმა 13 საგოლე პასი 15 მატჩში - ეს მართლაც დიდებული შედეგია. ყველაზე ახლოს პრემიერლიგის ფეხბურთელთაგან მასთან "ევერტონის" ესპანელი ვარსკვლავი, ჟერარდ დეოლოფეუა, ვისაც 6 შედეგიანი პასით ნაკლები აქვს შესრულებული.

თუ ასე გაგრძელდა, იოზილი აუცილებლად დაამხობს ტიერი ანრის მიერ საგოლე პასების შესრულებაში დამყარებულ რეკორდს. სხვათაშორის, "სქაი სპორტის" სტუდიაში ანრიც იყო მიწვეული. ტიერიმ მესუთის გარჯას უმაღლესი შეფასება მისცა.

ზუსტად 13 წლის წინ ტიერი ანრიმ 20 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახლა მესუთ იოზილი ამ რეკორდის დამხობის გზაზეა და ალბათ, დაამხობს კიდეც, თუ ხელი ტრავმამ არ შეუშალა. "არსენალი" არ ნანობს, რომ თავის დროზე 42,5 მილიონი გირვანქა გადაუხადა "რეალს" მის სანაცვლოდ.

ჩეხის ფაქტორი

სულ მალე პრემიერლიგაში გადამწყვეტი მატჩების ჟამი ჩამოჰკრავს. სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ფეხბურთს ლამის ყოველ დღე ითამაშებენ. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული ფასი ადევს გამოცდილება. პეტრ ჩეხი ნამდვილი ჩემპიონია. მან იცის, როგორ მოიგოს პრემიერლიგა. ჩეხი საშობაო სიგიჟეებისას კიდევ უფრო მოუმატებს.

პრემიერლიგა თავისი გზით მიდის, ჩეხი კი უბრალოდ დიდებულია. ჩეხმა მეკარემ მხოლოდ 13 გოლი გაუშვა მას შემდეგ, რაც პრემიერლიგა დაიწყო. არადა, "არსენალის" დაცვას ყველაფერი შეიძლება დააბრალო, უშეცდომობას კი ნაღდად ვერ დასწამებ.

ჯონ ტერიმ ამას წინათ, სავსებით მართებულად შენიშნა, რომ "არსენალის" წარმატებაში ჩეხის წვლილი უდიდესია. მისი თქმით, გამოცდილ გოლკიპერს პირადად მოაქვს გუნდისათვის სეზონში 12-15 ქულა.

ჩეხი "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ დევიდ ჯეიმსის რეკორდსაც წაეთამაშა - 169 "მშრალი" შეხვედრა პრემიერლიგაში. თუ ვინმეზე ლიდერი ითქმის "არსენალში", ეს, უდავოდ, ჩეხია.

სად არის ტრავმების კვალი?

გამონაკლისი არც ამჯერად მომხდარა - სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილს "არსენალი" ტრავმებით დატვირთული შეეგება. ოღონდ ესაა, წამყვანი ფეხბურთელების არყოფნა გუნდის შედეგებზე ნაკლებად მოქმედებს. არადა, სხვა დროს სხვანაირად იყო.

არ არიან ჯეკ უილშირი, სანტი კასორლა, ალექსის სანჩესი, მიკელ არტეტა, ტომაშ როსიცკი და ფრენსის კოკლენი. ამის მიუხედავად, გუნდი გამარჯვებებს ახერხებს. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.

წამყვანი ფეხბურთელების არყოფნამ არსენ ვენგერს საშუალება მისცა, ძირითად შემადგენლობაში თამამად დაეწინაურებინა ახალი კადრები. ეს ნდობა მაგრად გამოიყენა ჟოელ კემპბელმა, ვინც ბოლო მატჩებში მართლაც დიდებულად გამოიყურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება