საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
რამდენიმე დღის წინათ მომხდარი აღარ განმეორდა - მაშინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში "სამტრედიამ" 2 უპასუხო გოლი გაუტანა "სიონს". თასის საპასუხო მეოთხედფინალში კი სხვანაირად მოხდა - პრინციპული მეტოქეების ჯახი ფრედ დასრულდა, პენალტების სერია კი უკეთ მასპინძელმა "სიონმა" შეასრულა...

უნდა ითქვას, რომ ეს იყო ქართული საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დრამატული მატჩი, რომელსაც ზენერვიული ფინალი ჰქონდა. "სიონს" კვლავ არ ჰყავდა ძირითადის ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი. ბოლნისელთა რიგებში ვერც ოთარ კობახიძემ ითამაშა. ორივე ეს ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული იყო.

რაც შეეხება "სამტრედიას", გია ცეცაძის გუნდში დისკვალიფიცირებული მეკარე გაბრიელ თებიძე კახა მეშველიანმა ჩაანაცვლა.

"სიონის" შემადგენლობაში ერთი უცნაურობა იმთავითვე აღმოვაჩინეთ: საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა ზურაბ ჯაფიაშვილმა, რომელიც მანამდე ცენტრალურ მცველად გვახსოვს. უნდა ითქვას, რომ ამ ნოვაციამ მაინცდამაინც ვერ გაამართლა...

შეხვედრის დასაწყისი ისეთი იყო, რომ "თამაზ სტეფანიაზე" მყოფებმა გოლთაცვენა ვივარაუდეთ. "სიონი" ფიზიკურად ისე კარგად ვეღარაა, სეზონის დასაწყისსა და მის შუაწელში რომ იყო. ვფიქრობთ, სწორედ აქედან გამომდინარე იყო, გუნდის დამრიგებელმა ვარლამ კილასონიამ აქცენტი სწრაფ გოლზე რომ გააკეთა.

"სიონმა" მაგრად შეუტია და მომენტები შექმნა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა გიული მანჯგალაძე, ვისი დაბრუნებაც ძალიან წაადგათ ბოლნისელებს. მანჯგალაძემ კარგად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მეშველიანისთვის თავზე სცადა ბურთის გადატარება. მეკარეს ხარიხა შეეშველა და "სამტრედია" აშკარა გოლს გადაურჩა.

სულ რამდენიმე წუთში პირველის ტყუპისცალი ეპიზოდი ვიხილეთ, რომელიც ასევე მეშველიანის კარგი თამაშით დასრულდა. ერთხელაც დადასტურდა, რომ კარის ძელზე საიმედო მეგობარი მეკარეს მინდორზე არ ჰყავს. მოვლენათა ეპიცენტრში ისევ მანჯგალაძე აღმოჩნდა...

ამის შემდეგ გუნდებმა თამაში პოზიციურ შეტევებში გააგრძელეს. ძირითადად, აქცენტი ორთაბრძოლებზე იყო გადატანილი. სწორედ ეს განაპირობებდა იმას, რომ სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან იშვიათად იქმნებოდა.

ტაიმის ბოლომდე ერთადერთი, მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი ეპიზოდი დავით რაჟამაშვილს ეკუთვნის. მისი დარტყმული ბურთი ბოლნისელთა კარს ასცდა. ეს იყო და ეს - გუნდებმა მეორე ტაიმისთვის გადადეს ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა.

55-ე წუთზე იმავე რაჟამაშვილმა სახიფათო ფლანგური რეიდი განახორციელა, თუმცა სამტრედიელთა ფლანგელს, ახლა კარგ ფორმაში რომაა, არც დარტყმა გამოუვიდა და არც ჩაწოდება.

ზუსტად ოთხ წუთში "სამტრედიას" გატანა და ორრაუნდიანი სათასო დუელის ბედის სათავისოდ გადაწყვეტა შეეძლო. გივი იოსელიანის მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ბოლნისელთა კარის ხარიხამ აისხლიტა.

63-ე წუთზე "სიონის" რიგებში საუკეთესო შანსი მანჯგალაძეს ჰქონდა. მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მეშველიანის კარს ასცდა. მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან ისე ჩანდა, თითქოს "სამტრედიას" მეტი ძალა შემორჩა.

მოვლენათა ასეთ განვითარებას "სიონის" თავკაცმა რისკიანი სვლით უპასუხა - კილასონიამ მინდვრიდან საყრდენი ჯაფიაშვილი გაიხმო და თავის გამოჩენის შანსი შემტევ ვილი ისიანს მისცა.

ძირითადი დროის ბოლომდე საგოლე შანსი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა. ერთადერთი ნახევარმომენტი სამტრედიელ ავთანდილ ენდელაძეს ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველმა საბოლოო დარტყმას ძალა ვერ დააყოლა...

დაიწყო დამატებითი დრო და თამაშიც გამწვავდა. რაჟამაშვილი მარჯვენა ფლანგიდან შევიდა ბოლნისელთა საჯარიმოში, თუმცა მირზა მერლანი ჩაუწვა შემტევს და თავის გუნდს საფრთხე აარიდა.

ამის შემდეგ კი "სამტრედიას" გატანა მართებდა. ავთო ენდელაძემ ისარგებლა მთლიანობაში დამაჯერებლად მოთამაშე "სიონის" კაპიტან დავით სვანიძის შეცდომით და მახვილი კუთხიდან შევიდა მეტოქის საჯარიმოში. საკმარისი იყო, მას ზუსტი გადაცემა გაეკეთებინა, რომ ანგარიში გაიხსნებოდა, თუმცა... ისევ მერლანმა ივარგა, ვინც ბურთს ხელი წაჰკრა.

დამატებითი დროის დასრულებამდე მეკარეები კიდევ სამჯერ მოექცნენ ყურადღების ცენტრში. ისიანის თავურის შემდეგ ბურთი მეშველიანმა მოიხელთა. გიორგი დათუნაიშვილს მერლანმა აუღო და მანვე აჯობა ენდელაძესაც.

...მაშ ასე, 120-წუთიანი თავდაუზოგავი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა. "თამაზ სტეფანიაზე" სიტუაცია ძალიან დაიმუხტა. მცირე პაუზის დროს მწვრთნელებმა 11-მეტრიანების შემსრულებლები გამოარჩიეს და... დაიწყო!

პირველად ბურთთან სამტრედიელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი თეიმურაზ მარკოზაშვილი მივიდა. მირზა მერლანმა შესანიშნავ ნახტომში მოიგერია ბურთი. ცნობილია, რომ პენალტების სერიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შეასრულებს გუნდი პირველ დარტყმას. გაიტან? ფსიქოლოგიური უპირატესობა ხელში გიჭირავს, არა და, პირიქით. ამ დაუწერელმა კანონმა ამჯერადაც იმოქმედა.

ბოლნისელთაგან სერია ისიანმა გახსნა და შედეგიანადაც. სამტრედიელი რაჟამაშვილის დარტყმული კი ისევ მერლანის ნადავლი გახდა - მირზამ ბურთი გააქვავა!

ბოლნისელთა რიგებში შემდეგი პენალტის შესრულება ვარლამ კილასონიამ ითავა და მეშველიანმა ნახტომში მოიგერია ბურთი. ერთი უზუსტობა ბოლნისელთა მხრიდან და "სამტრედია" თამაშში დაბრუნდებოდა, თუმცა... იმერლებმა საქმე აქამდე ვერ მიიყვანეს. გამოცდილმა დათუნაიშვილმა კარს ზემოდან გადააცილა ბურთი.

მანჯგალაძემ ზუსტად შეასრულა პენალტი და "სამტრედიის" ამოცანა ურთულესი გახადა. "გორდიას კვანძი" იქვე გაიხსნა - ირაკლი სიხარულიძემ ხარიხას გაარტყა ბურთი და "სიონი" ნახევარფინალში გავიდა!

"სამტრედიის" ქომაგები იმედგაცრუებას ვერ ფარავდნენ, ბოლნისელები კი - სიხარულს. "სიონის" გულშემატკივრები მირზა მერლანის გვარ-სახელს სკანდირებდნენ! არცთუ შემთხვევით - გამოცდილი მეკარე ამ მატჩისა და საერთოდ, ორრაუნდიანი სათასო დუელის ნამდვილი გმირი იყო.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი

16.12. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"

სიონი-სამტრედია 0:0 (პენ. 2:0)

(პირველი მატჩი 0:0)

სიონი (4-5-1): მერლანი - ფოფხაძე, კილასონია, სვანიძე, საჯაია - მანჯგალაძე, გოგობერიშვილი (81. ვასაძე), ჯაფიაშვილი (70. ისიანი), რაზმაძე, გაფრინდაშვილი - უგულავა (90. ჭიკაიძე).

სათადარიგოები: ნანიევი, ოთარაშვილი, მიქაბერიძე, გურეშიძე.

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სამტრედია (4-5-1): მეშველიანი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი - რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე, ზივზივაძე (87. მარკოზაშვილი), იოსელიანი (60. ენდელაძე), სიხარულიძე.

სათადარიგოები: შაფათავა, ცინცაძე, კერძევაძე, მთივლიშვილი, ჯიქია

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: გოგობერიშვილი (53), ფოფხაძე (58), დათუნაიშვილი (78), კილასონია (92), სიხარულიძე (92), ჭიკაიძე (109)

არბიტრი: ჯ. ხორავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga
პენლებში 2-0 :D :D :D პენლების დარტყმაც აღარ ვიცით? და ეს იყო თურმე დრამატული მატჩი :D
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ბოლნისის "სიონი": ახალი ილუშჩენკოვი და ძველი რაზმაძე
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ბოლნისის "სიონი" ლიტვის ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა
არმაზ ჯელაძე: "სიონი" გაძლიერდა და კიდევ გაძლიერდება
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
ჩიხურა-სიონი 1:1 - უკეთ რომ გაეთვალა მომენტი...
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში