"მწვრთნელი მეუბნება, მომწონხარო, მაგრამ... არ ვიცი, რატომ არ მეძლევა შანსი"
20 წლის ლაშა დვალისთვის 2015 წელი მნიშვნელოვანი იყო. ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და თავი კარგი თამაშითაც დაგვამახსოვრა, განსაკუთრებით - გერმანიასთან თბილისურ დაპირისპირებაში...

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დვალმა უკვე რამდენიმე უცხოურ კლუბში მოასწრო თამაში. ის ირიცხებოდა ინგლისურ "რედინგში", უთამაშია ლატვიურ "სკონტოსა" და თურქულ "ქასიმფაშაში".

ახლა დვალი, გიორგი ჭანტურიას დარად, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე "დუისბურგის" ფეხბურთელია. ეგ არის, რომ ნიჭიერ უკანახაზელს ძალიან იშვიათად უწევს თამაში აუტსაიდერ გუნდში.

დვალს გერმანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ...

- როგორ შეაფასებდით თქვენთვის 2015 წელს?

- მიმდინარე წელი ჩემთვის კარგი და გამოსარჩევი იყო იმ მხრივ, რომ სწორედ ამ წელს შედგა ჩემი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

შემდეგ ცოტა უცნაური რაღაცები მოხდა. წამოვედი "დუისბურგში". მეუბნებოდნენ - გელოდებიან, ძირითადში რომ ითამაშოო. ოთხ-ხუთ ტურში მწვრთნელი შეიცვალა. ამის შემდეგ ვარ აქ და ველოდები კონტრაქტის გაწყვეტას. დიახ, მინდა, "დუისბურგთან" კონტრაქტი გავწყვიტო. ეს ჩემთვისაც უკეთესი იქნება და გუნდისთვისაც...

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - კონტრაქტში მიწერია, რომ თუ გუნდი მესამე ლიგაში გავარდება, ხელშეკრულება ავტომატურად უქმდება. ასე რომ, ან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უნდა შემომთავაზონ რამე, ან თავისუფალი აგენტი გავხდები.

- რას იტყვით "დუისბურგზე"? როგორი ატმოსფეროა კლუბში?

- კარგი გუნდია, ტიპური გერმანული გუნდი. მწვრთნელი თითქმის ყველა ვარჯიშის შემდეგ მელაპარაკება. მეუბნება, მომწონხარო, მომწონს შენი სტილიო... ამბობს, ყველაფერი კარგად იქნებაო. არადა, მოდის კვირის ბოლო და... ისევ არ ვთამაშობ. ეს არის მიზეზი, რის გამოც მინდა "დუისბურგთან" კონტრაქტის გაწყვეტა. ვფიქრობ, ზამთრიდან თავისუფალი აგენტი ვიქნები.

- რა შეიცვალა გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ?

- არაფერი შეცვლილა. ისევ ვაგებთ და ისევ ყველაზე მეტი ბურთი გვაქვს გაშვებული ჩემპიონატში. ამისდა მიუხედავად, შანსიც კი არ მეძლევა. როგორც გითხარით, მწვრთნელი ყოველდღე მელაპარაკება, მაგრამ მარტო ლაპარაკი საქმეს არ შველის...

- როგორ იხსენებთ გერმანიის ნაკრებთან თბილისურ შეხვედრას, რომელშიც თავი შესანიშნავად წარმოაჩინეთ?

- სიმართლე გითხრათ, არ მინდა გერმანიასთან მატჩზე ლაპარაკი. მინდა, რომ უკეთესი მატჩები ჩავატარო და ამ ერთი თამაშით დაკმაყოფილება არასოდეს მიფიქრია. თავდაუზოგავი შრომით და ღმერთის წყალობით მოვა დრო, როცა არა მარტო გერმანიასთან მატჩი, არამედ სხვა ბევრი კარგი თამაშიც მექნება გასახსენებელი. აი, მაშინ შეგიძლიათ მკითხოთ საუკეთესო მატჩების შესახებ.

- ახალგაზრდულ ნაკრებზეც გვითხარით. ურთულესი ჯგუფის მიუხედავად, ცოტა უკეთესი შედეგის იმედი გვქონდა...

- ახალგაზრდულ ნაკრებს რაც შეეხება, არცერთ ფეხბურთელს და არცერთ მწვრთნელს ძალა არ დაუშურებია იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გვქონოდა, თუმცა... ეტყობა, ყველამ რაღაც დავაკელით და ამიტომაც გვაქვს უარყოფითი შედეგი.

აქვე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჯგუფის სიძლიერეც - ესპანეთი, ხორვატია, შვედეთი...

- როგორია თქვენი თვალით შიგნიდან დანახული გერმანული ფეხბურთი?

- გერმანიაცა და გერმანული ფეხბურთიც ისეთია, როგორსაც ველოდი. პროფესიონალიზმის, ძალისმიერი ფეხბურთის მოყვარული ხალხია. წინ და უკან სირბილია, შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ტექნიკას, ნიჭს... ამის მიუხედავად, რომ გითხრათ, ვარჯიშებზე გამიჭირდა და ვერ შევეგუე-მეთქი, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ვარჯიშის მხრივ ყველაფერი კარგად მიდის. უბრალოდ, თამაშის შანსი არ მეძლევა და ეს არის ჩემთვის მთავარი პრობლემა.

- და როგორია ლაშა დვალის საახალწლო სურვილები?

- ყველა ქართველს, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ, საქართველოს ნაკრებს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fsf-s
90 წუთს უძლებს თუ არა ეგ მაგით არ განისაზღვრება რამდენი ხანი ათამშეს, ეგ მოწმდება სპეციალური ტესტებით. ასევე სრულიად შეუსაბამო შედარებაა სკონტოში და ახალგაზრდულ ნაკრებში რომ უძლებდა 90 წუთს და გერმანიაშ რატომ ვერ გაუზლებსო, სულ სხვა დატვირთვა მოდის დროის ერთიდაიგივე პერიოდზე. თან სტატი იყო გერმანელების რომ ფიზიკურად მზად არ არისო, და ეს შემოწმებლული ტესტებით და არა იმით რომ არ ათამაშეს და საიდან იციან.
vova
ფიზიკურად უნდა გაძლიერდეს
moxetiale
ლაშა მე ვფიქრობ რომ აქეთ-იქეთ სირბილი კარგს არაფერს მოგიტანს;მართალია მეორე ლიგაა,თანაც აუტსაიდერი გუნდია,მაინც სჯობია სხვაგან გადასვლას,აქ უფრო მეტი პერსპექტივა გაქვს,მთავარია გული არ გაიტეხო და გააგრძელო ვარჯიში მთელი დატვირთვით.ჯერ კიდევ დიდი დრო გაქვს შენი ნიჭის გამოსავლენად,შრომა გჭირდება და ნუ დაიზარებ,წარმატება შრომის შედეგად მოდის,ამიტომ დაივიწყე ყველაფერი და მეტი მონდომებით გააგრძელე ვარჯიში.წარმატებებს გისურვებ.
moxetiale
ლაშა მე ვფიქრობ რომ აქეთ-იქეთ სირბილი კარგს არაფერს მოგიტანს;მართალია მეორე ლიგაა,თანაც აუტსაიდერი გუნდია,მაინც სჯობია სხვაგან გადასვლას,აქ უფრო მეტი პერსპექტივა გაქვს,მთავარია გული არ გაიტეხო და გააგრძელო ვარჯიში მთელი დატვირთვით.ჯერ კიდევ დიდი დრო გაქვს შენი ნიჭის გამოსავლენად,შრომა გჭირდება და ნუ დაიზარებ,წარმატება შრომის შედეგად მოდის,ამიტომ დაივიწყე ყველაფერი და მეტი მონდომებით გააგრძელე ვარჯიში.წარმატებებს გისურვებ.
0000
იცით ცუდი რა არის? ის კი არა, რომ სხვას აბრალებს თავის უთამაშებლობას-ადამიანური ფაქტორია. ცუდი ისაა, რომ კაცი გერმანიაშია და მაინც ათწლეულობის წინ დამკვიდრებული სტერეოტიპებით ლაპარაკობს-რას ნიშნავს ძალისმიერი ფეხბურთი? რომელი ქვეყნის ფეხბურთი არაა ძალისმიერი და კარგ ფიზიკურ კონდიციებზე გათვლილი?
fsf
ვერ უძლებს 90 წუთიო რას ქვია როდის ათამაშეს 1 წუთი მაინც რო სკონტოში 18 წლის იყო სულ 90 წუტს თამაშობდა და ევროპა ლიგის შესარჩევზეც შეუცვლელად ითამაშა ახალგაზრდულ ნაკრებებში რავიცი რამდენიც გინდა და ჰა ჯანდაბას თუ 90 ვერ თამაშობს 45 წუტი გამოიყვანონ 1-2 ჯერ პრაქტიკა მისცენ გამოსცადონ იქნება და რა მაგარია არადა მართლაც მაგარი ბიჭია არ ვიცი ამ გერმანელებს რა ეტაკათ... წადი ლაშა ისევ ჯობს ოდნავ დაბალ დონის გუნდში გადახვიდე და ითამაშო სეზონში 20-25 თამაში მაინც რომ რაღაცას მიაღწიო! ხუბუტია სლოვაკეთშია და თამაშობს სულ აქ ყველა დასცინის ბანძაიაო არადა საქართველოს დონეზე ნამდვილად ნორმალური ფეხბურთელია! ლაშა თუნდაც სლოვაკეთში რომ გადავიდეს ეგეც მაგარი იქნება ან ხორვატია სლოვენია არაა ცუდი 20 წლის ბიჭისთვის აბა შენ იცი ლაშოოო!
GOGA
177-ს ეგ სტატია მეც ვნახე მაგრამ თუ ვარჯიშობს ამდენი ხანი როგორ ვერ მოუმატა ფიზიკურად???
177
ჰო ... მწვრთნელი გიჟდება ამაზე, სულ აქებს რა მაგარი ხარო და არ ათამაშებს :D გერმანულ პრესაში იყო სტატია, ფიზიკურად არაა მზად დვალიო, ვერ უძლებს 90 წუთს ...
ალეკსანდრე
როგორ კველა ერტი და იგივეს ლაპარაკობს-მცვრტნელი მაკებს ,მაგრამ არ მატამაშებს!ეს სიტკვები უკვე კლიშედ იკცა,საზგვარგარეტ ცასული ჩვენი ფეხბურტელების
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
Liga-zwei: ჭანტურიამ ისეთი კლასი გამოავლინა, "დუისბურგს" მისი შენარჩუნება გაუჭირდება
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან" წამოვიდა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
Liga2-online: ხმათა 61%-ით, გიორგი ჭანტურია ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელია!
გიორგი ჭანტურია: კიდევ ორი ფინალი გვაქვს სათამაშო
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
"დუისბურგის" მეკარემ წყლის სმა დაიწყო და გოლი გაუშვა [VIDEO]
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ლეგიონი: გიორგი ჭანტურია და "დუისბურგი" მესამელიგელთან დამარცხდნენ
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა