არსენალი-სიტი მე-17 ტურის მთავარი მატჩია
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ინგლისში ახლა იწყება თავდავიწყება - ახალ წლამდე პრემიერლიგის სამი ტური მოესწრება! "ჩელსი" ფონს უკვე ჟოზე მოურინიოს გარეშე უნდა გავიდეს, "არისტოკრატებისთვის" ახლა "ფონს გასვლა" პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. აი, ტურის ცენტრალური მატჩი კი ისევ ორშაბათსაა - მეორე და მესამე-ადგილოსანთან ჯახი ლონდონში.

როგორ ავლაგმოთ ვარდი

"გუდისონ პარკზე" ნამდვილ სპექტაკლს ველით: იქ "ევერტონი" შეეცდება, თავს გასული "ლესტერი" გააჩეროს და ევროსაგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. ლესტერშირელებისთვის მთავარი ჟერარდ დეულოფეუსა და რომელუ ლუკაკუს გაჩერება იქნება.

"მელიების" მხრიდანაც ორი "მთავარი მელაკუდა" უნდა გამოვარჩიოთ - ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი. ისე, ლუკაკუ 12 გოლით ვარდის მთავარი მდევარია, ჯეიმის 15 ბურთი აქვს გატანილი და გაჩერებას არ აპირებს.

კლაუდიო რანიერისაც გაუტკბა ცხრილის სათავეში ყოფნა. იტალიელი უკვე ცოტა სხვაგვარად "აჭიკჭიკდა", მაგრამ იმის თქმა მაინც არ ავიწყდება, რომ 40 ქულას სანამ არ დავაგროვებთ და დარჩენას სანამ არ გავინაღდებთ, ჩვენი მთავარი მიზანი ისევ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებაო.

ჟოზეს მერე ლუი?

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან უმართლებს, რომ პრემიერლიგაშიც არ "გავარდა" ლიგის ზონიდან, მაგრამ თუ ლუი ვან გაალი ასე გააგრძელებს, ეს გარდაუვალი იქნება. ახლა "წითელმა ეშმაკებმა" აუტსაიდერ "ნორვიჩს" მაინც უნდა მოუგონ საკუთარ კედლებში, ესეც თუ ვერ შეძლეს და... ვინ იცის, ჰოლანდიელს მალევე კარისკენ მიუთითონ.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი "ჩელსი" "სტემფრდ ბრიჯზე" "სანდერლენდს" დაუხვდება და ეს ექვსქულიანი მატჩია. დიახ, გასავარდნ ზონაში მყოფი "შავი კატები" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან "ლურჯებს" და სემ ელარდაისი შეეცდება სიურპრიზი შემოგვთავაზოს, თუმცა ჰქვია რომ კიდევ სიურპრიზი "ჩელსის" წაგებებს?

რა მდგომარეობაშია რონალდ კუმანის გუნდი კარგად გამოჩნდება, როდესაც "წმინდანები" "სენტ მერიზე" "ტოტენჰემს" შეეგებებიან. "დეზებმა" წინა ტურში, პირველის ტურის შემდეგ პირველი მარცხი იწვნიეს და მეოთხე ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვეს.

მათ ვერც კლუბის რეკორდი გაიმეორეს, ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიის მხრივ. ეს შეხვედრა მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვისაც ერთგვარი გამოცდაა - არგენტინელის გუნდმა სულ ცოტა, არ უნდა წააგოს.

კლოპის ტესტი

"უოტფორდი" უკვე მე-7 ადგილზეა, ევროზონასთან ძალიან ახლოს. კიკე სანჩეს ფლორესმა ბალანსი დაიჭირა და მისი გუნდი სტაბილურად გამოიყურება. უშანსოდ უოტფორდელებს თითქმის, არც ერთი შეხვედრა არ დაუთმიათ და ძალიან ორგანიზებულად თამაშობენ. ოდიონ იგალოსა და ტროი დინის წყვილს კი ნებისმიერი მეტოქის მცველებისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა.

ეს შესავალი მარტო "უოტფორდის" შესაქებად არ გაგვიკეთებია, იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი თუ, რა რთული მატჩი ელოდება"ლივერპულს", რომელიც სტაბილურად ნამდვილად ვერ თამაშობს და იურგენ კლოპს უკვე მეტს სთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ იგი სულ ცოტა ხნის წინ მივიდა გუნდში. გერმანელს ფილიპე კოუტინიოს ათამაშების ეიმედება.

სანამ "სუონსიში" ახალი მწვრთნელის ბედი და ვინაობა წყდება და კლუბი კრიზისიდან გამოსავლის ძიებაშია, თან გასავარდნი ზონისკენ მიექანება და რამე უნდა იღონოს. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილი "ვესტ ჰემი" კი ამ სიტუაციით სარგებლობას შეეცდება.

ტურის ჯახი

მთავარი მატჩი, რაღა თქმა უნდა, "ემირატებზეა", ტური ამ შეხვედრით მთავრდება და ჩვენც მასზე საუბრით დავასრულოთ.

საინტერესოა, რომ, ინგლისის სუპერთასის მატჩსაც თუ მივათვლით, "სიტის" უკვე 4 შეხვედრაა, "არსენალი" არ დაუმარცხებია - ორი წაგება (0:2, 0:3) და ორი ფრე (2:2, 1:1). ეს ორი ფრე სწორედ "ემირატებზე" დაფიქსირდა, სადაც "ქალაქელებმა" "მეთოფეებს" ბოლოს 2013 წელს მოუგეს. სტატისტიკას მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ლონდონელებს 3 საშინაო თამაშია, "სიტი" არ დაუმარცხებიათ.

"არსენალის" ფანებს იმედი გაუჩნდათ, რომ ამ სეზონში მათ საყვარელ გუნდს მართლაც შეუძლია ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლა და მასპინძლებმა ამ შეხვედრაში გამარჯვება რომ შეძლონ, ეს ფეხბურთელებსა და პირადად არსენ ვენგერსაც ძალიან შეჰმატებდა თავდაჯერებას.

ამ შემთხვევაში, უშუალოდ "სიტის" "მეთოფეები" 4 ქულით "გაექცევიან". შესაბამისად, მანუელ პელეგრინიმ არ უნდა დაუშვას, რომ მისთვის უხერხულ მეტოქესთან ისევ წარუმატებლად ითამაშოს. ჩემპიონთა ლიგა თებერვლამდე დაგვემშვიდობა და ახლა მანჩესტერელებს შეუძლიათ, სრული დატვირთვით საშინაო არენაზე გადმოერთონ, სადაც უკვე მდევრის ამპლუაში აღმოჩდნენ.

ტრავმების გამო, ორივე გუნდს ბევრი ფეხბურთელი აკლია. მთავარი კი ისაა, შეძლებენ თუ არა მინდორზე გასვლას მასპინძელთა მხრიდან ალექსის სანჩესი და სტუმართა ბანაკიდან - სერხიო აგუერო. ორივეს თამაში საეჭვოა, მაგრამ როგორც ამბობენ, აგუეროს ჩილელზე მეტი შანსი აქვს.

შაბათი. 19 დეკემბერი

ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სესენიონი, ფოსტერი - ატსუ, ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი

ბოლო 6 მატჩი

+1 =3 -2 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

სტოკი-კრ. პალასი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გივენი, მუნიესა, ოდემვინგი, კრაუჩი - იედინაკი, გეილი, საკო, აპია

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +6 =3 -7 (19-20)

ევერტონი-ლესტერი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მაკარტი, ბრაუნინგი, ჰიბერტი, პიენაარი, ჯაგიელკა - დე ლაეტი, ჯეიმსი

ბოლო 6 მატჩი

+2 =4 -0 +5 =1 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 92 თამაში: +34 =30 -28 (172-144)

მანჩესტერი-ნორვიჩი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სმოლინგი, დარმიანი, ერერა, შვაინშტაიგერი, რუნი, როხო, შოუ, ვალენსია - ჯერვისი

ბოლო 6 მატჩი

+2 =3 -1 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 48 თამაში: +29 =10 -9 (74-34)

ჩელსი-სანდერლენდი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფალკაო - ლარსონი

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +2 =0 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 108 თამაში: +54 =19 -35 (199-162)

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: როდრიგესი, გარდოში, ფორსტერი - დემბელე, მეისონი, პიტჩარდი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +2 =3 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 76 თამაში: +23 =18 -35 (98-130)

ნიუკასლი-ასტონ ვილა 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უილიამსონი, ლასკელსი, ტიოტე, აარონსი, აიდარა, რივიერი, ტეილორი, ობერტანი, კრული - ხოსე კრესპო, რიჩარდსი, გარდნერი, ამავი

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +0 =2 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 148 თამაში: +66 =33 -49 (237-221)

კვირა. 20 დეკემბერი

უოტფორდი-ლივერპული 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პრიოდლი, ბეჰრამი, ჯილმარტინი, ეკსტრანდი - ფლენეგანი, ლოვრენი, სახო, სტარიჯი, გომესი, ინგსი

ბოლო 6 მატჩი

+4 =0 -2 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +3 =1 -12 (16-37)

სუონსი-ვესტ ჰემი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: შელვი, ედერი - რიდი, მოზესი, ლანსინი, სახო, პაიე

ბოლო 6 მატჩი

+0 =1 -5 +0 =4 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +1 =3 -6 (9-17)

ორშაბათი. 21 დეკემბერი

არსენალი-სიტი 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: არტეტა, როსიცკი, სანჩესი (?), უელბეკი, უილშირი, კოკლენი, კასორლა - აგუერო (?), კომპანი, საბალეტი, ფერნანდო, ნასრი

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 160 თამაში: +82 =40 -38 (271-177)

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 12 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 11 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 10 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 9 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს