ჰოკეი. ყველა ვარსკვლავის მატჩი 2011

ახალი ფორმატით გამართულმა ''ყველა ვარსკვლავის მატჩმა'' გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. მაყურებელმა ბევრი რამ პირველად იხილა. მაგალითად, არ იყო გუნდების ტრადიციული დაყოფა აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, ძმებმა სედინებმა პირველად ცხოვრებაში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს, ყინულზე გამოჩნდა ჯეფ სკინერი, რომელიც "ყველა ვარსკლავის მატჩის" ყველაზე ახალგაზრდა ჰოკეისტი გახდა...

პუბლიკა გაახალისა რუსმა ალექსანდ ოვეჩკინმა, რომელიც "ჯაშუშურ სკანდალში" გაეხვა. ის მოწინააღმდეგე გუნდის სახელდახელო კრებაზე შენიშნეს, თუმცა რუსი ვარსკვლავი იქ არავის დაუპატიჟია.

შესაძლოა, სწორედ ეს დაეხმარა ვაშინგტონელს იმაში, რომ 51-ე წამზე გაიტანა გოლი და დააწინაურა ერიკ სტაალის გუნდი, რომელიც მასპინძლის რანგში გამოდიოდა. მაყურებლებით გამხნევებულმა "თეთრებმა" ნიკლას ლიდსტრიომის გუნდს ოთხი სწრაფი გოლი გაუტანეს. ოვეჩკინს შჩასტნიმ მიბაძა, სულ მალე კი ელიაშმა ახლო მანძილიდან აიღო ფლერის კარი. ლიდსტრიომის გუნდმა იგრძნო საშიშროება და მომენტს მომენტზე ქმნიდა, ერთხელ უორდის კარის ძელსაც გაარტყა შაიბა, მაგრამ ვერ გაიტანა, ამასობაში ჟირუ გაიქცა კონტრშეტევაში და ფლერიმ მეოთხედ გამოიტანა კარიდან შაიბა - 4:0.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სტაალის თანაგუნდელებმა უფრო სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი, ვიდრე ლიდსტრიომის გუნდმა. "ლურჯები" მეხუთე გოლს ძელმა გადაარჩინა, ამასობაში კი კოპიტარმა შეძლო ერთი გოლის გაქვითვა.

სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გარდამტეხი. მართალია სტაალი და კომპანია შეტევებს აგრძელებდნენ, მაგრამ "პიტსბურგის" მეკარე ფლერი კლდესავით იდგა და პერიოდის ბოლომდე შაიბა აღარ გაუშვა. სამაგიეროდ, შეცდომების დაშვება დაიწყო უორდმა, რომელიც ვერ გაუმკლავდა ბიფულინის, ერიქსონისა და დუშენის დარტყმებს - 4:4. ერთ პერიოდში რვა შაიბა - სავსებით საკმარისი იყო.

მეორე პერიოდში მეკარეების ცვლილებამ "თეთრებს" მოუტანა უპირატესობა: შარპმა ისევ დააწინაურა სტაალის გუნდი - ეს გოლი ჰილერის შეცდომის ბრალი იყო. შვეიცარიელმა მეკარემ შესანიშნავი სეივებით მოგვიანებით გამოისყიდა ბრალი, მაგრამ ლეტანგის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა - 6:4.

ლიდსტრიომის ბიჭები დიდი ხანი უგოლოდ ტრიალებდნენ პრაისის კართან. "მონრეალის" მეკარე გაუვალი იყო და გოლი მაშინ გაუშვა, როცა მარტო დარჩენილს ორნი დაესხნენ თავს - კოპიტარმა დუბლი შეასრულა - 6:5.

მცველებმა საერთოდ დაივიწყეს საკუთარი მოვალეობები და ძირითად დროს მეტოქის ზონაში ატარებდნენ, ამიტომაც მეკარეებს დიდი ჯაფა ადგათ. პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლიდსტრიომის გუნდმა არამარტო აღადგინა სტატუს-ქვო, არამედ წინ გასვლაც შეძლო: გოლები სტემკოსმა და ბრიერმა გაიტანეს. "მასპინძლებს" შეეძლოთ თანაფარდობის აღდგენა, მაგრამ ჰილერმა ბულიტი აიღო.

მესამე პერიოდი ახალგაზრდა ვარსკვლავის, სკინერის ზედიზედ სამი გაფუჭებული მომენტით დაიწყო. პარტნიორის დახმარება თავის თავზე აიღო სტაალმა - მეკარესთან პირისპირ გასულმა თანაფარდობა აღადგინა - 7:7.

იქვე დუშენმა ვერ გამოიყენა ბულიტი, სამაგიეროდ ლეტანგმა შორიდან ზუსტად გაისროლა და "თეთრები" ბოლოჯერ გავიდნენ წინ - 8:7. მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - ბრიერმა და ტეუვზმა უპირატესობა ლიდსტრიომის გუნდს დაუბრუნეს, ხოლო, როცა სენტ ლუისმა მეათე შაიბა გაიტანა, "სტაალელებისთვის" თამაში წაგებული იყო - თამაშის გადასარჩენად დრო თითქმის აღარ დარჩა.

თუმცა ნეშმა მცირე ინტრიგა დაუბრუნა შეხვედრას. 9:10-ზე სათამაშო კიდევ წუთი რჩებოდა. სტაალის გუნდმა მეკარე მოხსნა და ექვსი ჰოკეისტით შეუტია, მაგრამ ამით საკუთარ კარში მე-11 შაიბა მიიღო - ერიქსონმა ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო მარკ სტაალის საპასუხო გოლი უკვე აღარაფერს წყვეტდა.

სტაალი-ლიდსტრიომი 10:11

გოლები: 1:0 ოვეჩკინი (ხარა, გრინი), 2:0 შჩასტნი (შარპი, ბეიკსი), 3:0 ელიაში (შარპი, შჩასტნი), 4:0 ჟირუ (შარპი, ბეიკსი), 4:1 კოპიტარი (უებერი), 4:2 ბიფულინი (კეინი, კეიტი), 4:3 ერიქსონი (ჰავლატი), 4:4 დუშენი (ლიდსტრიომი), 5:4 შარპი (ჟირუ), 6:4 ლეტანგი (დ.სედინი, ოვეჩკინი), 6:5 კოპიტარი (ერიქსონი, ჰავლატი), 6:6 სტემკოსი (სენტ ლუისი, რიჩარდსი), 6:7 ბრიერი (ჰ.სედინი, უებერი), 7:7 ე. სტაალი (პერი, ნეში), 8:7 ლეტანგი (ელიაში, სკინერი), 8:8 ბრიერი (ჰ.სედინი, უებერი), 8:9 ტეუვზი (ერიქსონი, ჰავლატი), 8:10 სენტ ლუისი (ბერნსი), 9:10 ნეში (პერი, ხარა), 9:11 ერიქსონი (ტეუვზი, ჰავლატი), 10:11 მ. სტაალი (ბოილი, ჟირუ).

მეკარეები: უორდი, პრაისი, ლუნდკვისტი - ფლერი, ჰილერი, ტომასი.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა