"ლაციომ" წელიწადი იმედიანად დაასრულა
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-17 ტურის ბოლო მატჩი მილანში გაიმართა, სადაც "ინტერმა" "ლაციოს" უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი იწვნია - 1:2. მატჩის გმირი ანტონიო კანდრევაა, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში. მასპინძელთაგან მაურო იკარდი გამოირჩა, თუმცა მისმა გოლმა "ინტერი" მარცხს ვერ გადაარჩინა.

შედეგი მოულოდნელია, რადგან "ინტერი" ჩემპიონატის ლიდერი გახლავთ, "ლაციო" კი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იყო და ამ გამარჯვების შემდეგ მე-10 ადგილზე აინაცვლა. შედეგი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშება დაბალანსებულია და შესაბამისად, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ დასრულდება ჩემპიონატი.

მილანური მატჩის შემდეგ "ინტერის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "თანაბარი თამაში იყო, რომელშიც გამარჯვების მოპოვებაც შეგვეძლო, თუმცა სულელური შეცდომები დავუშვით და დავმარცხდით. წაგებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ როდესაც მეტოქეს გოლებს ჩუქნი, ძალიან დასანანია.

გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია და ეს გვახარებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, წლის მარცხით დასრულებამ ძალიან გამაბრაზა. მატჩი დეტალურად უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ".

"ინტერის" შემადგენლობაში ფელიპე მელომ შეირცხვინა თავი, რომელმაც 90-ე წუთზე ლუკას ბილიას გამეტებით ჩაარტყა გაშლილი ფეხი და სრულიად დამსახურებული წითელი ბარათი მიიღო - მანჩინიმ შეგირდი გააკრიტიკა: "ფელიპე მელოს ცუდი დღე ჰქონდა, რადგან ჯერ თერთმეტმეტრიანი აიკიდა, ხოლო შემდეგ საშინლად იუხეშა. ფელიპეს აუცილებლად დაველაპარაკები, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს".

"ლაციომ" წელი მაჟორულ ნოტზე დაასრულა, რამაც კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო იმედით აავსო: "როგორც იქნა, ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც "ლაციოს" ეკადრება და შეუძლია. თითქმის ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილის სათავეშია. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენი ჩამოწერა ნაადრევია და ჯერ ყველაფერი წინაა. ბოლომდე ვენდობი მწვრთნელს და გუნდს, ეს ოპტიმიზმი კი, იმედია, გულშემატკივრებსაც გადაედებათ".

უფრო საქმიანი იყო "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი: "სწორად ვითამაშეთ და უძლიერეს გუნდთან სამი ქულა ავიღეთ. მინდა შეგირდებს მადლობა გადავუხადო და იმედი გამოვთქვა, რომ ამით კრიზისი დაძლეულია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აუცილებლად უნდა დავიმატოთ რამდენიმე ფეხბურთელი.

ჩემპიონატში მაღალი კონკურენციაა და თუ ევროსაგზურის მოპოვება გვსურს, ყველა რგოლი უნდა გავაძლიეროთ. კლუბის მესვეურებს დაველაპარაკები და ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი