საქართველოს პირველი ჩოგანი 540 ქულით მსოფლიოს რეიტინგის 129-ე ადგილზეა, რაც 20 წლის სპორტსმენის კარიერაში მორიგი პიკია

გუშინ ჩოგბურთელ ქალთა და ვაჟთა ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა. საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ერთი საფეხურით დაწინაურდა, 20 წლის სპორტსმენი 540 ქულით მსოფლიოს 129-ე ჩოგანია. ეს კი მისი კარიერის მორიგი პიკია.

ოქსანა კალაშნიკოვა 310 ქულით მსოფლიოს 193-ე (-2) ჩოგანია. ნაყოფიერი გამოდგა სეზონის სტარტი მაკა ჩახნაშვილისთვის, რომელმაც ერთბაშად 18 საფეხურით წაიწია და 222 ქულით მსოფლიოს კლასიფიკაციაში 239-ე პოზიციაზეა. სხვები: 278 (+3) სოფიო შაფათავა - 180 ქულა; 291 (+1) თათია მიქაძე - 168; 413 (+3) სოფიო ქვაცაბაია - 87; 591 (-2) მანანა შაფაქიძე - 44; 623 (+1) ეკა გორგოძე - 39; 1149 (-2) ანა ჯიქია - 3. ვაჟები: 632 (+2) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 31; 860 (-) ლადო ჩიხლაძე - 11.

საქართველოს ნაკრები "ფედერაციის თასზე" ევროპა-აფრიკის II ჯგუფში ითამაშებს. ტურნირი 4-7 მაისს ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში (თუ მანამდე ამ ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდება) გაიმართება. საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებენ: სომხეთი, ბოსნია, ფინეთი, ლიხტენშტაინი, მაროკო, პორტუგალია და თურქეთი. ნაკრებებს ორ ჯგუფში განთესავენ. ევროპა-აფრიკის I ჯგუფის საგზურს 2 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

ევროპა-აფრიკის II ჯგუფში ითამაშებს საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც "დევისის თასზე". ჩვენებურები 11-14 მაისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამოვლენ. ამ ზონაში სულ 13 ნაკრებია, რომელთაც 4 ჯგუფში გაანაწილებენ. საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები არიან: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისლანდია, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, ჩერნოგორია, ნორვეგია, სან მარინო და თურქეთი.

მალიორკაში იწყება მცირე საერთაშორისო ტურნირი (10 ათასი დოლარი), რომლის ძირითად ბადეში 2 ჩვენებურია. მე-4 ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია პირველ წრეში ბელგიელ აპოლონია მელზანის ეთამაშება, ხოლო მე-8 ნომრად განთესილი ეკა გორგოძე - იტალიელ მარია ზავალის.

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე