"ლესტერი" და ლონდონის "არსენალი" დაამუხრუჭეს
* ლუი ვან გაალის "იუნაიტედს" 7 თამაშია, არ მოუგია.

* "ლესტერ სიტიმ" ამ სეზონში პირველი საგარეო მარცხი იგემა.

* ჰარი კეინმა 2015 წელს 27 გოლი გაიტანა და ტედი შერინგემის რეკორდი გააუმჯობესა

"ტოტენჰემში".

* "ეტიჰადზე" დასწრებადობის რეკორდი დამყარდა - "სიტი"-"სანდერლენდზე" 54 523 კაცი მივიდა.

ჩემით წავალო

გრანდების მმუსრავმა მონსტრმა, "ბრიტანიის" ბინადარმა "სტოკ სიტიმ" კიდევ ერთი ტკბილი ლუკმა "ჩაყლაპა" - მარკ ჰიუზმა თავის ყოფილ გუნდს, საყვარელ "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო.

სტოკელებს 26-ე წუთისთვის უკვე 2:0 მიჰყავდათ. პირველი გოლი მემფის დეპაის საშინელ შეცდომას მოჰყვა, მეორე კი - მარკო არნაუტოვიჩის ულამაზეს დარტყმას. მასპინძლებს, სულ ცოტა, ერთი ამდენის გატანა კიდევ შეეძლოთ, მანჩესტერელებმა კი თითო ტაიმში თითო მომენტი შექმნეს, მაგრამ ჯეკ ბატლენდი ისევ კარგი იყო. ეს "წითელი ეშმაკების" ზედიზედ მეოთხე მარცხია და გუნდს უკვე 7 მატჩია, არ მოუგია. ლუი ვან გაალი კი ისევ პრესის პრესის ქვეშაა. ჰოლანდიელმა ამჯერად უეინ რუნი დატოვა თადარიგში. შესვენების მერე იგი უმაქნისი და ზიანის მომტანი დეპაის ნაცვლად კი გამოიყვანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

"ბრაზიანმა ლუიმ" მატჩის შემდეგ ისიც განაცხადა, რომ ჟურნალისტებთან გასარჩევი არ მაქვს, ჩემს მომავალსა და გადაწყვეტილებაზე გუნდის უფროსობას დაველაპარაკები და სულაც არ არის აუცილებელი, გამიშვან, შეიძლება თავად წავიდეო.

მოკლედ, "მანჩესტერის" ბანაკში მწვრთნელის ცვლილება აშკარად მწიფდება და ვან გაალმა ახალ წლამდე რომც მიატანოს, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში მას მაინც გაუშვებენ.

ისე, "ბრიტანიაზე" ერთი სახალისო ფაქტიც მოხდა: "სტოკის" ერთ-ერთი ქომაგი ჟოზე მოურინიოს ნიღბით იყო მისული და ვან გაალის მოხსნის "დამადასტურებელი" ბანერი ხელში ეჭირა. მას სხვებიც აჰყვნენ და "ბრიტანიაზე" ჟოზე მოურინიოზე სიმღერა დაიწყეს.

იხილეთ ვიდეო

საჩუქარი საჩუქრების დღეზე

"ბოქსინგ დეი" მართლაც საჩუქარი გამოდგა "სიტისთვის", რომელმაც თავის "ეტიჰადზე" "სანდერლენდს" ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად მოუმთავრა.

"ჩელსისთან" მატჩისა არ იყოს, ფაბიო ბორინიმ ამჯერადაც გაიტანა, მაგრამ იმ დროისთვის, შეხვედრის ბედი დიდი ხნის გადაწყვეტილი გახლდათ. შეუდარებლად ითამაშა კევინ დე ბრუინმა. არც დავიდ სილვას და სხვებს დაეწუნებოდათ რამე. უილფრიდ ბონიმ პენალტის გაცუდებაც "მოახერხა", თორემ სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.

ერთადერთი ცუდი მანუელ პელეგრინისთვის ის გახლდათ, რომ ხანგრძლივი პაუზის მერე მინდორს დაბრუნებულმა ვენსან კომპანიმ ისევ ტრავმა მიიღო.

იხილეთ ვიდეო

ლიდერი ენფილდზე დაეცა

"ენფილდზე" დაეცა ლიდერი "ლესტერი", რომელმაც სეზონში სულ მეორედ წააგო. 16 მაისის შემდეგ ასევე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც "მელიებმა" გოლი ვერ გაიტანეს. რიად მაჰრეზსა და განსაკუთრებით, ჯეიმი ვარდის თამაში არ წაუვიდათ.

"ლივერპული" კი უფრო აქტიური და ცოცხალი იყო. ერთადერთი გოლი კრისტიან ბენტეკემ შეაგდო მშვენიერი კომბინაციისა და რობერტო ფირმინოს პასის შემდგომ.

იხილეთ ვიდეო

"სენტ მერიზე" მას "არსენალი" მიჰყვა

ლესტერშირელების გარდა, საჩუქარი "სიტის" "არსენალმაც" უძღვნა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადადიოდა, მაგრამ არსენ ვენგერის გუნდი "სენტ მერიზე" შერცხვა.

რონალდ კუმანის "წმინდანებმა", როგორც იქნა, თავიანთი ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქე გაანადგურეს - 4:0. ასეთი უხარისხო და უღიმღამო "არსენალი" ამ სეზონში იშვიათად თუ გვინახავს. მატჩი ჩააგდო პერ მერტეზაკერმა.

ვენგერს კი მსაჯებთანაც ჰქონდა ერთი-ორი პრეტენზია, მაგრამ ფაქტია, მისი გუნდი უფრო "საუთჰემპტონმა" დაჩაგრა, ვიდრე ვინმე სხვამ.

ტურში რამდენიმე კარგი გოლი გავიდა, მაგრამ "საუთჰემპტონის" პირველი ბურთი, რომელიც მარტინამ გაიტანა, ალბათ ყველას სჯობდა.

იხილეთ ვიდეო

ცხრილის ზედა ნაწილის რამდენიმე გუნდისგან განსხვავებით, "ნაბახუსევზე" არ იყო "ტოტენჰემი". "დეზებს" ფეხი არ დაუცდათ და ძალიან შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს.

"უაით ჰართ ლეინზე" "ნორვიჩს" შანსი თითქმის არ ჰქონია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა კი 3-ჯერ გაისროლა. აქედან ორი გოლი ჰარი კეინისა გახლდათ, რომელსაც 2015 წელს უკვე 27 გოლი მოუგროვდა და ამით ტედი შერინგემის რეკორდი დაამხო.

ერთ კალენდარულ წელს ყველაზე მეტი ბურთი აქამდე სწორედ შერინგემს შეეგდო - ტედი 1993 წელს 26 გოლით გამოირჩა. მესამე გოლი თომას კეროლისა გახლდათ, რომელმაც შორიდან გაისროლა.

ჰიდინკის უშნო დებიუტი

"სტემფორდ ბრიჯზე" გუს ჰიდინკმა დაბრუნება ერთი ქულით აღნიშნა. "უოტფორდმა", როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია "ჩელსის" და სულაც უგებდა, თუმცა, ჯამში, "ლურჯებმა" ცოტა უკეთ ითამაშეს და ოსკარს 2:2-ზე პენალტი რომ გაეტანა, ალბათ მოიგებდნენ კიდეც, მაგრამ ქულა კიკე სანჩეს ფლორესის ბიჭებზე ალალი იყოს. თანაც, ისევ გაიტანეს ტროი დინიმ და ოდიონ იგალომ. "ჩელსის" მხრიდან კი დიეგო კოშტამ შეასრულა დუბლი.

იხილეთ ვიდეო

"ევერტონმა" დაღეჭა "ნიუკასლი" და ყელში გაჩხერილი ბოლო წამს მაინც გადაყლაპა. ჯორდთა კარის დარაჯმა ელიოტმა ყველაფერი მოიგერია, მაგრამ ბოლოს ცოტა უიღბლოდ გამოვიდა კარიდან და ტომ კლევერლიმ თავური დარტყმით "კანფეტებს" დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.

ჯორდები კი გასავარდნ ზონას დაუბრუნდნენ. სამაგიეროდ, იქიდან ამოყვინთა "სუონსიმ". "თეთრმა გედებმა", როგორც იქნა, მოიგეს, რაშიც მათ კის ერთადერთი გოლი ეყოთ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური

26 დეკემბერი

სტოკი-მანჩესტერი 2:0

გოლები: 1:0 ბოიანი (19), 2:0 არნაუტოვიჩი (26)

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - კემერონი (75. ადამი), უელანი (46. ვან გინკელი) - შაქირი (65. დიუფი), აფელაი, არნაუტოვიჩი - ბოიანი

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი - კერიკი, ერერა (82. პერეირა) - მატა, ფელაინი, დეპაი (46. რუნი) - მარსიალი

გაფრთხილება: ბოიანი - იანგი, პერეირა

კუთხური: 1-12 ჯარიმა: 13-16 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 13(3)-11(6) ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 27 426

ტოტენჰემი-ნორვიჩი 3:0

გოლები: 1:0 კეინი (26-პენ), 2:0 კეინი (42), 3:0 კეროლი (80)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დემბელე (86. შადლი), დაიერი - ლამელა, ალი (79. სონი), ერიკსენი (72. კეროლი) - კეინი

ნორვიჩი (4-2-3-1): დ. რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - მულუმბუ (73. ჰოუსონი), ოფოე (73. დორანსი) - რედმონდი, ტეტი, ბრეიდი (79. მბოკანი) - ჯერომი

გაფრთხილება: დაიერი - ტეტი, ჰოუსონი

კუთხური: 9-4 ჯარიმა: 4-13 თამაშგარე: 3-8 კარში დარტყმა: 15(10)-11(3) ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 35 198

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 1:0

გოლი: 1:0 კი (9)

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - ბრიტონი (90+3. შელვი), კი - რუტლეჯი (90+2. ბეროუ), სიგურდსონი, მონტერო (46. კორკი) - ა. აიუ

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი. ოლსონი (60. ბერაჰინო), ბრანტი - ევანსი - გარდნერი (59. სესენიონი), ფლეტჩერი, იაკობი (81. მაკმანამანი), მორისონი - ლამბერტი

გაფრთხილება: ანხელ რანხელი - ოლსონი, იაკობი, მაკმანამანი

კუთხური: 0-7 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 7(2)-9(3) ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 20 789

სიტი-სანდერლენდი 4:1

გოლები: 1:0 სტერლინგი (12), 2:0 იაია ტურე (17), 3:0 ბონი (22), 4:0 დე ბრუინი (54), 4:1 ბორინი (59)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, მანგალა, ოტამენდი (62. კომპანი ( 71. დემიკელისი)), კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე (62. დელფი) - დე ბრუინი, სტერლინგი, დავიდ სილვა - ბონი

სანდერლენდი (4-3-3): მანონე - ჯონსი, ო"ში, კოატესი, ვან ანჰოლტი - ჯონსონი, მ"ვილა (56. კატერმოლი), ხორდი გომესი - გრემი (72. უოტმორი), ბორინი, ფლეტჩერი (62. ლენსი)

შენიშვნა: ბონიმ ვერ გაიტანა პენალტი (69)

გაფრთხილება: სტერლინგი - ჯონსი

კუთხური: 5-1 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 19(9)-11(3) ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 54 523

ლივერპული-ლესტერი 1:0

გოლი: 1:0 ბენტეკე (63)

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, სახო, ლოვრენი, მორენო - ჰენდერსონი, ჯანი - ლალანა (90+3. ალენი), ფირმინო, კოუტინიო (90+1. ლუკასი) - ორიჯი (38. ბენტეკე)

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი (80. კრამარიჩი), კინგი, კანტე, ოლბრაიტონი - ოკაზაკი (69. დაიერი), ვარდი (69. ულოა)

გაფრთხილება: ლალანა, ჯანი - ჰუტი

კუთხური: 7-6 ჯარიმა: 11-8 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 25(4)-7(3) ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 44 123

ჩელსი-უოტფორდი 2:2

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (32), 1:1 დინი (42-პენ), 1:2 იგალო (56), 2:2 დიეგო კოშტა (65)

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი (46. ობი მიკელი), მატიჩი - ვილიანი, ოსკარი, პედრო (75. აზარი) - დიეგო კოშტა

უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი, კატკარტი, ბრიტოსი, ჰოლებასი - აბდი (69. ბეჰრამი), უოტსონი, კაპუ, ხურადო (73. ანია) - დინი (90+3. გედიურა), იგალო

შენიშვნა: ოსკარმა ვერ გაიტანა პენალტი (80)

გაფრთხილება: დიეგო კოსტა - ბრიტოსი, კატკარტი, ჰოლებასი, ბეჰრამი

კუთხური: 9-4 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 17(2)-13(4) ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 41 620

ბორნმუთი-კრ. პალასი 0:0

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - რიტჩი, გოსლინგი (90+2. კერმორგანტი), არტერი (46. ო"კეინი), სტანისლასი - მარეი (71. რენტი)

კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დელანი, დანი, სუარე - ლედლი (74. იედინაკი), მაკარტური - პანჩონი, მეტჩი (46. კაბაი), ზაჰა - კემპბელი (68. შამახი)

გაფრთხილება: არტერი -

კუთხური: 8-9 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 10(4)-11(3) ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 11 218

ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 1:1

გოლები: 0:1 კრისუელი (45+2), 1:1 აიუ (62-პენ)

ასტონ ვილა (4-3-1-2): გუზანი - ჰატონი, ოკორე, ლესკოტი, ბაკუნა - ვესტვუდი, სანჩესი (38. ხილი), გეიე - ვერეტო (83. ტრაორე) - ჯ. აიუ, ჟესტედი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ტომკინსი (46. ჯენკინსონი), კოლინსი, ოგბონა, კრისუელი (75. სონგი) - პედრო ობიანგი, კუიატე - მაიკლ ანტონიო, ნოუბლი, სარატე (85. ოქსფორდი) - ე. ვალენსია

გაფრთხილება: ბაკუნა, ჰატონი, ლესკოტი - ოგბონა, კოლინსი, კუიატე

კუთხური: 9-6 ჯარიმა: 14-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 14(7)-10(4) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 38 193

ნიუკასლი-ევერტონი 0:1

გოლი: 0:1 კლევერლი (90+3)

ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - სისოკო, ანიტა, კოლბეკი, ვეინალდუმი - აიოსე პერესი (87. ტოვენი), მიტროვიჩი

ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, ბეინსი - ბარკლი (69. დულოფეუ), ბერი, კლევერლი - ლენონი (69. ბეშიჩი), მირალასი (85. ოსმანი), ლუკაკუ

გაფრთხილება: იანმაატი, კოლბეკი - ბერი, ბარკლი

კუთხური: 3-7 ჯარიმა: 16-12 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 10(1)-20(7) ბურთის ფლობა: 41%-59%

მაყურებელი: 51 682

საუთჰემპტონი-არსენალი 4:0

გოლები: 1:0 მარტინა (19), 2:0 ლონგი (55), 3:0 ფონტე (69), ლონგი (90+2)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - მარტინა, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - კლასი (67. რომეუ), ვანიამა - დევისი, უორდ-პრაუსი (71. ტადიჩი), მანე (81. ხუანმი) - ლონგი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, ფლამინი (74. ჩემბერსი) - კემპბელი (64. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი, უოლკოტი (78. აივობი) - ჟირუ

გაფრთხილება: ლონგი -

კუთხური: 3-4 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 6-1 კარში დარტყმა: 11(5)-7(4) ბურთის ფლობა: 35%-65%

მაყურებელი: 31 669

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 13 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), ოდიონ იგალო (უოტფორდი); 11 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ოლივიე ჟირუ (არსენალი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს