მესი, სუარესი და ნეიმარი - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის
ისინი ერთად ჯერ მხოლოდ 14 თვეა, თამაშობენ, მაგრამ საფეხბურთო მსოფლიომ ნელ-ნელა დაიწყო იმის მტკიცება, რომ "ბარსელონას" შემტევი სამეული, სავარაუდოდ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შემტევი ტრიოა.

"ლივერპულიდან" ლუის სუარესის ტრანსფერისა და ურუგვაელის დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგისინი ერთად არიან - არგენტინელი ლეო მესი, ბრაზილიელი ნეიმარი და თავად სუარესი. მოკლედ, ნახევარი სამხრეთ ამერიკა ერთ გუნდში.

ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა და "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ ტრიოს უკვე უწოდა "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო. თუმცა MSN (მესი, სუარესი, ნეიმარი), "რეალის" BBC-ის (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო) საპირისპიროდ, ამაზე გაჩერებას აშკარად არ აპირებს.

ერთი, რაც ცხადია დღევანდელ ფეხბურთში, ეს სამეული ერთი თავით მაღლაა სხვებზე, მათ შორის, "რეალის" მართლაც ფანტასტიკურ შემტევებზე.

ყველაზე საოცარი კი ისაა, თუ როგორი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა მოედანზე ამ სამეულში. სამივემ აქამდე ერთმანეთისგან მკვეთრად კონტრასტული ბექგრაუნდებით მოაღწია. მათმა ბავშვობამ სხვადასხვა სათამაშო სტილი და ხასიათი ჩამოუყალიბა.

ლეომ საფეხბურთო აღზრდა "ბარსას" საქვეყნოდ ცნობილ აკადემია "ლა მასიაში" მიიღო, სუარესი ქუჩაში იზრდებოდა, ნეიმარი კი "სანტოსში", სადაც 21-ე საუკუნის პელედ ზრდიდნენ.

ამის მიუხედავად, სამივე ორგანულად შეერწყა ერთმანეთს და "ბარსელონა" ლამის დაუმარცხებელი გახადა. მათ მოედანზე ეს დევიზი აერთიანებთ - "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის".

ტრიო მესის მოძრაობაზეა დამოკიდებული - 28 წლის არგენტინელი, ჩვეულებრივ, მარჯვენა ფლანგიდან იწყებს და მერე ერთი უფალმა იცის, საით მხარეს გადაწყვეტს შეტევას. სამეულის დანარჩენი ორი წევრი მესის მოძრაობის მიხედვით გადაადგილდება შეტევისას.

მესი ნელ-ნელა, უფრო მეტად ხდება ნახევარმცველი, მაგრამ, როგორც კი საჯარიმოს უახლოვდება, ისეთივე საშიშია მეტოქე გუნდის მცველებისთვის, როგორც ადრე. მას კვლავ გააქვს საფირმო გოლები, როცა მოძრაობას მარჯვნიდან იწყებს და ცენტრისკენ შედის და ყველაზე მოულოდნელ მომენტში ურტყამს კარში.

ნეიმარმა შესანიშნავად შეისისხლხორცა თავისი როლი. ის იტყუებს მცველებს გვერდით ხაზთან, იტოვებს სივრცეს და მერე მოულოდნელი დიაგონალური შესვლით უტევს მეტოქეს. ამაში ნეიმარი შესანიშნავად იყენებს "ბარსას" "ტვინს", ანდრეს ინიესტასა და მარცხენა მცველ ჟორდი ალბას.

სუარესი ცხენივით შრომობს და დარბის, ის პირველი იბრძვის წაგებული ბურთის დაბრუნებისთვის. განაპირა მცველები და გარემარბები მის მოძრაობას ყურადღებით აკვირდებიან. მესი და ნეიმარი "შავი სამუშაოთი" ნაკლებად ცდებიან, მაგრამ ეს არ ეხება ურუგვაელს. თუმცა ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, ნეიმარი უკან ჩასვლას არ თაკილობს.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა MSN 2016 წელსაც ასე საოცარი თამაშის გაგრძელებას, რომ ტრიო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამეულად ჩაეწეროს, თუ საუკეთესოდ არა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

777
საუკეთესო ტრიო კი არა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, გენია
mishka
პელე, ჟაირზინიო, რიველინო, არა?
ჩიკო
გელაშვილი, ბაჩანა ცხადაძე, ჭანტურია
ოტტო
დიდება ბარსას...!
istorias gadaxedet
პელე, გარინჩა, ვავა..
არჩილ ხოფერია
მეცოდება ის გულშემატკივარი ვისაც 1970 -1974 წლის ჩემპიონატები!
არჩილ ხოფერია
ვიმეორებ!! დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ 1970 წელს ბრაზილიის ნაკრებს ჰყავდა პელე, ჟაირზინიო, ტოსტაო... უფრო ადრე პელე, გარინჩა, ვავა...

დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ 1970 წელს ბრაზილიის ნაკრებს ჰყავდა პელე, ჟაირზინიო, ტოსტაო... უფრო ადრე პელე, გარინჩა, ვავა...
r.s
წალეკეს ამერიკელებმა ევროპა.იყო დრო როდესაც გუნდებს მხოლოდ ორი უცხოელი ფეხბურთელის გამოყვანა შეეზლო მოედანზე. ახლა ლამის ნახევარი გუნდი უცხოელებია. ეს კლავს ევროპულ ფეხბურთს.
ზ უ რ ა
სამი მუშკეტერი....დიდებული ტრიო, მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ტრიო...დიდი სამეული...ბარსას თილისმები...
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
დავიდ ვილიას ისტორია: მენახშირე მამა, კოჭლად დარჩენის საშიშროება და ავსტოსადგომზე დაწყებული საფეხბურთო კარიერა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
დავიდ ვილია MLS-ს ტოვებს, დაბრუნდება ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთში?
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
3 წლის შემდეგ: დავიდ ვილია ნაკრებში გამოიძახეს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ტომას ვერმაელენი ინიესტასა და ვილიას თანაგუნდელი გახდება