"ტორპედოს" დამრიგებელი გუნდის ნაკლსა და პოტენციალზე ლაპარაკობს
ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე მე-10 ადგილზე დაასრულა. გუნდმა 7 ტური გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით ჩაატარა და 8 ქულა დააგროვა. შინ "ცხინვალთან" და "ჩიხურასთან" სტუმრად განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დარასელიას თანამდებობის დატოვება მოუხდა.

"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობმა უკრაინელმა სპეციალისტმა ალექსანდრ შტელინმა ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ჩემპიონატში 3 თამაში მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და 2 წააგო, პირველი წრე კი "ტორპედომ" 4-მატჩიანი წაუგებელი სერიით (2 მოგება, 2 ფრე) ჩაამთავრა.

"ტორპედოს" დამრიგებელი გუნდის ნაკლსა და პოტენციალზე ლაპარაკობს. ჩვენი მხრიდან კი, ამაზე წერილში ქუთაისურ კლუბში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე ვილაპარაკებთ...

ფეხბურთელები მოედანზე დადიოდნენ

"დანიშვნიდან ორ კვირაში ფეხბურთელებს რამდენიმე ტესტი ჩავუტარე. შედეგები არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა - ბიჭების ფუნქციონალური მდგომარეობა და ფიზიკური კონდიციები დაბალ დონეზე იყო. როცა "ცხინვალთან" და "ჩიხურასთან" თამაშების ჩანაწერებს ვუყურე, აღარ გამკვირვებია, ფეხბურთელები სირბილის ნაცვლად რომ დაძუნძულებდნენ, ხშირად კი, უბრალოდ, იდგნენ. მოკლე ვადაში ყველა ხარვეზს ვერ მოერევი, მაგრამ შევეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა დრო და მალე დავინახე, რომ ფეხბურთელები სრულყოფილი წვრთნისა და შესაძლებლობების გამოსავლენად მზად იყვნენ. გამორჩეული თამაში გვქონდა "გურიასთან", რომელმაც იმედი გამიჩინა. ბოლო 4 ტური წაუგებლად ჩავატარეთ და გუნდით კმაყოფილი დავრჩი. თასის მეოთხედფინალში "დინამოსთან" მეორე მატჩი კი უნდა მოგვეგო და ამას სავსებით ვიმსახურებდით. წავაგეთ, თუმცა ვიომეთ და საკუთარი ძალების ვირწმუნეთ", - ამბობს შტელინი.

შინდაგორიძე და გუნდის პოტენციალი

"თბილისელებთან დისკვალიფიცირებული შინდაგორიძე გვაკლდა, რომელიც ბოლო მატჩებში ბომბარდირი იყო. ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა, ის მოედანზე რომ ყოფილიყო. გუნდში რომ მოვედი, ლაშა მაშინაც დისკვალიფიცირებული იყო და მისი საქმეში ნახვა მხოლოდ "მერანთან" ამხანაგურ მატჩში შევძელი, სადაც მან ტაიმები განსხვავებულ პოზიციებზე ითამაშა. მე ის მარჯვენა თავდამსხმელის ამპლუაში უფრო ძლიერი მეჩვენა, ვიდრე ცენტრში, თუმცა სადაც გუნდს დასჭირდება, იქ დავაყენებთ. უნივერსალია, კარგი სასტარტო სისწრაფე და გოლის ალღო აქვს, თამაშის სტილით კი იაია ტურეს შევადარებდი. "საბურთალოსთან" მისი 2 გოლი ნამდვილი შედევრი იყო...

"ტორპედო" ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე უნდა იყოს. ჩვენი დღევანდელი შემადგენლობით კი მე-5 ადგილზე დაბლა არ უნდა ჩამოვდიოდეთ. ყველა გუნდისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ ნახევარს მაინც უპრობლემოდ უნდა ვუგებდეთ. მთავარია, ვითამაშოთ კოლექტიური ფეხბურთი და არა - თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი სიამოვნებისთვის. შედეგი მხოლოდ ასეთი მიდგომით მოვა. იმედია, ზედა ექვსეულში მოვხვდებით...

ვაპირებთ თუ არა გაძლიერებას? ჩვენ არსებული კონტინგენტითაც შეგვწევს ბრძოლის უნარი, მთავარია, ძალები რაციონალურად გავანაწილოთ. მაგრამ ცვლილებები იქნება. საკმაოდ დიდი კავშირები მაქვს საფრანგეთში, ბელგიაში, უკრაინაში, გერმანიაში და შევეცდები, ეს შეძლებისდაგვარად გამოვიყენო, მაგრამ არა იქაურების ქუთაისში ჩამოსაყვანად, არამედ ჩვენების უცხოურ კლუბებში მოსაწყობად. ქუთაისი, საქართველო ხომ ტალანტებითაა სავსე"...

მოსამზადებელი ეტაპი

"გუნდი 8 იანვრიდან საკუთარ ბაზაზე შეიკრიბება. ამ პერიოდს ფეხბურთელები მოუმზადებელნი რომ არ შეხვდნენ, თითოეულს შესვენებისას ინდივიდუალური პროგრამით სირბილი და ფიზიკური ვარჯიშები დავავალეთ. იანვარში გავივლით სამედიცინო შემოწმებას და ტესტირებას, რათა ფეხბურთელები დატვირთვისთვის მზად იყვნენ. სწორედ დატვირთვების ქვეშ გავმართავთ ამხანაგურ მატჩებს საქართველოში - "სამგურალთან", "საპოვნელასთან", ხობის "კოლხეთთან" და, შესაძლოა, კიდევ ერთ გუნდთან. მერე უცხოურ შეკრებას ვგეგმავთ. ქალაქის მერია და კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან მოწადინებულნი არიან და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ "ტორპედოს" საკეთილდღეოდ. მიზანი ის არის, რომ გუნდი საქართველოში წამყვან ძალად იქცეს"...

ტუღუშის დაბრუნება

27 იანვარს "ტორპედო"თურქული შეკრებაზე გაემგზავრება და ანტალიის მახლობლად, საკურორტო დაბა სიდეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ორი კვირით დაბინავდება.

ცნობილი გახდა შეკრებაზე გასამართ საკონტროლო მატჩებში "ტორპედოს" მეტოქეთა ვინაობაც. თუ არაფერი შეიცვალა, ქუთაისელები სიდეში მაკედონიურ "ვარდარს", უკრაინულ "ზორიას", ყაზახურ "ატირაუს", რუმინულ ასა-ს (ტარგუ მურეში) და ბუქარესტის "რაპიდს" შეხვდებიან.

ქუთაისელთა რიგებში ბევრი საკადრო ცვლილებაა მოსალოდნელი. "ლელო" წერდა, რომ გუნდი დატოვეს მეკარე რევაზ თევდორაძემ და გიორგი კახელიშვილმა, გიორგი სომხიშვილს კი დუბლებში გადაყვანა შესთავაზეს. კონტრაქტს აღარ უგრძელებენ მეკარეების მწვრთნელ თამაზ ოდიკაძეს. ამასთან, გაურკვეველია მისი ძმის, დავით ოდიკაძის ამბავიც.

რაც შეეხება "ტორპედოს" შენაძენებს, ესენი არიან ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელები - ნახევარმცველი ვანო წილოსანი ("გურიის" კაპიტანი იყო) და ფლანგის შემტევი სანდრო ბახია.

წილოსანი 20 წლისაა. თამაშობდა თბილისის "დინამო 2"-ში და ვასილ მაისურაძის იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ, ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდა. მაგრამ "დინამოს" მთავარ გუნდში დაწინაურების იმედი რომ გადაეწურა, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. მას "გურიაში" თავის გამოჩენის რეალური შანსი კახა გოგიჩაიშვილმა მისცა. მოსამზადებელ ეტაპზე წილოსანმა ჩინებული შედეგიანობაც აჩვენა. მერე ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი და 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ბოლოს გუნდის კაპიტნის სამკლავური არგეს და ამ ნიჭიერმა თავდამსხმელმა პოტენციალი კარგად გამოაჩინა.

მეორე ახალწვეულ ბექა ტუღუშს "ტორპედოში" ახალ სახეს ვერ ვუწოდებთ, რადგან მან ქუთაისურ კლუბში სამი სეზონი გაატარა და წლეულს, ახნასის (კვიპროსი) "ეთნიკოსში" სწორედ იქიდან გადავიდა, მაგრამ ტუღუშმა კვიპროსი დატოვა და ყოფილ კლუბს დაუბრუნდა. ის ნახევარდაცვაშიც წარმატებით თამაშობს და თავდასხმაშიც. მას რეალურად შეუძლია შტელინის გუნდის გაძლიერება.

მოედანს... მკურნალობენ

სანამ კლუბს "ვისოლი" პატრონობდა, "ტორპედოს" სტადიონის მინდორი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სამწუხაროდ, მას მერე საფარის მდგომარეობა გაუარესდა, ბოლოს კი, მოუვლელობის გამო სავალალოდ გამოიყურებოდა. კლუბის ახალი ხელმძღვანელობის მცდელობის მიუხედავად, პირველ წრეში ვითარების გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან აღდგენითი სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ტორპედოელები საშინაო მატჩებს რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე ვეღარ გამართავდნენ...

ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საფარის დაახლოებით 60 პროცენტს სარეველა ბალახი "ჭანგა" შეადგენდა. ასეთ შემთხვევაში, სასურველია, მთლიანად მოხდეს ბალახის შეცვლა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ შედარებით იაფი მეთოდი აირჩიეს და გაფუჭებულ საფარს მკურნალობენ. დაზიანებულ ფრაგმენტებზე დანიური ბალახი დაითესება, რომელიც დაბალ ტემპერატურას კარგად უძლებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საფარის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

TOMI
minda dzalian bevri fuli mqondes,miliardi dolari torbedos mepatrone gavxdebodi da dinamos xanas tu epoqas samudamod davamtavrebdi.es droc mova.
jango
მერაბიკო, რავა თავსლაფი დეისხი სიმონ ა? ასე რავა დეეცი ბიო ა?
kaxa
ასე სიტყვასიტყით გადაწერა გაგონილა ეს ხომ პლაგიატობაა სუფთა სადმე მაინც გეხსებებინათ ტორპედოს ვებსაიტი სხვისი მოპოვებული ინფორმაციები კრგია ხომ
kaxa
ეს ინფორმაციები ტორპედოს ფეისბუქგვერდიდანაა მოპარული და რას ნიშნავს ყოველივე
bebeto
ტორპედომ ბოლო ბოლო უნდა გამოიღვიძოს, ის ხომ ქართული ფეხბურთის ერთერთი ფლანგმანია,მარტო დინამო ვერაფერს გახდება ევრო ტურნირებზე.
baggio
წარმატებები ტორპედოს >> მე ვფიქრობ შტელინი საკმაოდ კარგი სპეციალისტია და გუნდის ბირთვს აუცილებლად შეკრავს ეს კი იმის წინაპირობაა რომ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების აბსოლიტურ უმრავლესობასთან დადებიდ ბალანს აჩვენებს.
lasha
მოედნის საფარის მკურნალობა კიარა სომხიშვილს არ უმკურნალეს,,,სირცხვილია ვანი და ხონი მკურნალობენ თავიანთ ფეღბურთელებს ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ასე უნამუსოდ არ უნდა ექცეოდეს ადამიანს
lasha
მოედნის საფარის მკურნალობა კიარა სომხიშვილს არ უმკურნალეს,,,სირცხვილია ვანი და ხონი მკურნალობენ თავიანთ ფეღბურთელებს ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ასე უნამუსოდ არ უნდა ექცეოდეს ადამიანს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ