ავტოსპორტის ლეგენდა ისევ მაგარია
"დაკარზე", როგორც იქნა, პირველი სრულფასოვანი ეტაპი ჩატარდა. და ლეგენდარულ ავტომარათონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლეგენდარულმა ფრანგმა, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა, რომელიც "პეჟოს" მანქანით ასპარეზობს.

ლოების დებიუტი "დაკარზე" - ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო წლევანდელ რბოლაში. და ფრანგმა ბრწყინვალედ დაიწყო გამოსვლა. მან დისტანცია 3 საათში, 45 წუთში და 46 წამში დაფარა.

ეს დრო მოტოციკლების კლასში გამარჯვებულის შედეგსაც კი აღემატებოდა, არადა, ავტომორბილებისთვის დისტანცია უფრო გრძელი იყო. მეორე ადგილზე თითქმის ორწუთნახევრიანი ჩამორჩენით "დაკარის" 11-გზის გამარჯვებული სტეფან პეტერანსელი გავიდა.

ასევე აღვნიშნავთ კლასიკური რალის კიდევ ერთი ყოფილი წარმომადგენლის, ფინელი მიკო ჰირვონენის წარმატებას, რომელიც MINI-ს პილოტებს შორის საუკეთესო იყო და მეხუთე ადგილზე გავიდა. მოქმედმა ჩემპიონმა, ყატარელმა ნასერ ალ-ატიიამ მხოლოდ მერვე დრო აჩვენა. ლეგენდარული ესპანელი კარლოს საინსი კი ჯერჯერობით მე-14 პოზიციაზეა და ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება.

მოტოციკლების კლასში, ჯერჯერობით, უსენსაციოდ მიდის ყველაფერი. მეორე ეტაპი მოიგო KTM-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ავსტრალიელმა ტობი პრაისმა. მისი დრო იყო - 3 საათი, 46 წუთი და 24 წამი. პორტუგალიელმა რუბენ ფარიამ Husqvarna-ს მოტოციკლით 20 წამი წააგო გამარჯვებულთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე