მშვილდოსნებმა წლევანდელი კალენდარი ადრევე დაალაგეს, მაგრამ, მოულოდნელად, გეგმები სერიოზულად შეეცვალათ
მშვილდოსნებმა წლევანდელი კალენდარი ადრევე დაალაგეს და ყველა საბუთი დროულადაც წარადგინეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მაგრამ, მოულოდნელად, გეგმები სერიოზულად შეეცვალათ.

იანვარში მათ ფრანგულ ნიმში უნდა ეასპარეზათ ზამთრის, ანუ 18-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიოს თასზე, მერე კი ანალოგიური ტიპის შეჯიბრებაზე ლას-ვეგასში უნდა გამოსულიყვნენ.

ჩვენები ზამთრის, ანუ დარბაზის მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან და ამ შეჯიბრებებშიც იმისთვის მოსამზადებლად აპირებდნენ მონაწილეობას, თუმცა ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება უწევთ.

გაგიკვირდებათ და, ამის მიზეზი უცხოელთა ბიუროკრატიზმია და არა უფულობა ან რამე ქართული ხარვეზი - მსოფლიოს ფედერაციიდან დებულებები ვერ მოაწოდეს დროულად. უფრო სწორად, გამოგზავნეს საკლუბო ჩემპიონატის დებულებები, ამას კი ჩვენები არ აფინანსებდნენ და ასე გამოაკლდნენ მსოფლიოს თასებს.

სხვა გზა არაა და ახლა ჩვენებმა გეგმები გადააწყვეს - მსოფლიოს ზამთრის პირველობაზე კვლავაც გამოვლენ, ოღონდ იქამდე, რაკი უცხოეთში არ უწევთ შეჯიბრებებზე წასვლა, გადაწყვიტეს, გამოთავისუფლებული ფულით ჩაატარონ საქართველოს ჩემპიონატი და ორი შეკრება. პირველი მათგანი ქვეყნის პირველობის წინ გაიმართება, მეორე - ამ შეჯიბრების შემდეგ, რომელიც, პარალელურად, მსოფლიოს წინა ეტაპს ემთხვევა, რომელიც 28 თებერვალს იწყება მეზობელ თურქეთში, ანკარაში. ისე გამოდის, ჩვენები ორივე ტურნირის წინ გაივლიან სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას.

საქართველოს ჩემპიონატიც და ეს შეკრებებიც აჭარაში გაიმართება. ტურნირს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ახალგახსნილი დარბაზი უმასპინძლებს. შეკრებებიც იქვე გაიმართება.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ გუნდს, რაკი ანკარა ახლოსაა და იქ წასვლა შედარებით იაფი ჯდება, ჩვენი ნაკრები გუნდების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ გადაწყვიტა, იქ სრული გუნდი წაიყვანოს - ახალგაზრდებიც და უფროსებიც, ქალებიც და ვაჟებიც.

ბუნებრივია, იქ წამსვლელი ოთხივე გუნდი საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდება, იქ კი ყველა უძლიერესი მშვილდოსანი აპირებს გამოსვლას. იმედია, ჩვენები მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვლენ. მით უფრო, 18-მეტრიან დისტანციაზე ისინი წარმატებით ასპარეზობენ.

ერთი სიტყვით, ქართველი მშვილდოსნები სეზონის პირველ დეკადაში ზამთრის შეჯიბრებებზე არიან გადართულები, რადგან წლის დასაწყისში მხოლოდ ამ ტიპის ტურნირები ტარდება, მარტიდან კი ჩვეულებრივი, ანუ ღია სასროლეთის შეჯიბრებები იწყება, რომელიც ოლიმპიურ, 70-მეტრიან დისტანციაზე ტარდება.

შარშანდელი სეზონი ქართველმა მშვილდოსნებმა დიდი წარმატებით ჩაატარეს, იმდენად დიდი წარმატებით, რომ, თამამად შეიძლება ითქვას, მათგან ამდენს არავინ ელოდა. განსაკუთრებით დიდი სიურპრიზი ბაქოში, ევროპულ თამაშებზე შერეულ წყვილებში მოპოვებული ვერცხლის მედალი იყო, რითაც ამ თამაშებში ქართული დელეგაციის ანგარიში გახსნეს.

თუმცა მათ დასათვლელი სხვაც მოეპოვებოდათ - ვერცხლის მედლები ევროპის ზამთრის პირველობაზე პირადშიც და გუნდურშიც, გამარჯვება ევროპის თასზე და იქვე ბრინჯაოს მედალი შერეულ წყვილებში, თუმცა ყველაზე ფასეულ წარმატებას ქალთა ნაკრებმა მიაღწია, როცა გუნდურში რიო დე ჟანეიროს საგზური მოიპოვეს.

თუმცა ამ ყველაფერმა თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია და წლეულსაც გვარიანი გარჯა მართებთ: წარმატებით გამოსვლა ოლიმპიადაზე, თუმცა მანამდე ვაჟებმა ლიცენზიისთვისაც უნდა იბრძოლონ.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ჩემამდე არ დადის, რა მოხდა - თამაზ ფუტკარაძე რიოში ქართველი მშვილდოსნების გამოსვლას აფასებს
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან