18-წლამდელთა ნაკრები და "ოლიმპი" - აი, ორი ძირითადი თემა, რომლებზეც მწვრთნელთან ვისაუბრეთ
18-წლამდელთა ნაკრები და "ოლიმპი" - აი, ორი ძირითადი თემა, რომლებზეც გია კაზანჯიანთან ინტერვიუში ვისაუბრეთ. ოღონდ ერთზე აწმყოში, მეორეზე წარსულ დროში. საქმე ის არის, რომ მან "ოლიმპი" დატოვა და 2016 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

- "ოლიმპი" პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ძნელი იყო ისეთ გუნდთან დაშორება, რომელთან ერთადაც საქართველოს სუპერთასი მოვიგე, ჩემპიონატში კი ორჯერ დავიკავე მეორე ადგილი. თუმცა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე სჯობდა.

- გადაწყვეტილებაზე მიმდინარე სუპერლიგაში გუნდის შედეგებმა ხომ არ იმოქმედა?

- სხვა იმედები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ გამოვიდა, როგორც გვსურდა. გადაწყვეტილების მიღებაზე უამრავმა ნიუანსმა იმოქმედა. ამიტომ მივედი კლუბის უფროსობასთან კონტრაქტის გაწყვეტის თხოვნით...

- სხვა რომელიმე გუნდიდან ხომ არ დაგკავშირებიან?

- არა. შუა სეზონში წინადადებები ნაკლებადაა მოსალოდნელი.

- 18-წლამდელთა ნაკრებზე გადავიდეთ. ბელგიის საერთაშორისო ტურნირიდან რამდენად კმაყოფილი ჩამოხვედით?

- სერიოზული შეჯიბრება იყო, რომელშიც 24 ნაკრები მონაწილეობდა. ცოტა უცნაური სისტემით ჩატარდა - ერთ მხარეს 8 გუნდმა მოიყარა თავი, მეორე მხარეს - 16-მა. გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში შევხვდით. ტურნირზე ძირითადად 19-წლამდელთა კლუბები იყო თავმოყრილი, მხოლოდ სამი ნაკრები იყო 18-წლამდელებისა - საქართველო, ბელგია და ისრაელი. გამარჯვება ისრაელს დარჩა, რომელმაც ფინალში ბელგრადის ნაკრები დაამარცხა.

- ჯგუფური ეტაპი წაუგებლად გაიარეთ...

- დავამარცხეთ "გრან კანარია", "რომა" და ბელგიის ნაკრები. ამ შეხვედრებმა დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრებს პოტენციალი აქვს. მით უმეტეს, რომ უცხოურ კლუბში მოასპარეზე რამდენიმე კალათბურთელი ვერ დაგვეხმარა.

- ვინ ვერ დაგეხმარათ?

- გიორგი დარბაიძე, ლადო ფურცხვანიძე, გოგა ბითაძე და ლევან ბაბილოძე. მათი დამატების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. დარბაიძე და ფურცხვანიძე საქართველოში თამაშობენ, თუმცა საბუთებს აწესრიგებენ კარიერის უცხოეთში გასაგრძელებლად. ბელგიაში ძირითადად იმ კალათბურთელებით ვიყავით, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, სამი ლეგიონერი კი დაგვეხმარა - ბელგიის აეროპორტში შემოგვიერთდნენ ლუკა ბულაშვილი და გიორგი ცირეკიძე, ხოლო გიორგი თვალაბეიშვილი ესპანეთიდან საქართველოში ჩამოფრინდა და ჩვენთან ერთად წამოვიდა ბელგიაში.

- ნახევარფინალში ბელგრადელებთან დამარცხდით. თუ იყო მოგების შანსი?

- ორივე გუნდი თანაბრად დასვენებული რომ ყოფილიყო, ნამდვილად შეიძლებოდა ნახევარფინალის ბარიერის დაძლევა. დღეში ორი მატჩის ჩატარება გვიწევდა. ბელგრადის ნაკრებს ჩვენთან შედარებით მეტი დრო ჰქონდა დასვენებისთვის, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

- რა შეგმატათ ბელგიის ტურნირმა?

- 3 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ, კალათბურთელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. ასეთ რეჟიმში თამაში მათთვის სიახლე იყო. თან ბევრ საინტერესო მოწინააღმდეგეს შეხვდნენ. როგორც გითხარით, კლუბები 19-წლამდელი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ერთი წლით დიდებთან თამაშიც ბევრისმომცემი იყო. 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვარჯიშებს საქართველოში დაბრუნების შემდეგაც ვაგრძელებთ და ველოდებით წილისყრას, რომელიც B დივიზიონში ჩვენს მეტოქეებს გაარკვევს. წილისყრა 22 იანვარს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა