....იმდენი კალათბურთელიც არ გვყავს, რომ 5X5-ზე ვივარჯიშოთ
11 იანვარს თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგის მე-15 ტურის მატჩი ითამაშა - ფინურ "ბაიზონსს" ესტუმრა და 73:89 დამარცხდა. ეს "ვითას" ზედიზედ მე-15 მარცხია ლიგაში. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით, "ვითამ" ამჯერად იბრძოლა და მხოლოდ ბოლო მეოთხედში ჩამორჩა.

შეხვედრამ დაგვანახა, რომ თუნდაც საერთაშორისო დონეზე გამოცდილ ორ კალათბურთელს გუნდში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. "ვითას" შემადგენლობაში ითამაშეს ომარ ტომასმა და ანდრე ჯონსმა.

პირველი ტაიმი მთლიანად თანაბარი გამოვიდა, თუმცა დიდი შესვენების წინ კოივისტომ საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული სამქულიანით "ბაიზონსი" 50:42 დააწინაურა. საფინალო სირენამდე 15 წუთით ადრე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა (54:54), თუმცა ამის შემდეგ ფინელებმა ფინელობა გამოამჟღავნეს, მათ ამერიკელებმაც მხარი აუბეს, სამქულიანს სამქულიანი მიაყოლეს (სულ 11 შორეული ტყორცნა გამოიყენეს) და 16-ქულიანი სხვაობითაც გაიმარჯვეს.

ნიკოლაის მაზურსი (ვითა): "ჩვენ ისევ გვაქვს შემადგენლობის მხრივ პრობლემები. თუმცა მეტოქეს ნამდვილი ბრძოლა მაინც გავუმართეთ. იმდენი კალათბურთელიც არ გვყავს, რომ 5X5-ზე ვივარჯიშოთ".

მომდევნო ტურის მატჩს თბილისური კლუბი 16 იანვარს, სტუმრად ვოლგოგრადში "კარსნი ოკტიაბრთან" ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა. XV ტური

11 იანვარი

ბაიზონსი-ვითა 89:73

24:25, 26:17, 17:16, 22:15

ბაიზონსი: ზენო (26ქ), ჰილი (6ქ), სეპელა (11ქ), ოიალა (2ქ), ნელსონი (9ქ), კოტი (4ქ, 4დ), კოივისტო (12ქ), ბურტჩი (8ქ), მაკალაინენი (2ქ), უდანოხი (9ქ, 12მ).

ვითა: ჩლაიძე (5ქ, 4პ), ტომასი (22ქ, 13მ), ჯონსი (15ქ, 8მ), შენგელია (9ქ, 9მ, 3პ), სტარატელევი (9ქ), მაისურაძე, ანიკიენკო (13ქ, 5მ).

მსაჯები: ა. მახლინი (რუსეთი), ა. ოზოლსი (ლატვია), ს. ბელიაკობვი (რუსეთი).

I Am qartveli
გენაცვალეთ ქართველობაში,ჭკუაში,"გოგა","კლიმენტი".ეს ლიგა,როგორც ჰოკიჯოხის კეხეელი,კრემლის "სტრატეგიული",აბრამოვიჩის ჩელსისა და ფროხოროვის ნეთსისა არ იყვეს,"ფინანსური შეტევითი",რუსული დაზვერვის სვლაა,და ძალიან საინტერესოა ვინ "ჩაითრია" რუბლის მოყვარულნი, ვაი ქართველები, ამ რუსული დაზვერვის ავანტურაში,ფუფულების-რუბლის გონებაჩლუნგთა მიერ ყოვლისმომვბელმა სიყვარულმა თუ სამშობლოს ღალატმა და გააგებინეთ ხალხს, ვინ არიან ის "ქართველნი"?ვინც ჩაიჯიბეს კრემლის ჭუჭყიანი რუბლები და ამ ვასალურ "თამაშში" ჩაგვლაფეს ქართველი ერი გასარკვევია&?,გაზფრომთან მოლაფარაქებებისა არ იყოს!
კლიმენტი
ე.წ. პაეზდკების ხამები
Goga
სირცხვილია ნუ წერთ საერთოდ ამათზე. ქართული კალათბურთი ლაფში ამოსვარეს
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს
დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება
"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!
"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!
[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე
"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა