პოლიტიკური პროცესი საფეხბურთო ცხოვრებაზე არ უნდა ზემოქმედებდეს!
...გახსოვთ, ქართულ ფილმში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ეპიზოდი, როდესაც ბატონის მოგზავნილი კაცი ახალგაზრდა გოგონას (სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი) კნეინასთან მოსამსახურედ წაყვანას დაუპირებს, გამწარებული გოგონას პაპა კი ეუბნება:

- კაცოო, აკი ამბობენ, გადავარდაო? ეგ საოხრე და სატიალო, აკი გადავარდაო, ჰა?!

- რა ვიცი მე, რა გადავარდაო, რა გადმოვარდაო, შენთან საყბედოდ არა მცალია! - შემოუყვირებს პაპას და გოგონას კნეინასთან მაინც წაიყვანს...

...გორის საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტი დეკემბრის მიწურულს პირველად ჩავარდა, ამას წინათ იგი მეორედაც ჩავარდა. ამ ბიუჯეტში გორის "დილასთვის" საგაისო დაფინანსებაა გათვალისწინებული. მართალია, მთელი მომავალი წელიწადი წინაა და მავანი იფიქრებს - დღეს თუ არა, ხვალ ხომ მიიღებენ საკრებულოს დეპუტატები ბიუჯეტს, თანაც მეორე წრის დაწყებამდე, ანუ შესვენებისას ცოტა თუ დაგვიანდა ფული, ქვეყანა არ დაიქცევაო, მაგრამ საქმე ასე იოლად ნამდვილად არაა.

ბიუჯეტის მორიგი ჩავარდნა "დილასთვის" სრულფასოვანი შეკრების მოწყობას შეუძლებელს გახდის. გუნდი გორში ან თბილისში კი მოემზადება, მაგრამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისთვის უცხოეთში შეკრება შეუძლებელი გახდება. ასეთი წინაღობები კი მეორე წრეში გორელების თამაშზე სასიკეთო გავლენას ვერ იქონიებს. არადა, გუნდს სატურნირო ცხრილში არსებული ვითარების მიხედვით ჩემპიონობისათვის ბრძოლა კვლავაც ძალუძს.

სხვა თემაა, რამდენად ექნება "დილას" სათანადო მხარდაჭერა ან რამდენად შეძლებს გუნდი ამ მხარდაჭერის რეალიზებას.

ქალაქის საკრებულოში პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არის. ბიუჯეტის პირველი ჩავარდნის შემდეგ, მისი მეორე განხილვისას, საკრებულოში მმართველი ძალის ლიდერი (რომელიც, სხვათა შორის, ყოფილი სპორტსმენი, ძიუდოში ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი სოსო ფალელაშვილია) გადადგა.

ახლა უმრავლესობა უმრავლესობა აღარაა. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოდ უმნიშვნელო თემა ვერ იქნება. ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც ვისთვის ჯანსაღად, ვისთვის არასახარბიელოდ მიმდინარეობს და კიდეც უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ მეორე მხრივ "დილას" მწვრთნელ-ფეხბურთელებისთვის, ისევე, როგორც ამ გუნდის გულშემატკივართათვის, პოლიტიკური პროცესი აბსოლუტურად უინტერესოა.

ჰოდა, ზემოთ ნახსენები კინოფილმიდან ფრაზას თუ დავესესხებით, "რა გადავარდაო, რა გადმოვარდაო, ჩვენ თქვენთან ყბედობას არ ვაპირებთ" - ალბათ, ასე გიპასუხებთ "დილას" ქომაგი, ფეხბურთელი და მწვრთნელი ბიუჯეტის ჩავარდნაზე საუბრისას.

საერთოდ, ცხადია, გუნდის წევრებს და ერთგულ გულშემატკივრებს ნაკლებად ან სულაც არ უნდა აინტერესებდეთ ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციები დაწვრილებით. ისინი მხოლოდ ახალი ფეხბურთელების დამატებაზე, ტაქტიკაზე, კონკურენტებზე მსჯელობით უნდა იტკიებდნენ თავს და არა ქალაქის ბიუჯეტის მიღება-ჩავარდნაზე მითქმა-მოთქმით.

და რასაკვირველია, არც პოლიტიკური პროცესი უნდა ზემოქმედებდეს ესოდენ ზედმიწევნით საფეხბურთო ცხოვრებაზე!

სამწუხაროდ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ადგილობრივი დიაპაზონის პოლიტიკური მოვლენები პირდაპირ ახდენს გავლენას ფეხბურთზე. ამა თუ იმ გუნდის ბედი პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, უყვარს თუ არა გუბერნატორს თუ გამგებელს ფეხბურთი და რა დოზითაც უყვარს, იმდენი ფული ემეტება კლუბის ბიუჯეტისათვის.

გორშიც დიდი ხანია ასეა. ჩვენ გვახსოვს გუბერნატორები და გამგებლები, რომლებისთვისაც გორის ცენტრალურ სტადიონზე ქუდი რომ შეეგდო ვინმეს, გამოსატანად არ შევიდოდნენ და მაშინდელი ფორმაციის "დილა" ერთთავად ფულის თხოვნაში ატარებდა სპორტულ სეზონს.

სიმართლე უნდა ითქვას, ქალაქის და შიდა ქართლის ამჟამინდელ თავკაცებს ფეხბურთის სიძულვილს ვერავინ დასწამებს. ფაქტია, ისინი საფეხბურთო კლუბისთვის წელიწადში დაფინანსების სახით 2 მილიონამდე ლარს იმეტებენ. დაფიქრდით, ეს თანხა ჩვენი ქვეყნის რამდენი ქალაქის ხელმძღვანელობას ემეტება საფეხბურთო გუნდის საკეთილდღეოდ?

მიუხედავად ამისა, გუნდში ამ თვალსაზრისით შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაცია უცვლელია. რა უნდა ვიფიქროთ ასეთ დროს? ან დამფინანსებელი გასცემს ფულზე დაპირებას ფუჭად და მერე დანაპირების გასტუმრებას თავს არიდებს, ან მიმღები ვერ ითვისებს მას ისე, როგორც საჭიროა.

საქმეში დეტალური ჩაღრმავების გარეშე ჩვენ ვერც გამცემს დავადანაშაულებთ, ვერც ამთვისებელს. ზედაპირზე რაც ჩანს, მაგალითად, განვლილ სეზონში გორის მერიამ "დილა" საქართველოს კვალობაზე კარგად დააფინანსა და თავის მხრივ, გუნდმაც ამას შესანიშნავი შედეგი - ჩემპიონობა მოაყოლა.

ფაქტი ისიცაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ყოველი მიცემული შანსისას მადლობას უხდის ქალაქის და რეგიონის ხელმძღვანელობას და არც რეგიონის პოლიტიკური მესვეურები თვლიან სიტუაციას საგანგაშოდ.

აბა, თუ ერთი მხარე მადლობელია, მეორე კიდევ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, სულ დავალიანების გასტუმრებაზე, ხელფასების, პრემიების გაცემაზე რატომღაა საუბარი?

ამას წინათ, სოციალურ ქსელში ჩემი პირადი არქივიდან 10 წლის წინათ გორის სტადიონზე "დილას" ერთ-ერთი მატჩისას გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე. სურათზე თამაშის ეპიზოდი იყო აღბეჭდილი, უკან კი ნათლად ჩანდა ფონი - გაპარტახებული სტადიონის ხედი.

ფოტოს კომენტარში ერთ-ერთი გორელი გულშემატკივარი წერდა: საინტერესო სურათია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ის დრო "დილაში" კიდევ დაბრუნდესო!

აუხსენით ახლა ამ ბიჭს, რომ ბიუჯეტი კიდევ ჩავარდა და სრულფასოვანი შეკრების გავლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. განა არ გიპასუხებთ: რა გადავარდაო, რა გადმოვარდაო, მე თქვენთან საყბედოდ არა მცალიაო!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დარდუბალა
რასაც დათესავ იმას მოიმკიო. ნათქვამია ეს და ი..მიტომაც ხდება ის რაც ხდება. ყველამ თავის გულებში ჩაიხედოს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა