17 იანვარს, ახალი სპორტის სასახლე 2016 წელს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლებს
17 იანვარს, ახალი სპორტის სასახლე 2016 წელს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლებს.

საახალწლო დღესასწაულებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონატი სუპერლიგის VI ტურის შეხვედრებით განახლდება.

სუპერლიგა A-ს VI ტური 13:00 სთ-ზე ცხრილის აუტსაიდერის, "დინამო" ბათუმისა და ერთ-ერთი ფავორიტის, აქამდე დაუმარცხებელი მფკ "ტატიშვილის" დაპირისპირებით დაიწყება.

16:00 სთ-ზე გაიმართება საკმაოდ პრინციპული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს შსს და სკ პსპ დაუპირისპირდებიან. "ფარმაცევტებმა", "ტატიშვილის" მსგავსად, დაუმარცხებლად განვლეს ხუთი ტური.

17:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი, სკ "ევექსი-ჯვაროსნები", რომლის მეტოქეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი იქნება.

ტურის ბოლო დაპირისპირება 18:00 სთ-ზე დაიწყება და ერთმანეთის პირისპირ ვეტერანები და მცხეთის სახელით მოასპარეზე "გრანდ გრუპ ჯორჯია" წარდგებიან.

რაც შეეხება ამ ტურში გასამართ კიდევ ერთ შეხვედრას, მფკ "ნატახტარი" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ერთმანეთს 21 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

17.01.2016. სუპერლიგა A. VI ტური

13:00 დინამო (ბთ) - მფკ ტატიშვილი

16:00 შსს - FC PSP

17:00 სკ ევექსი-ჯვაროსნები - FC TTC

18:00 ვეტერანები - გრანდ გრუპი (მცხ)

VI ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა B-ს გუნდებიც.

სათამაშო დღე აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ "ახპიურისა" და UNICREDIT.GE-ს დაპირისპირებით დაიწყება.

სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი "დანაშაულის პრევენციის ცენტრს" ეთამაშება.

14:00 სთ-ზე გაიმართება საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება "ევროკრედიტსა" და კასპის "გენერალს" შორის.

15:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას სატურნირო ცხრილის ლიდერი "ვივუსი", რომლის მეტოქეც "GM ჭიათურა" იქნება.

სათამაშო დღეს კი ფავორიტისა და აუტსაიდერის დაპირისპირება დაასრულებს: ზესტაფონის "ფეროსა" და "პალერმოს" შეხვედრა 19:00 სთ-ზე დაიწყება.

17.01.2016. სუპერლიგა B. VI ტური

11:00 ახპიური(ბთ) - UNICREDIT.GE

12:00 UG - CFCP

14:00 ევროკრედიტი - მფკ გენერალი (კასპი)

15:00 VIVUS.GE - GM ჭიათურა

19:00 პალერმო - სკ ფერო (ზეს)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი