საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის "ჟილ ვისენტე" პორტუგალიის თასის ნახევარფინალში 40-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა
ავთო ებრალიძე და მისი "ჟილ ვისენტე" პორტუგალიის თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა საშინაო შეხვედრაში "ნასიონალი" დაამარცხა. ამ მატჩში 24 წლის ებრალიძემ სრულად ითამაშა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

სხვათა შორის, ავთო ებრალიძე ძალიან საინტერესო ბედის ფეხბურთელია. მან კარიერა პორტუგალიის დაბალი ლიგების კლუბებიდან დაიწყო და მალე იმდენი მოახერხა, რომ უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა.მისი პირველი პორტუგალიური კლუბი "ესპერანსა დე ლაგოსი" გახლდათ, საიდანაც "ჟუვენტუდე ევორაში" გადავიდა. 2012 წელს ებრალიძემ "ოლივეირენშეს" მიაშურა, 2013 წლიდან კი "ჟილ ვისენტეში" თამაშობს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ებრალიძემ 3 მატჩი ჩაატარა. არის სწრაფი, ფეთქებადი ფლანგელი, შეუძლია კარგი დრიბლინგი და მოწინააღმდეგის კართან სიტუაციის გამწვავება...

მას პორტუგალიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- გილოცავთ შობა-ახალ წელს და პორტუგალიის თასის ნახევარფინალში გასვლას...

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიღწევით ჩვენ კლუბის ისტორიაში შევედით. "ჟილ ვისენტე" მეორედ გავიდა პორტუგალიის თასის ნახევარფინალში. პირველად, ეს 40 წლის წინ მოხდა...

- მოდით, გავიხსენოთ მეოთხედფინალური მატჩი "ნასიონალთან", რომელიც მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეთ...

- ყველა ასე მიიჩნევდა: ფავორიტი, მისი სტატუსის გათვალისწინებით, "ნასიონალი" იყო. ის ხომ უმაღლესი ლიგის გუნდია. ამის მიუხედავად, ჩვენ გვჯეროდა, რომ დიდი შანსი გვქონდა წარმატების, რადგან საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. რაც სეზონი დაიწყო, ჩვენ შინ თამაში არ წაგვიგია. შინ კი არა, უკვე 12 მატჩია, არც გასვლაზე დავმარცხებულვართ.

"ჟილ ვისენტე" კარგ ფორმაშია, ძალიან თავდაჯერებულები ვართ, ბოლომდე და თავისუფლად ვთამაშობთ. "ნასიონალს", რომ იტყვიან, სწორედ ასე თავისუფლად მოვუგეთ. კიდევ არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ერთი გოლიც გვეყო ნახევარფინალში გასასვლელად.

- ნახევარფინალში მკაცრი გამომცდელი გელით "პორტუს" სახით...

- ყველამ ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩები გვექნება "პორტუსთან", მაგრამ ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ნახევარფინალში ერთი თამაში შინ გვექნება, მეორე - სტუმრად.

- რა ხდება ჩემპიონატში? იქ როგორ მიდის "ჟილ ვისენტეს" საქმეები?

- სეზონი რომ დაიწყო, ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლებოდა სწრაფად დაგვეგროვებინა საკმარისი რაოდენობის ქულები, რათა უპრობლემოდ შეგვენარჩუნებინა ადგილი პორტუგალიის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში. ეს იმიტომ, რომ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ ჩვენთან ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი ფეხბურთელი წავიდა. მოვიდნენ ახალი მოთამაშეები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეგვემატა.

ახლა აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს. გუნდი ძალიან კარგად არის ფსიქოლოგიურად მზად და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და ვფიქრობ, შეგვიძლია ვიბრძოლოთ ამ მიზნის მისაღწევად. და ეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კლუბი ფინანსურად ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაშია. მათ დიდი ფული ჩადეს იმისთვის, რათა უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ.

- როგორც ჩანს, "ჟილ ვისენტეს" მთავარი მწვრთნელი ძალიან კარგი სპეციალისტია. თუ შეიძლება, მოგვიყევით მასზე...

- ნანდინიო ძალიან ახალგაზრდა და მართლაც კარგი სპეციალისტია. "ბენფიკას" ყოფილი ფეხბურთელია. ერთი წელია, რაც პროფესიულ დონეზე მწვრთნელობს. ძალიან მომთხოვნია. შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, უამრავ საგოლე მომენტს ვქმნით... ამავე დროს, გუნდი შესანიშნავადაა ორგანიზებული დაცვაში. ეს ყველაფერი ხომ მწვრთნელის დამსახურებაა?!

- საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. თქვენ უკვე ითამაშეთ ეროვნულ გუნდში და, რა თქმა უნდა, კვლავ გაქვთ იქ მოხვედრის ამბიცია...

- საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემი ოცნება. ვიცი, პორტუგალიის რანგით მეორე ლიგიდან რთულია საქართველოს ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ იმედი მაქვს, მალე უკეთეს გუნდში მოვხვდები. ვიცი, შემიძლია, ეროვნულ გუნდს სარგებლობა მოვუტანო.

- სიტყვამ მოიტანა და, როდემდე აპირებთ "ჟილ ვისენტეში" დარჩენას?

- ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დღესვე სხვა კლუბში გადავიდოდი. იყო კონკრეტული შემოთავაზებაც. მაგალითად, კრაკოვის "ვისლა" 310.000 ევროს იხდიდა, მაგრამ ჯერჯერობით პრეზიდენტმა უარი თქვა ჩემს გაშვებაზე, რადგან გუნდი უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და ჩათვალეს, რომ ამ საქმეში მეც საჭირო ვარ...

არის ლაპარაკი სხვა გუნდებზეც, ესპანეთისა და იტალიის კლუბებია, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია. კიდევ ერთი წელიწადი მაქვს კონტრაქტით დარჩენილი, მაგრამ იმედია, "ჟილ ვისენტედან" ამ სეზონის ბოლოს წავალ. მიუხედავად იმისა, გადავალთ თუ არა უმაღლეს ლიგაში.

- დაბოლოს, როგორია თქვენი ერთი რიგითი დღე, გიორგი მაკარიძეს თუ ხვდებით ხოლმე?

- გუნდში ძალიან კარგი ურთიერთობებია და ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს "ჟილ ვისენტეს" წარმატებას. გიორგის ვერ ვნახულობ, ის ცოტა მოშორებითაა ჩემგან. ძალიან დაძაბული გრაფიკია, სულ თამაშებია... ისე, სისტემატურად ვეხმიანებით ერთმანეთს.

რაც შეეხებათ ჩემს თანაგუნდელებს, ბიჭები ძალიან ხშირად ვიკრიბებით... მოკლედ, იდეალური ურთიერთობები გვაქვს "ჟილ ვისენტეში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MIDI DZMA MIAWEQI,HEN SAQARTVELOS NAKREBS HIRDEBI.
bebeto
ამსაც აქვს შანსი ნაკრებში მოხვდეს,ნაკრების მწვრთნელები მაიქცევენ ალბათ ყურადღებას თან კონკურენცია გაიზრდება ნაკრებში. ისე კარგ პორტუგალიურ გუნდში თუ მოხვდება კარგი იქნება.
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში
სენსაცია "დრაგაოზე" - აბურჯანიას გუნდმა "პორტუ" დაამარცხა
პორტუგალია, კვიპროსი, აზია... ავთო ებრალიძე მომავალ კვირაში გადაწყვეტს
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"საქართველოს ნაკრებში მაშინ დავბრუნდები, როცა "ჟილ ვისენტეზე" უკეთეს კლუბში ვიქნები"
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
სანიოლის კაპიტულაცია
აბურჯანია კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს
არჩევანიც გვაქვს, თან - რამდენიმე - ავთო ებრალიძე "რიუ ავეს" უახლოვდება