"ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი ალაპარაკდა
"ლივერპულიდან" გაშვების მერე ბრენდან როჯერსმა პირველად ისაუბრა საჯაროდ და ვრცლად მერსისაიდელთა რიგებში მის სატრანსფერო პოლიტიკაზე.

მთავარი, რასაც ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს უწუნებდნენ, სწორედ არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა გახლდათ. მის მიერ მოყვანილი ფეხბურთელები, როგორც წესი, ვერ ამართლებდნენ. არადა, თანხა დიდი იხარჯებოდა.

თუმცა, როგორც თავად ბრენდან როჯერსი ამბობს, ბოლო სიტყვა ხშირად მას სულაც არ ეთქმოდა. მაგალითად, მარიო ბალოტელის შეძენა ჩემი იდეა სულაც არ იყო და ხელმძღვანელობამ დაიჟინაო.

"სიმართლე ითქვას... ტრანსფერების თაობაზე უფრო ერთობლივ გადაწყვეტილებას ვიღებდით. მხოლოდ მე გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი და ბოლო სიტყვა არ მეთქმოდა. რთული იყო და ამაზე საუბარიც რთულია. როდესაც გჭირდება ფეხბურთელი, მაგალითად, მარცხენა მცველი და არ გყავს, არჩევ რამდენიმე კანდიდატს და იქიდან შენი აზრით საუკეთესოს მოყვანა გინდა, მაგრამ თუ უფროსობა გეუბნება, რომ ეს არ გამოვა და სხვა ვარიანტს გთავაზობს, იძულებული ხარ, დაჰყაბულდე, რადგან უფეხბურთელოდ ვერ დარჩები" - განაცხადა როჯერსმა.

აქცენტი ახალგაზრდებზე

Fenway Sports Group-ის მმართველებს, როჯერსის აზრით, სულ ახალგაზრდებზე სურთ აქცენტის გაკეთება. "ლივერპულის" მფლობელი ამერიკული კომპანიის ხედვა სწორედ ასეთია - ახალგაზრდა მოთამაშეების მოყვანა, მათი განვითარება და გამოზრდა. შესაბამისად, ასეთ დროს ხმაურიან ტრანსფერებზე საუბარი იშვიათადაა და შედეგიც შეიძლება მყისიერად არ იყოს. ამას ლუის სუარესის გაყიდვაც დაემატა, მერე რაჰიმ სტერლინგის და ასე შემდეგ...

"გუნდის ხელმძღვანელობაში შესანიშნავი ხალხია, თუმცა მათ მუშაობის თავისებური სტილი აქვთ. აქცენტი, როგორც წესი, ახალგაზრდებზე კეთდება და თუ გაიხსენებთ, მოსული ფეხბურთელები 24 წლის ან უფრო პატარები იყვნენ. თუ ვინმე უფრო ასაკოვანს ვიმატებდით, მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით. რა თქმა უნდა, მსგავს საკითხებზე, პირველ რიგში, მწვრთნელს ახსენებენ და მწვრთნელი ჩანს, მაგრამ კლუბში არის უამრავი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს" - თქვა როჯერსმა.

სანჩესის ნაცვლად ბალოტელი შერჩა

"მილანთან" ამხანაგური მატჩის მერე ბრენდან როჯერსს მარიო ბალოტელიზე ჰკითხეს აზრი და მან აღნიშნა, რომ "ლივერპული" ბალოთი დაინტერესებული არ იყო. ბევრმა მაშინ ეს კომენტარი სხვაგვარად მიიღო - მწვრთნელს ჭორების ახალი ტალღის აგორება არ სურს და ამიტომაა უარზე, აბა, ხომ არ დაადასტურებს მერსისაიდელების ინტერესს იტალიელი თავდამსხმელისადმიო. სინამდვილეში კი, ბრენდანს სუპერმარიოს მოყვანა მართლაც არ სდომებია.

ის ალექსის სანჩესს უმიზნებდა, მაგრამ ჩილელი "არსენალმა" წაიყვანა, რომელმაც რესურსი არ დაიშურა.

"ვინც მართლაც გვინდოდა და გვჭირდებოდა, იყო მოთამაშე, რომელიც რეალურად შეაწუხებდა მეტოქის მცველებს და მუდმივ პრესში ეყოლებოდა ისინი. ლუის სუარესის წასვლის მერე ეს აუცილებელი გახლდათ. ჩვენ არ ვეძებდით უბრალოდ გოლეადორს, ლუისისგან ბევრად მეტს ვიღებდით და სუარესს შემცვლელი სჭირდებოდა. "მილანთან" მატჩის შემდეგ მარიოზე მკითხეს, მე კი ვუთხარი, არა მგონია, ჩვენთვის საჭირო ვარიანტი იყოს-მეთქი.

თუმცა ზაფხულის ბოლოს გამოიკვეთა, რომ სასურველ კანდიდატს ვერ ვიმატებდით და მარიო ჩვენთან მოვიდა. ვფიქრობ, უფროსობას მიაჩნდა, რომ ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც გავზრდიდი და განვავითარებდი, გავხსნიდი, როგორც ეს რამდენიმე სხვა მოთამაშესთან მიმართებაში მოხდა. ბალოტელის გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ის საოცრად ნიჭიერია. მარიოს, ფაქტობრივად, ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელისთვის საჭიროა.

ის სწრაფია, ძლიერი, ტექნიკური... ვარჯიშებზე უყურებ და გაოცებული ხარ... მაგრამ მისი ათამაშება არ გამოვიდა. უფროსობა მიიჩნევდა, რომ 50-მილიონიანი ფეხბურთელი შეიძლებოდა 16 მილიონად მიგვეღო. როდესაც აქამდე მივედით და სხვა გზა აღარ იყო, უფროსობამაც ასე გადაწყვიტა, მეც უნდა მიმეღო რეალობა. მე ვმუშაობდი ისე, როგორც მინდოდა და უშუალოდ სამწვრთნელო საქმიანობაში ხელს არავინ მიშლიდა, მაგრამ ბოლომდე შესაბამისი ფეხბურთელები არ მყავდა, როგორებიც მინდოდა. დიდი დარტყმა ჩვენთვის იყოს ის, რომ ალექსის სანჩესი ვერ დავიმატეთ. ვფიქრობდით, რომ ის სუარესის იდეალური შემცვლელი იქნებოდა. ჩილელის მოყვანა რომ გამოგვსვლოდა, ლუისის წასვლა ისე არ დაეტყობოდა გუნდს. თანაც, რიკი ლამბერტიც მოდიოდა, რომელიც სანჩესთან ერთად ეფექტური უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი სანჩესი ვერ დავიმატეთ, ხოლო ლამბერტზე დიდი ზეწოლა იყო, ეს ყველაფერი კი ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. სამწუხაროდ, ალექსისის ტრანსფერი ჩაგვეშალა. გვეგონა, ფაბიო ბორინი დაბრუნდებოდა. არც ეს გამოვიდა, სტარიჯი დაშავდა და... ერთადერთი თავდამსხმელი, რომელიც გვსურდა და მწყობრში გვყავდა, რიკი ლამბერტი გახლდათ.

მას 32 წლის ასაკში პირველად მოუხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ეს იდეალური ვარიანტი ნამდვილად არ იყო. შესაბამისად, ვინმე აუცილებლად უნდა დაგვემატებინა, მარიო კი მართლაც დიდი ტალანტია, რომელსაც უკვე ბევრი ჰქონდა გამოვლილი და მართალია, მწვრთნელებთან სულ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ გახლდათ, მეტი აღარავინ რჩებოდა. რომელი სჯობდა?

გვყოლოდა მხოლოდ ერთი ვეტერანი ფორვარდი თუ დაგვემატებინა ბალოტელი და გვეცადა, იქნებ გამოსულიყო? ცუდია, რომ არ გამოგვივიდა და პრობლემები შეგვექმნა" - განმარტა როჯერსმა.

უცხოეთში? რატომაც არა!

ასე რომ, მთლად "ყველაფერი" როჯერსის ბრალი არ ყოფილა... ეს კი არა, ფაქტობრივად, რაჰიმ სტერლინგის წასვლაც მისტერ ბრენდანს დაბრალდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვრთნელს ვერ უგებდაო. ჩრდილოირლანდიელმა ამაზე გაიოცა და აღნიშნა, ძალიან მეუცნაურა სტერლინგის აგენტის სიტყვები და ვერ მივხვდი, რატომ ჰქონდათ ასეთი განწყობა, ჩვენ არასდროს არ გვქონია კონფლიქტი და პირადად მას არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილებაო.

ამჟამად როჯერსი ახალი გუნდების შემოთავაზებას ელოდება, რამდენიმე აქვს კიდეც, მაგრამ უკეთესს ელის და ამბობს, რომ უცხოეთში მუშაობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ბოლოს კი ვთქვათ ისიც, რომ უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე "მხარჯველი" მწვრთნელების სიაში ბრენდან როჯერსი მე-8 ადგილზეა.

როჯერსის ტრანსფერები "ლივერპულში"

2012/13

ფაბიო ბორინი 10,4 მლნ. გირვ.

ჯო ალენი 15,0

უსამა ასაიდი 3,0

სამედ იესილი 1,0

დანიელ სტარიჯი 12,0

ფილიპე კოუტინიო 8,5

2013/14

ლუის ალბერტო 6,8

იაგო ასპასი 7,0

სიმონ მინოლე 9,0

მამადუ სახო 15,0

ტიაგო ილორი 7,0

2014/15

რიკი ლამბერტი 4,5

ადამ ლალანა 25,0

ემრე ჯანი 9,75

ლაზარ მარკოვიჩი 19,8

დეიან ლოვრენი 20,0

დივოკ ორიჯი 9,8

ალბერტო მორენო 12,0

მარიო ბალოტელი 16,0

2015/16

ჯო გომესი 6,0

ნათანიელ კლაინი 12,5

რობერტო ფირმინო 29,0

კრისტიან ბენტეკე 32,5

ჯამში: 291,55 მილიონი გირვანქა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს