ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ვაშინგტონი" სასურველი სტუმარია

"ვაშინგტონი" სასურველი სტუმარია

NBA: "სან ანტონიოს" მარცხი ისეთი იშვიათობაა, რომ ამ გუნდის წაფორხილება პორტლენდში დიდ მოულოდნელობად შეფასდა

რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ "სან ანტონიოს" მარცხი ისეთი იშვიათი მოვლენაა, რომ ამ გუნდის წაფორხილება პორტლენდში ყველამ დიდ მოულოდნელობად შეაფასა. ამ მატჩში "ბლეიზერსის" მთავარი იმედი ლამარკუს ოლდრიჯი იყო. სწორედ მასპინძლების ერთ-ერთმა ლიდერმა ათრია 48 წუთი თავისი გუნდი და მისი შეჩერება ვერც ტიმ დანკანმა და ვერც დეჟუან ბლეირმა შეძლეს.

"სან ანტონიო", როგორც ყოველთვის, გუნდური თამაშით იყო ძლიერი და დიდ შესვენებაზე ტექსასელები პროგნოზისამებრ ლიდერის რანგში გავიდნენ. მაგრამ ოლდრიჯი გაჩერებას არ აპირებდა. რაც არ უნდა მოემოქმედებინა "სპურსს" შეტევაში, მაკმილანის შეგირდები მაინც პოულობდნენ ღირსეულ პასუხს. ხოლო, როცა ბოლო მეოთხედში ოლდრიჯს დროულად წამოეხმარნენ მეტიუზი და მილერი, "პორტლენდის" შეჩერება შეუძლებელი გახდა და მასპინძლებმა რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ოლდრიჯი კი ტურის მთავარ ვარსკვლავად აღიარეს. მან 40 ქულით (თამაშიდან - 16/23, საჯარიმო - 8/9) კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა, გარდა ამისა, 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მითვალა. საფინალო სირენის შემდეგ ლამარკუსს სიუპრიზი ელოდა: "ჩემთან "სპურსის" მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩი მოვიდა და ხელი ჩამომართვა. ადრე ასეთი რამ არასოდეს მომხდარა".

კარგი ფორმა აკრიფა "საკრამენტომ". მიუხედავად იმისა, რომ "მეფეებმა" შინ წააგეს "ბოსტონთან", უესტფოლის ახალგაზრდა გუნდში პროგრესი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სტარტზე მეტოქის გაქცევის შემდეგ "საკრამენტომ" მეორე მეოთხედში თავად მოაწყო სპურტი და ლიდერობა იგდო ხელთ. კალიფორნიელთა რიგებში მთავარი მოქმედი პირები დემარკუს კაზინსი და ტაირიკ ევანსი იყვნენ.

მეორე ტაიმში "ბოსტონი" უფრო აგრესიულად ათამაშდა. რეი ალენისა და რაჟონ რონდოს გარდა, სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი პოლ პირსმა. მესამე მეოთხედში ანგარიშის გათანაბრების შემდეგ "სელტიქსმა" კლასის ხარჯზე გაუსწრო მეტოქეს და ბოლოსკენ "კინგზის" წინააღმდეგობა უკვე ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ძალიან უჭირს ბოლო დროს "ლეიკერსს". "საკრამენტოსთან" და "ბოსტონთან" ორი საშინაო წაგების შემდეგ ჩემპიონმა მხოლოდ ოვერტაიმში დაჯაბნა მოკრძალებული "ჰიუსტონი". კლასში დიდი განსხვავების მიუხედავად, "ლეიკერსმა" "რაკეტების" სწრაფ შეტევას ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა. განსაკუთრებით თვალში საცემია კალიფორნიელთა პრობლემები დაცვაში. სწორედ ამ მიზეზით, "ლეიკერსმა" ბოლო მეოთხედში 2 წუთის განმავლობაში ექვსქულიანი უპირატესობა გაფლანგა. ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე აარონ ბრუქსმა ლუის სკოლას მისცა ბურთი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი იდგა მეტოქის სამწამიანში და არგენტინელმა შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

თუმცა დაცვისგან განსხვავებით, ფილ ჯექსონის გუნდი შეტევაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ბრაიანტის, გასოლისა და ოდომის ტრიომ მატჩი უმაღლეს დონეზე წარმართა. დამატებით ხუთ წუთში სწორედ მათმა თამაშმა განსაზღვრა საბოლოო შედეგი. თუმცა ამ მოგებამ "ლეიკერსის" თამაშის შესახებ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი...

სხვათა შორის, ამ მატჩში კობის კიდევ ერთი კარიერული მიღწევა ჰქონდა. მისი სნაიპერული თვისებები ყველამ იცის, ახლა კი 11 პასით ბრაიანტმა თავისი მონაგარი 5 ათას შედეგიან გადაცემამდე აიყვანა.

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ "ვაშინგტონის" მორიგ მარცხს გასვლაზე. სეზონის სტარტიდან მოყოლებული დედაქალაქელებმა სტუმრად ზედიზედ 25-ე შეხვედრა დათმეს. ამჯერად "უიზარდსმა" ვერაფერი მოუხერხა "ნიუ ორლეანს", რომელსაც ტრავმის გამო ძირითადი ცენტრი ემეკა ოკაფორი აკლდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მასპინძლებისთვის მატჩის 8 ქულით მოგებაში. ოკაფორი სამ კვირას დაისვენებს, მის ნაცვლად ძირითადში მოხვედრილმა ჯეისონ სმიტმა კი კარიერაში სარეკორდო - 20 ქულა დააგროვა.

ნიუ ორლეანი-ვაშინგტონი 97:89

29:26, 26:18, 25:21, 17:24

ნ-ო: სმიტი (20+5 მოხსნა), არიზა (16), პოლი (15+9 პასი+5 მოხსნა), გრინი (11), უესტი (10+8 მოხსნა), ტორნტონი (10).

ვ: იანგი (30), ბლეტჩი (21+9 მოხსნა), ჰაინრიხი (10).

პორტლენდი-სან ანტონიო 99:86

24:22, 23:30, 24:19, 28:15

პ: ოლდრიჯი (40+11 მოხსნა), მეტიუზი (21), მილერი (18+9 პასი).

ს-ა: ჯინობილი (17), დანკანი (15+7 მოხსნა), ბლეირი (14+12 მოხსნა), ჯეფერსონი (10), ჰილი (10).

საკრამენტო-ბოსტონი 90:95

20:27, 34:18, 17:29, 19:21

ს: კაზინსი (20+6 მოხსნა), ევანსი (20), გრინი (15), უდრიხი (12+6 მოხსნა+6 პასი).

ბ: ალენი (22+6 მოხსნა), რონდო (17+10 პასი), პირსი (15+5 მოხსნა+5 პასი), დევისი (14), გარნეტი (12+7 მოხსნა), პერკინსი (8+10 მოხსნა).

ლეიკერსი-ჰიუსტონი 114:106 (ო)

31:23, 23:25, 20:26, 24:24, 16:8

ლ: ბრაიანტი (32+11 პასი+6 მოხსნა), გასოლი (26+16 მოხსნა), ოდომი (20+20 მოხსნა), ფიშერი (11).

ჰ: მარტინი (30), სკოლა (24+15 მოხსნა), ბრუქსი (16+8 პასი).

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია

ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა

ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?

"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა

კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ

ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო

ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება

პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება

"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს

[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა

სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება

"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია

[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, "შტურმმა" ისევ გაიმარჯვა

გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა

"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა

"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?