"კვიპროსის პირველი დივიზიონის დონე ჩვენი უმაღლესისას ბევრად აღემატება. ამ დროს, "ეთნიკოსში" პირველ ლიგიდან მივედი"
ცოტა ხნის წინათ რევაზ ბარაბაძე კვიპროსის უმაღლესი ლიგის კლუბ ახნას "ეთნიკოსში" ჩაირიცხა, სადაც ძმები შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილებიც თამაშობენ. 27 წლის თავდამსხმელმა გუნდთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 77-ნომრიანი მაისურა აირჩია.

კვირას, 17 იანვარს, საქართველოს პირველი ლიგის ცხინვალის" ლიახვიდან" კვიპროსში გადასულმა ბარაბაძემ "ეთნიკოსში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა სტუმრად ლარნაკას "ერმისი" 2:1 დაამარცხა. მოულოდნელად, ახნელების სერბმა დამრიგებელმა დანილო დონჩიჩმა ქართველი ახალწვეული სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

ბარაბაძემ სადებიუტო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 47-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

"ძალიან რთული თამაში იყო. თავიდან ვაგებდით, მაგრამ მერე შემოვატრიალეთ და 2:1 მოვიგეთ. პირადად მე ორი ძალიან კარგი საგოლე მომენტი მქონდა, ორივეჯერ თავით შემეძლო გატანა... ამჯერად, არ გამიმართლა, მაგრამ იმედი მაქვს, მწვრთნელის ნდობას გავამართლებ.

ბუნებრივია, გამიხარდა, მწვრთნელი რომ მენდო, მაგრამ ამავე დროს, გამიკვირდა კიდეც. თამაშის წინა დღეს მითხრა, რამდენსაც შეძლებ, უნდა ითამაშო, თუნდაც 60 წუთიო. მეც ამდენის თამაშს ვიმედოვნებდი, მაგრამ მატჩი ისე წავიდა, აღარ შემცვალა და მოედანზე ბოლომდე დავრჩი", - ამბობს ბარაბაძე.

27 წლის თავდამსხმელს საკუთარი თამაშის შეფასებაც ვთხოვეთ:

"ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვარ და ეს არც მიკვირს. ბოლო ოფიციალური შეხვედრა ერთი თვის წინათ ჩავატარე და უცებ ახალ გუნდში 90 წუთის თამაში ადვილი არ იყო.

თანაგუნდელებს ძალიან ადვილად შევეწყვე. მატჩის შემდეგ ყველა ამას აღნიშნავდა. ორი აზრი არ არის, გუნდთან გაშინაურებაში ძმები გრიგალაშვილები დამეხმარნენ და მათი მადლიერი ვარ. ცალკე, მწვრთნელის ნდობამაც იმოქმედა.

დონჩიჩმა მატჩის შემდეგ სათითაოდ ყველა მოთამაშეს მადლობა გადაგვიხადა, მე კი მითხრა - კარგად დაისვენე, ოთხშაბათს შემდეგი შეხვედრა გვაქვსო. კარგი პიროვნებაა, ძალიან გამამხნევა".

ბარაბაძე არ მალავს, რომ სხვა დონეზე გადართვა იოლი არ არის:

"საქართველოში პირველ ლიგაში ვთამაშობდი. კვიპროსის პირველი დივიზიონის დონე ჩვენი უმაღლესი ლიგისას ბევრად აღემატება. ამ დროს, "ეთნიკოსში" საქართველოს პირველ ლიგაში გატარებული ნახევარი წლის შემდეგ გადავედი.

ბუნებრივია, უცებ სულ სხვა დონეზე გადართვა რთულია. გაცილებით მაღალი ტემპი და დატვირთვაა, ორთაბრძოლებიც უფრო რთულია... ეგაა, ტრიბუნაზე ბევრი მაყურებელი მოდის, რაც დიდი სტიმულია.

საერთოდაც, ახლა უდიდესი სტიმული გამიჩნდა. მთავარია, აქ კარგად ვითამაშო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
წარმატებები, გესახელებინოს მრავალჯერ საქართველო შენი კარგი თამაშით, მალე ნაკრებში და ძლიერ ლიგაში გვენახე.
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
Rousing The Kop: შეწყვიტეთ მამარდაშვილის კრიტიკა - ის "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
ივნისამდე სხვაგან - რატომ წამოვიდა "ეთნიკოსიდან" გუგა ფალავანდიშვილი
გუგა ფალავანდიშვილი: ჩემით რამდენიმე რუსული და კვიპროსული კლუბი ინტერესდება
"დილაში" წარდგენიდან ერთ კვირაში გიორგი დარასელია "ეთნიკოსში" გადადიოდა?
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
კახა კაჭარავა: ნიკას სხვანაირად რომ ეფიქრა, დარჩებოდა "როსტოვის" სკამზე...
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
გიორგი ილურიძე: ადრე თუ გვიან, ნაკრებში ვითამაშებ!
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]
რევაზ ბარაბაძე: სულ ვფიქრობ, ჩვენი თაობის ტრავმიანობა რისი ბრალია?
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
რევაზ ბარაბაძე კარიერას კვიპროსში, ახნას "ეთნიკოსში" გააგრძელებს
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე კვიპროსის "ეთნიკოსში" გააგრძელებენ
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძე და გოგიტა გოგუა ყაზახეთის თასის 1/4-ფინალში