ზაზა ურუშაძე: "მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყვანა და შემდეგ ევროპაში სარფიანად გაყიდვაა"
ლანჩხუთის "გურია" ერთკვირიან შეკრებას თბილისში გაივლის. როგორც იცით, კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და რამდენიმე დღეა, სასელექციო მუშაობას რუსი სპეციალისტი ვიქტორ დემიდოვი ეწევა.

"ლანჩხუთის "გურიაში" აქტიურად მიმდინარეობს სელექციის პროცესი, რის შემდეგაც, გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი გულშემატკივარი - ჩვენი მწვრთნელები მოახერხებენ ისეთი ფეხბურთელების შეკრებას, "გურიას" კარგად დაბალანსებულ, ბრძოლისუნარიან გუნდად რომ აქცევს.

უახლოეს დღეებში, როცა სამწვრთნელო შტაბი შერჩევის პირველ ეტაპს დაასრულებს, ოფიციალურად გაცნობებთ ამ სიახლეების შესახებ. გეტყვით, რომ ამჟამად "გურიაში" წვრთნას რამდენიმე ლეგიონერი, მათ შორის თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი გადის.

როგორც იცით, ამჟამად გუნდი ურეკშია შეკრებილი. ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ამ ეტაპზე ლეგიონერების ჩამოყვანა, მათი წვრთნა და სხვა ხარჯები, მათ შორის - ურეკში გუნდის შეკრება, მთლიანად ინვესტორის მიერ ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება.

ასევე ინვესტორის მიერ და მისივე ხარჯით, დაგეგმილია ერთკვირიანი შეკრების მოწყობა თბილისში", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გურიას" თემა იყო ერთ-ერთი მთავარი იმ საკითხებს შორის, რაც ხუთშაბათს ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

ლანჩხუთის გამგებელმა და ამავდროულად "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა:

"მალე გეტყვით, ვინ არის სპონსორი. ყველა ხარჯს ის ფარავს. მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყვანა და შემდეგ ევროპაში სარფიანად გაყიდვაა. ამჟამად ჩვენს გუნდში 7 უცხოელი ვარჯიშობს. ერთი - საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია, 19 წლის, რომელიც, მეტად პერსპექტიულია.

ერთი არის კოტ დივუარის ნაკრების მოთამაშე, 2 ნიგერიელია და ორიც უკრაინელი.

ეს სპონსორი დიდი ხვეწნის შემდეგ მოვიდა. თუ დღეს ვეტყვით, რომ წავიდეს, წავა. ვინ არ შევაწუხე, ლამის დავუჩოქე ხალხს, რომ წამოსულიყვნენ. მათ არც ჩვენი ბაზა უნდათ, არც სხვა რამ...

...რაც შეეხება გრიგოლეთის ბაზას, როცა გუნდი თბილისიდან ჩამოვა, სწორედ ამ ბაზაზე დაბინავდება. უბრალოდ, იქ არის მინდვრის პრობლემა. სპეციალისტი უკვე ჩამოვიყვანეთ და თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ეს პრობლემა მალე მოგვარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქობულეთი. ნიკა.
ნეტა ჩვენ გვყავდეს ისეთი გამგებელი როგორც ლანჩხუთს. ეს კაცი ფეხბურთისთვის ბევრ რამეს გიკეთებთ და ნუ იქნებით უმადურები.
გური
როცა ზოგიერთ კომენტარს გაეცნობი მიხვდები ვისთან გვაქვს საქმე. ამათ ისე აინტერესებს ლანჩხუთის გურიაში რახდება როგორც მე მთვარეზე. ამოძრავებთ მხოლოდ პირადი ინტერესი გამგებეთან. (განაწყენებული ნაცები არიან). 3 წლის განმავლობაში რაც ლანჩხუთში ფეხბურთან დაკავშირეით გაკეთდა ესეთი რამ საპჭოთა კავშირის შემდეგ არ გაკეთებულა. რაიონს დაუბრუნდა ხუთ ჰექტარ ნახევარი მიწა ზღვაზე გრიგოლეთში. აშენდა ახალი საფერბურთო ბაზა. აშენდა თანამედროვე გასახდელები გურიის ცენტრალურ სტადიონზე. სწორედ 2013 წელს ურუშაძის გამგებლობის დროს გადმოვიდა გუნდი უმაღლეს ლიგაში 13 წლის შემდეგ. ამჟამად ლანჩხუთში ფუნქციონირებს ბავშთა საფეხბურთო აიპი სადაც 300 ბაშვი უფასოდ ვაღჯიშობს, ასევე ფუნქციონირებს აიპი სადაც ვარჯიშობენ გოგონები(3 მადგანი უკვე ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული). და უამრავი სხვა რამ. რაც შეეხება ინვესტორს, ესეც დიდი შრომის შედეგია რომ სწორედ ლანჩხუთის გურიაში შემოვიდა სპონსორი რომელიც თანადაფინანსებას გააკეთებს და კლუბს დაეხმარება. ამაში კარგის გარდა სხვა რარი. მაგრამ დაუნახავი ვერ დაინახავს. ვინც ვერ ხედავს ცივი წყალი დალიოს.
zuka
როგორი აფერისტი და გადამგდები თვითონ ზაზა ურუშაძეა, ისეთები იქნებიან ისინიც, არც ბაზა აინტერესებთ , არც სტადიონი და ისე აპირებენ ფულის დახარჯვას გურიაში? თან სომხები ყოფილან, მაგათ უყვართ ხარჯვა ზაან
Бориси
Арика икнеба ешвелос гурияс.араа магисана бедис арц гунди арц раиони да балещикеби
mi-6
ურეკშიო!!!!ნუთუ ? ისევ რუსული აირის 1 %-ი აქციების მფლობელის, "ელამი рetres, ძმის" "ყურები" გამოჩნდა.
ijdsjswwhejw
საფრანგეთის ახალგაგაზრდული ნაკრებების მოთამაშეების კლუბებს შევავლე თვალი და არიან ზოგი ლე ავრის და ვალანსიენის დუბლებში მოთამაშეები, რომელთაც არ ეძლებათ ძირითად გუნდში თავიდ დამკვირების შანსი. ასეთი ფეხბურთელის ჩამოყვანა და მის უფრო მაღალ დონეზე აყვანა არ არის რაღაც საოცრება, თორემ მაგათ რომ ძირითად გუნდში მოხვედრის რაიმე შანსი რომ ჰქონდეთ, აქეთ არც გამოიხედავდნენ
iorkezi
და რომელ ტყუილში ბატონო ზურა?ამ ბოლო ხანს გრიგოლეთში თუ ბრძანდებოდით ნახავადით როგორი ბაზა წამოჭიმეს და ეხლა მინდვრის საფარზე მიდის მუშაობა საერთოთ საქმის მკეთებლებს ყოველთვის ყავს ცუდის მთქმელები.აი რაიონში იმდენი პრობლემაა უამრავი და რომ არ გაიხედოს ფეხბურთისსკენ ვინმე რამეს ეტყვიის? არ თქვათ ეხლა რო ფულის თეთრება მიდის და რაგაცეები ფულის გათეთრება ვისაც უნდა ტენდერები ზედ გამოჭრილია ვერ დაითვლი იმდენს გაათეთრებ ასერომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და თუ ვინმე რამე კაის გააკეთებს მადლობა გადავუხადოთ.
ako777
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი არ ვიცი მაგრამ ინვესტორს რომ მართლა ყავს გუნდი დაფინანსებული და თვითონ არჩევს ფეხბურთელებს ეს ნამდვილად სიმართლეა, უბრალოდ ურუშაძემ ისე გაიფუჭა სახელი არავინ აღარ უჯერებს
VENDETTA
ზურა, გაგვაგებინე რა ხდება? მართალი გითხრა არც მე მჯერა, რომ საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე აქ ჩამოვიდა. რა ფულის მახეზეა საუბარი? არ ვიცი რა ხდება და იმიტომ გეკითხები.
georgiano
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გურიაში?! კაკაურიძე ჩადი ერთი ურეკშ. და გაიგე რა ხდება ჩვენს თავს))) ზაზა ურუშაძეს ყველამ მადლობა უნდა უთხრას, ეს კაცი ბევრს აკეთებს ფეხბურთისთვის. მთავარია 1 წლიანი გუნდი არ გაკეთდეს.. წარმატებები გურიას!
zura777
ზურა გენაცვალე მართალ ქართველობაში წაუგორდენ გურული მუქთახორა ჩინოვნიკები კრემლის ფულებს და რუსული კანტორის ხალხს,ვინაა?ეს დემიდოვი იციან აბდლებმა,ან ჩელსის ან ბრუკლინ ნეთსის კრემლურ შესყიდვებზე არაფერი სმენიათ?ნუთუ მუქთახორობით სწრაფ რუბლს დახარბებულმა ვაი გურულებმა არ იციან რომ ოფლის დენის გარეშე,უშრომველად, უფასო ყველი მარტო რუსულ სათაგურშია.
ზურა888
ჟურნალისტების გამკვირვებია, თავს რომ პროფესიონალ, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ პერსონებად ასაღებთ ასეთ აღმატებით ხარისხში რატობ ბეჭდავთ იმ ტყუილს რომელსაც ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული სახელმწიფო მოხელე გეუბნებათ? არ შეიძლება ერთი საათი ზედმეტად დახარჯოთ, მცირე ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატაროთ და ამხილოთ ტყუილში?
ზურა888
მორიგი ზღაპარი (დანაშაული), რომელსაც ქართული ფეხბურთის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რეალურად რომ საქმის კეთება უნდოდეს ვინმეს, სტადიონს (პირველ რიგში მოედნის საფარს) და ბაზას მიხედავდნენ. P.S. ისე ალბანეთის ახალგაზრდული ნაკრები მაინც გეთქვათ... საფრანგეთზე გამეცინა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზუგდიდი-გურია 3:2 - გურულებმა იგორ დემიდოვს ობსტრუქცია მოუწყვეს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ლანჩხუთის "გურიას" თემურ მახარაძე გაწვრთნის
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინ: უცხოელთა ჯახი
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
გურია-მერანი 0:0 - ისევ ნულები
ლანჩხუთის "გურიამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა