24 იანვარს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა
24 იანვარს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. VI ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

დღე ვერცხლის ლიგის დაპირისპირებებით დაიწყო. პირველები პარკეტზე "ბანკი რესპუბლიკისა" და "თეთრი ქუდის" გუნდები გავიდნენ. "სოკოებმა", წინა ტურის მსგავსად, ახლაც მოახერხეს გულშემატკივართა გაკვირვება და ერთი შეხედვით ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან დამაჯერებელი ანგარიშით, 4-0 იმარჯვეს.

სამი ქულის მოპოვება შეძლო თბილისის მერიის გუნდმა, რომელმაც "ბი პი ჯორჯიას" სძლია 5-2.

ტურის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება უდავოდ "ბაქსვუდისა" და "ალიანს საქართველოს" გუნდებს შორის გაიმართა. ბაქსვუდელთა დამაჯერებელი დასაწყისის შემდეგ (2-0) მათმა მეტოქემ ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ხოლო შემდეგ ორი ბურთით დაწინაურდა კიდეც. მიუხედავად უპირატესობისა და არაერთი საგოლე მომენტისა, "ბაქსვუდის" ფეხბურთელებმა მხოლოდ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს. საბოლოოდ - 4-3 "ალიანს საქართველოს" სასარგებლოდ.

დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა, "ვითიბი ბანკმა", რომელმაც "ავერსი" დაამარცხა 3-0.

მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა სატურნირო ცხრილის ლიდერმა, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა, რაშიც მთავარი "დამნაშავე" "საქრუსენერგო" აღმოჩნდა. საინტერესო დაპირისპირება ფრედ, 3-3 დასრულდა.

მიუხედავად ამისა, "მედიკოსები" კვლავაც ინარჩუნებენ სატურნირო ცხრილში ლიდერობას.

24.01.2016. ვერცხლის ლიგა. VI ტური

ბანკი რესპუბლიკა - თეთრი ქუდი 0-4

თბილისის მერია - BP GEORGIA5-2

ბაქსვუდი - ალიანს საქართველო 3-4

ვითიბი ბანკი - ავერსი 3-0

ტატიშვილი - საქრუსენერგო 3-3

ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო), ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) - 12, ავთო ბუიღლიშვილი (ალიანს საქართველო), ნოდარ მაჭავარიანი (ვი თი ბი) - 6

საინტერესოდ წარიმართა VI ტურის შეხვედრები ოქროს ლიგაშიც.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა" და "ვესტ ინვესტის" დაძაბული დაპირისპირება "ტრანსპორტელების" დამაჯერებელი გამარჯვებით, 4-1 დასრულდა.

მოულოდნელი, თუმცა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა "კრედომ", რომელმაც ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი და აქამდე უდანაკარგო "საქართველოს ფოსტა" დაამარცხა 5-1.

ასევე მოულოდნელი შედეგით დასრულდა შარშანდელი ფინალისტების, "ნატახტარისა" და "ევროპაბეთის" დაპირისპირება. წლევანდელი გათამაშების ფავორიტისა და აუტსაიდერის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ეს "ბუკმეკერების" მიერ მოპოვებული პირველი ქულაა.

ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება მომდევნო კვირას, 31 იანვარს გაიმართება - ერთმანეთს GWP და "პატრული" ეთამაშებიან.

24.01.2016. ოქროს ლიგა. VI ტური

TTC - ვესტ ინვესტი 4-1

კრედო - საქართველოს ფოსტა 5-1

ნატახტარი - ევროპაბეთი 1-1

ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ვესტ ინვესტი) - 15, ზურა ცერცვაძე (კრედო) - 6, კახაბერ გოგოხია, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი), ლაშა ჯოხაძე (საქ. ბანკი), ლევან ჩიხრაძე (კრედო) - 5.

კვირას გაიმართა ტურის გამორჩეული ფეხბურთელების ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალიც.

ვერცხლის ლიგის V ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "თეთრი ქუდის" ლიდერი გელა გუკასიანი დასახელდა, რომელსაც Apple City-ს სპეციალური პრიზი გადაეცა.

რაც შეეხება ოქროს ლიგის V ტურის გამორჩეულ ფეხბურთელს, ეს წოდება "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" შემტევს, კოტე ოდიკაძეს ერგო. მას დ. ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერი გადაეცა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda","წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი