კომპლექსში შედის სათამაშო არენა ბუნებრივსაფარიანი მოედნით, გადახურული ტრიბუნებით და 2500 ინდივიდუალური სავარძლით
გორში დასრულდა დიდი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" სამი წელიწადი აშენებდა. კომპლექსში შედის სათამაშო არენა ბუნებრივსაფარიანი მოედნით, ტრიბუნებით, რომელიც გადახურულია და 2500 მაყურებლისთვის ინდივიდუალური სავარძელია დამონტაჟებული.

სათამაშო მოედნის გვერდით მდებარეობს ხელოვნურასაფარიანი სავარჯიშო მოედანი რამდენიმე ასეულ მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. სათამაშო და სავარჯიშო მოედნები ერთ ფართობშია მოქცეული და იმავდროულად, ცალ-ცალკეცაა შემოზღუდული. კომპლექსის ირგვლივ კი დამონტაჟებულია ღამის განათება და ტაბლო.

მოედნებთან და ტრიბუნებთან ერთად საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და ვი-აი-პი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ოთახები პრესისთვის - ნანახმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

კომპლექსი ორიოდ დღის წინ საქმეში პირველად გამოიცადა. აქ ერთკვირიანი შეკრება გამართა გორის "ჯიქმა", რომელიც ქართული ელიტარული სარაგბო ლიგის, დიდი 10-ის ბინადარი და ერთ-ერთი ლიდერია.

"ჯიქმა", შესაძლოა, ადრე გაზაფხულზევე არ დაიწყოს საშინაო მატჩების გამართვა გორში, რადგან ახალდაგებულ ბალახის საფარის მიწასთან შერწყმას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, სავარაუდოდ, მიმდინარე სპორტული სეზონის მიწურულს, ანუ მაისში, აღნიშნულ არენაზე უკვე დაიწყება კალენდარული მატჩების გამართვა.

შეგახსენებთ, რომ გორში ამჟამად ბავშვთა ასაკობრივი სარაგბო გუნდები ფუნქციონირებს. ისინი ქალაქის ცენტრალური სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებობენ და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ სარაგბო ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას.

მართალია, ამ ქალაქში ჯერჯერობით დიდი სარაგბო ტრადიციები არაა, მაგრამ ასეთი სარაგბო კომპლექსი და ჩინებული სავარჯიშო თუ სათამაშო პირობები რაგბის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bss
იქნებ მაგ სტადიონის გარსჰემო სახლებსაც და გზებსაც მიეხედოს?
პანტელეიმონი
გაიხაროს ამის ამშენებელმა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა