ირაკლი უზნაძემ სრულად გამოიყენა კვოტა და ყველა წონაში მაქსიმალური ოდენობა - 4-4 სპორტსმენი გაუშვა
შაბათ-კვირას სოფიაში "ევროპის ღია კონტინენტური თასი" იმართება ძიუდოში, სადაც საქართველო ყველაზე მეტი - 32 მონაწილით იქნება წარმოდგენილი. აქედან 4 ქალია, ამდენი სპორტსმენი კი, ვგონებთ, მასპინძლებსაც არა ჰყავთ.

ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სრულად გამოიყენა კვოტა და ყველა წონაში მაქსიმალური ოდენობა - 4-4 სპორტსმენი გაუშვა. მისი მიზანი გასაგებია - სათადარიგოების, მესამე-მეოთხე ნომრების გამოცდას სხვა შეჯიბრებებზე ვერ ახერხებენ და ამიტომ არ გაუშვა ხელიდან ეს შანსი, საქმეში ნახოს და გამოსცადოს ყველა ის სპორტსმენი, ვინც საქართველოს ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა.

მწვრთნელმა ადრევე განაცხადა, რომ ბულგარეთში ქვეყნის პირველობის მედალოსნებს გამოცდიდა და ასეც იქცევა, თუმცა რამდენიმე გადაადგილება მაინც მოუხდა. კერძოდ, საქართველოს ჩემპიონატში ლიდერები მხოლოდ 60 კილოგრამში გამოვიდნენ - ამირან პაპინაშვილმა ფინალში ლუხუმ ჩხვიმიანი დაამარცხა, მაგრამ რადგან ისინი ოლიმპიადისთვის ემზადებიან, უზნაძემ ასევე თავიდანვე განაცხადა, რომ მათ მთავარ გუნდთან ერთად დატვირთავდა და ამ შეჯიბრებას გამოატოვებინებდა.

მათ ნაცვლად სოფიაში საქართველოს პირველობის მეხუთეადგილოსნები - ილია შუბითიძე და ირაკლი კუპატაძე გაამგზავრა.

მწვრთნელს არც 66-ის ჩემპიონი თორნიკე თათარაშვილი გაუშვია და ის ლაშა გიუნაშვილით შეცვალა, ხოლო 81-ში გამარჯვებულ უშანგი მარგიანს ტრავმის გამო ასვენებს, მის ნაცვლად კი ანზორ ბიბილაშვილი იჭიდავებს. თავად უზნაძე სოფიაში არ წასულა, თბილისში დარჩა და ძირითად ნაკრებს ამზადებს, სოფიაში კი გუნდს გიორგი გუგავა და გიორგი ვაზაგაშვილი გაჰყვნენ.

ოთხი მონაწილით შემოიფარგლა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე, იმათგან კი მხოლოდ მარიამ ჯანაშვილია (52) ახალი თაობის წარმომადგენელი. თენაძემ ძველი ნაკრების წევრებიც წაიყვანა: სალომე აბაშიძე (57), ნინო ოძელაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78). მას ირინა ლეონიძეც (+78) მიჰყავდა, მაგრამ ტრავმა მიიღო.

სოფიაში შაბათს ვაჟთაგან 60, 66 და 73, ქალთაგან კი 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. დანარჩენები კვირას იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები

ვაჟები

60 კგ. ივანე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ჭიკაიძე, ილია შუბითიძე და ირაკლი კუპატაძე

66 კგ. ბექა შავდათუაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გელა კელიხაშვილი, ლაშა გიუნაშვილი

73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი, ზვიად კაპანაძე, ანზორ ხმიადაშვილი

81 კგ. ზებედა რეხვიაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ანზორ ბიბილაშვილი

90 კგ. პაატა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი

100 კგ. ლაშა გურული, ჯაბა მუმლაძე, ლაშა ტაველური, ალექსანდრე ზაალიშვილი

+100 კგ. ონისე ბუღაძე, გიორგი ლაზუაშვილი, ვახტანგ ოქრიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ნაგლიაშვილმა და კაციაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოქროს დუბლი ავსტრიიდან: რეხვიაშვილი და გოგოჭური ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა, 4 წინ მიიწევს [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ნახევარფინალში, ერთი რეპეშაჟში [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი: ქართველების 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: პირველი დღე უმედლოდ
ქართველი ახალგაზრდა ძიუდოისტები ბერლინში ევროპის თასზე გამოვლენ
ყაზახეთის პრეზიდენტის თასი: გორელი ძიუდოისტების ბრინჯაო აქტობედან
გიორგი გუგავას ექსპერიმენტი ახალგაზრდულ ნაკრებში - სრული, მაგრამ არასრული
თბილისის გრან პრი: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]
მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?