"ექვსი ერის" გადაწყვეტილებამ რაგბი ევროპის შეფი ოქტავიან მორარიუც აღაშფოთა
მაშ ასე, რაგბის ქართველი გულშემატკივრების იმედებსა და ოცნებებზე პასუხი ცნობილია - "ექვსი ერის" ბოსებმა დაბეჯითებით გამოაცხადეს, რომ ტურნირი სხვებისთვის "არ გაიხსნება". შეგიძლიათ, სამომავლოდ იოცნებოთო, მაგრამ ახლა ასეთი გეგმები არ გვაქვსო...

ცივი წყალი ქართულ იმედებს - "ექვსი ერი" არ "გაიხსნება"!

ამ ამბავმა არა მხოლოდ საქართველოში დაწყვიტა გულები გულშემატკივრებს, არამედ მთელ მსოფლიოში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ვნახოთ, რას წერს ბრიტანული Telegraph-ი:

"სტატიკური და ჯიუტი "ექვსი ერი" საკუთარი ტრადიციების მონაა" - ეს ამ გამოცემის სათაურია.

"ევროპული რაგბი წინ უნდა წავიდეს და სიახლეები მიიღოს, თორემ სხვა რეგიონები ვითარდებიან, "ექვსი ერის" ქვეყნები კი კიდევ ჩამორჩებიან", - წერს ოლივერ ბრაუნი, "ტელეგრაფის" მთავარი მესვეტე.

"ეს "ექვსი ერის" ბოსებს გამოარჩევთ - საკმარისია, მათ პატარა სიახლე შესთავაზო და ამას ტურინის სუდარის შეურაცხყოფად მიიჩნევენ.

არის შანსი, საქართველომ და რუმინეთმა ტურნირში ითამაშონ? - მათი პასუხია - არავითარი.

რას იტყვით ბონუს-ქულების სისტემაზე, რომელმაც ყველა სხვა შეჯიბრება ძირფესვიანად შეცვალა? - ღმერთო, დაივიწყეთ! იმაზე ლაპარაკიც კი არ არის, რომ ტურნირი ერთი თვით გვიან დაიწყოს და ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდეს, სრულფასოვან სეზონად - ამაზე გვეუბნებიან, პირი გამოირეცხეთ და ისე ილაპარაკეთ".

გამოცემა იმედოვნებდა, რომ მსოფლიოს თასზე ევროპული გუნდების ფიასკოს შემდეგ მაინც დაფიქრდებოდნენ ორგანიზატორები და დებატებს მაინც წამოიწყებდნენ, როგორ გაეხადათ ტურნირი უკეთესი. არაფერი მსგავსი...

"არ დაგავიწყდეთ, რომ "ექვსი ერის" მონაწილე არც ერთი ქვეყანა არ გასულა მსოფლიოს თასის ნახევარფინალში", - წერს "ტელეგრაფი".

"რატომ არ უნდა დავნერგოთ გავარდნა-შემოსვლის სისტემა, როცა ვხედავთ, რომ იტალია ორი წელიწადია ვერაფერს აკეთებს. რატომ არ უნდა დავნერგოთ ბონუს-სისტემა, ხომ გვინდა ავიცილოთ ისეთი თამაშები, როგორიც შარშან იტალია-საფრანგეთი იყო", - კითხულობს ბრაუნი.

ამ გადაწყვეტილებამ რაგბი ევროპის შეფის, რუმინელი ოქტავიან მორარიუს გულისწყრომა გამოიწვია:

"ჩვენ არ გვსურს "ექვსი ერის" დანგრევა, ჩვენ გვსურს კარგი პროდუქტი შევთავაზოთ მათ და განვვითარდეთ მათთან ერთად. საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა და რამდენ უმაღლესი დონის თამაშს გამართავს ის მსოფლიოს თასამდე? ვის უნდა ეთამაშოს? მსოფლიო კალენდარი ძალიან გადატვირთულია", - განაცხადა მორარიუმ.

levan
საწყენია რომ კარები არ გაგვიღეს,უნდა ვაღიაროთ რომ კონკურენციას ვერ გავუწევდით,მაგრამ გამოცდილებას მივიღებდით და კლასს ავიმაღლებდით.ეს არ ნიშნავს რომ ყურები ჩამოვუშვათ,პირიქით მოტივაცია უნდა ავიმაღლოთ,.ისინი კარებს არ გვიღებენ,მაგრამ უნდა გავაღებინოთ,მათ მოსწონთ მიმწოლი გუნდები და ჩვენც უნდა მივაწვეთ,უნდა დავარწმუნოთ რომ,ჩვენ შეგვიძლია და მართლა შეგვიძლია.ჯერჯერობით ამის დამტკიცება მსოფლიო თასზე მოგვიწევს.ცოტა ხნით ადრე ექვსი ერის კარების გახსნაზე ლაპარაკი ფანტასტიკა იყო,მაგრამ ხომ მაინც ავალაპარაკეთ?ისინი რამოდენიმე თვით მაინც ფიქრობდნენ,ვერ უგულველყვეს ჩვენი და რუმინეთის პროგრესი,ე.ი შანსი მაინც არის და აუცილებლად გამოვიყენებთ
levani
კარგი აზრია, მაგრამ ესე იოლი არ არის ტურნირში ჩაერთო აშშ, კანადა, იაპონიასთან და ეგეთ გუნდებთან. გეოგრაფიული მდებარეობაც უნდა გიწყობდეს ხელს. ამხელა მანძილზე ტურნირში მონაწილეობას ბევრი სირთულე ახლავს: ფინანსური შესაძლებლობა, ფიზიკური გადაღლილობის ფაქტორი და ა.შ... ამიტომაც ვცდილობთ ევროპაში გამოვძებნოთ ჩვენთვის უფრო მისაღები სახის ტურნირი. რისი საშუალებაც სამწუხაროდ ჯერ არ გვეძლევა. მემგონი ზედმეტ კონსერვატიზმს იჩენენენ ევროპული რაგბის მამები და ხელოვნურად კეტავენ განვითარების გზებს ყველასთვის და მათ შორის თავიანთი თავისთვისაც...
dima
ექვსი ერისთვის ჯერ მზად არ ვართ,ამიტომ საჭიროა სხვა ტურნირის მოწყობა ,სადაც ჩვენთან ერთად ითამაშებენ აშშ,კანადა,იაპონია,ტონგა,სამოა...
dato
საქართველოში რაგბი მაინც იარსებებს უბრალოდ ჩვენ შევქმენით ილუზია ყველამ აღიარეთ რომ მაგათთან მაინც შორს ვართ შრომა და შრომა ახალგაზდებს არც იაპონია არც აშშ არაა ევროპასთან მარა კი ხედავთ რა დონეზეა
dato
საქართველოში რაგბი მაინც იარსებებს უბრალოდ ჩვენ შევქმენით ილუზია ყველამ აღიარეთ რომ მაგათთან მაინც შორს ვართ შრომა და შრომა ახალგაზდებს არც იაპონია არც აშშ არაა ევროპასთან მარა კი ხედავთ რა დონეზეა
sake
რაგბის განვითარების ტემპი სად უფრო მაღალია, ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატმაც გამოაჩინა.
პაატა გომართელი
ერთა თასი უკუსვლაა უკვე. ახალი ლიგა.gxg_s აზრი იდეალურია. აშშ,კანადა,იაპონია და რუმინეთი. მერე შეგვეხვეწებიან მარა ...
GXG
ახალი ტურნირი უნდა ჩატარდეს საქართველო,რუმინეთი,აშშ,კანადა და იაპონია!სხვა გზა არ არის. ერთა თასისთვის მართლა გადაიზარდა უკვე საქართველო!
გიორგი
ჩათვალეთ რო რაგბი ევროპაში ჩაკვდა. ამერიკაში, აზრიაში, აფრიკაში ყველგან ცდილობენ რო მეტი მატჩი, მეტი გუნდი იყოს რო უფრო განვითარდნენ ამით მათაც ეძლევათ განვითარების საშუალება. ევროპა კიდევ ძალიან ცუდია. რატო ვისწრაფვით ევროპაში როცა არ ვუნდივართ, მოვთხოვოთ აზიაში გვათამაშონ, ამერიკაში გვათამაშონ, სადმე სხვაგან გვათამაშონ სადაც დავჭირდებით. რატო ვეტენებით, თუ არ უნდათ ეგრე იყვნენ, მაგათ აკლდებათ.
vaso
ექვსი ერი მალე დაინგრევა დამიჯერეთ.. რადგან თუ სიახლე არ შეიტანე შენ საქმეში კონკურენტი გამოგიჩნდება და ჩაგძირავს.. უბრალოდ დროის ამბავია :)ეს არამარტო რაგბს არამედ ნებისმიერ საქმიანობას ეხება
tttt
მეტი თამაში მოწინავე გუნდებთან (სამხრეთის ბობოლები და იაპონია) რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ და ექვსი ერი სულ არ გვინდა
რეზო
ჩვენ ჩვენი ვაკეთოთ და ცოტა იღბალი და მეტი ფული თუ იქნა ჩვენ რაგბში მოვესწრებით იმასაც ამათ რომ ცოდვები მოუწევს :)
vova
იტალიაში სათამაშოდ წასვლაზე წუწუნწბწნ ბრიტანელები და საქართველოში ჩამოვლენ?!
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!