გაცხადებული საიდუმლოს ქრონიკა
პეპ გვარდიოლამ და "მანჩესტერ სიტიმ" დიდხანს აღარ გვამკითხავეს და არ შეგვატოვეს ინგლისურ ტაბლოიდებს სეზონის ბოლომდე - ყველაფერი უკვე ოფიციალურია: სეზონის მიუნხენის "ბაიერნში" დასრულების შემდეგ ესპანელი სპეციალისტი "სიტის" მთავარი მწვრთნელი გახდება.

ის, რომ ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ჩაიბარებდა, თვეების განმავლობაში ლამის ყველასთვის ცნობილი "საიდუმლო" იყო. ორშაბათს ამ საიდუმლოს ფარდა საბოლოოდ აეხადა, რაც ცოტა მოულოდნელი გახლდათ. "სიტის" ჩილელმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებს. ზაფხულში ის "ეტიჰადიდან" სხვაგან გადაინაცვლებს.

ამის შემდეგ გამოცხადდა, რომ "სიტის" ახალი მენეჯერი სწორედ გვარდიოლა იქნება. გვარდიოლა ისედაც ყველაზე მეტს იღებდა მწვრთნელებს შორის. ახალი კონტრაქტით, ის წელიწადში 15 მილიონ გირვანქას მიიღებს, ხელშეკრულება კი სამწლიანია. გვარდიოლას ინგლისური კონტრაქტი, ბუნებრივია, გერმანულზე უკეთესი ფინანსური პირობებითაა შედგენილი.

პელეგრინიმ ორშაბათ დილით ვარჯიშზე განუცხადა ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლის შესახებ, შემდეგ კი მან პრესკონფერენცია მოიწვია. წესით, ეს შეხვედრა მედიასთან წინასამატჩო უნდა ყოფილიყო, "სიტის" "სანდერლენდთან" ელის დაპირისპირება, მაგრამ ჩილელმა იქ "ბომბი ააფეთქა". ბომბი, რომელსაც ყველა ელოდა, მაგრამ ახლა არა.

"სანამ პრესკონფერენციას დავასრულებთ, მინდა ერთი რამ გითხრათ - ზაფხულში ჩემს ხელშეკრულებას "სიტისთან" ვადა გასდის. მე უკვე ვილაპარაკე კლუბის ხელმძღვანელობასთან და, როგორც კი ხელშეკრულება დასრულდება, წავალ გუნდიდან", - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა. მართალია, მედიის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო ამ განცხადებამ, მაგრამ მალე მათ გაიხსენეს, რომ პელეგრინიმ "სიტისთან" ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.

მას ამ კითხვაზეც აღმოაჩნდა პასუხი: "დიახ, კლუბთან კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივე ხელშეკრულება, მაგრამ იქ ჩადებული იყო ასეთი პუნქტი - ახალი ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ ამოქმედდებოდა, თუ მე ან კლუბის ხელმძღვანელობა ამას მოვინდომებდით. 30 ივნისს "სიტიში" უკანასკნელად ვიმუშავებ, აღარ არის მეტი სპეკულაცია საჭირო", - განაცხადა პელეგრინიმ.

პელეგრინიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ამ ცვლილების შესახებ უკვე ერთი თვის წინათ გააფრთხილა, ხოლო ორი კვირით ადრე მან კლუბს განუცხადა, რომ სპეკულაციების დასასრულებლად ინფორმაციას გაასაჯაროებდა და ასეც მოიქცა.

"სიტიმ" ერთი დიდი ბრძოლა უკვე მოიგო - ესპანელი სპეციალისტი მათ გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" სურდათ. გამოდის, რომ გვარდიოლა არ იყო გულწრფელი, როცა ბოლო ინტერვიუებში ამტკიცებდა, ჯერ არ გადამიწყვეტია, სად გადავალ, მაგრამ ძალების პრემიერლიგაში მოსინჯვა მსურსო. მოკლედ, 62 წლის ჩილელი "სიტის" მეგობრულად ემშვიდობება და ის უკვე ბებერ კონტინენტზე სასურველ მწვრთნელად გამოცხადდა.

"სიტის" ბოსებმა უკვე გამოუცხადეს პელეგრინის, რომ მას მოლაპარაკების დაწყება ნებისმიერ კლუბთან ახლავე შეუძლია.

"სიტის" ერთ-ერთი ბოსი ჩიკი ბეგირისტაინი უკვე სკოლაში პეპის შვილების, 13 წლის მარიუსის, 11 წლის მარიასა და 6 წლის ვალენტინას მოწყობითაა დაკავებული, ის შეამჩნიეს პეპის მეუღლე კრისტინასთან ერთად, სენტ ბედს კოლეჯში.

მესი "მანჩესტერში"?

მართალია, ეს ყველაფერი პელეგრინიმ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად გააკეთა, მაგრამ ამით მან ახალ (ან კარგად დავიწყებულ ძველს) ჭორებს დაუდო სათავე - "დეილი მეილი", რომელიც იმით ამაყობს, რომ უკვე 17 დეკემბერს წერდა პეპის "სიტიში" მისვლაზე, ახალ ინფორმაციას გვთავაზობს - პეპი "ეტიჰადზეა", ახლა ლეო მესის ჯერია?"

დეილი მეილი" ამტკიცებს, რომ მესის ინგლისში კვირაში 300 ათას გირვანქას შესთავაზებენ. გვარდიოლას სურს, არგენტინული დუეტი შექმნას შეტევაში - სერხიო აგუეროს ლეო შეუწყვილოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Cityy
ოხ.. მესი ქინქლაძესავით რომ ინავარდებს სიტის მაისურით.. ან მესი ან ქართველი მესი სიტიში!
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა