ის, რისი საშუალებაც მას გერმანიაში არ ჰქონდა...
საერთოდ, ფეხბურთელებში მიღებული არ არის იმაზე საუბარი, რაც გუნდის შიდა სამზარეულოში ხდება. ჯო ჰარტმა ეს მნიშვნელოვანი წესი დაარღვია. მან სულ ცოტა ხნის წინათ ასეთი განცხადება გააკეთა:

"გვარდიოლა? ყველამ იცის, რომ "სიტიში" მისი მოსვლა გარდაუვალია. რაც შემეხება მე, ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით დიდი სიამოვნებით ვითამაშებ". მან იქვე დასძინა, რომ "სიტიში" თავს შესანიშნავად გრძნობს მანუელ პელეგრინისთან ერთად, თუმცა ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

გავიდა სულ ცოტა ხანი და "სიტის" ოფისიდან მოვიდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს სწორედ ხოსეპ გვარდიოლა გაწვრთნის. გვარდიოლას გარშემო საფეხბურთო საზოგადოებაში ჯერაც არ წყდება კამათი. ფაქტია - თუ მას ინგლისშიც ყველაფერი გამოუვიდა, მაშინ ის მართლაც დიდი ყოფილა.

ვერავინ იტყვის, რომ მანუელ პელეგრინი ცუდი მწვრთნელია, ასეთს "რეალი" და "სიტი" სამსახურს არ შესთავაზებდნენ, მაგრამ ფაქტებიც ჯიუტად ამბობს თავისას. პელეგრინი მხოლოდ იმ კლუბებში აჩვენებდა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რომლებიც ვარსკვლავებით არ იყო დაკომპლექტებული.

ამის მაგალითად ორი კლუბი გამოდგება - "მალაგა" და "ვილიარეალი". პირველი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა და სასწაული ორმატჩიანი, ლამის მოგებული დუელი წააგო "დორტმუნდთან"; მეორემ კი სულაც ლიგის ნახევარფინალს უწია.

"რეალში" ჩილელს არაფერი გამოუვიდა. გუნდმა სეზონის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო. ვერაფერი გააწყო ჩემპიონატში თავის მთავარ კონკურენტ "ბარსელონასთან", ჩემპიონთა ლიგაზე კი "ლიონს" მოუხარა ქედი.

"სიტისთან"ერთად პელეგრინიმ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მისგან ევროპაში წარმატებულ თამაშს ითხოვდა. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

ისეთი ამბიციებისა და ფინანსური შესაძლებლობების კლუბს, როგორიც "სიტია", სჭირდება მწვრთნელი - გამარჯვებული. ასეთი კი სწორედ კატალონიელი გახლავთ.

საინტერესოა, რომ გვარდიოლა ტაქტიკური სქემის მიხედვით არჩევს მისთვის საჭირო ფეხბურთელებს. "სიტიში" საძებარნი სულაც არ არიან ასეთი მოთამაშეები.

მაგალითად, პეპის ტაქტიკას კარგად უნდა მოერგოს დაცვის ლიდერი ვენსან კომპანი. სქემაში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეთ დავიდ სილვას, სერხიო აგუეროს... სამაგიეროდ, ვერ ვხედავთ გვარდიოლას გუნდში იაია ტურეს, რომელსაც პეპი "ბარსელონაში" ვერ შეეწყო.

კარტ-ბლანში

ამასთან ერთად, უნდა ვივარაუდოთ, რომ გვარდიოლას სრული კარტ-ბლანში ექნება ახალი ფეხბურთელების შესაძენად. კლუბის ხელმძღვანელობა მას ტრანსფერებზე უარს არ ეტყვის. დიდი შანსია, "ეტიჰადზე" ახალი ვარსკვლავები გამოჩნდნენ.

"ბაიერნი" ამ შემთხვევაში ისე მოიქცა, როგორც დიდ კლუბს ეკადრება.

მიუნხენელებმა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაცხადეს, რომ გუნდს გვარდიოლას წასვლის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი ჩაიბარებდა.

რა არის "რეკორდმაისტერის" მთავარი ღირსება საფეხბურთო ასპარეზზე? ვფიქრობთ, ეს არის სტაბილურობა. ანჩელოტი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც გუნდის მართვა ძალიან სტაბილურად შეუძლიათ.

თუ დავაკვირდებით მიუნხენური კლუბის ისტორიას, თითქმის ყველა მწვრთნელს რაღაც "მისეული" მოჰქონდა გუნდში. მაგალითად, იუპ ჰაინკესმა მოიტანა ფორმულა - "გამარჯვება ნებისმიერ ფასად ნებისმიერ შეხვედრაში!" მანვე "გააცოცხლა" არიენ რობენი, რომელიც უკვე გადაღლილი ჩანდა მიუნხენური ცხოვრებით.

პეპ გვარდიოლამ "ბაიერნს" სხვანაირად თამაში ასწავლა. მიუნხენური გრანდი უკვე აღარ კლავდა მოწინააღმდეგეებს თავისი წამლეკავი ძალით. "ბაიერნი" იქცა მკვლელად, რომელიც თან გეფერება და თან სამარისაკენ გისტუმრებს.

"ბაიერნში" გვარდიოლამ ჯერ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და "რეკორდმაისტერი" ეძებს მწვრთნელს, ვინც ეს საქმე ყველაზე მაგრად იცის. კარლო ანჩელოტი სწორედ ასეთია. ისე, შანსი პეპსაც დარჩა (ისევე, როგორც პელეგრინის "სიტიში") და ვნახოთ...

მოტივაცია

რას მიიღებს გვარდიოლა "სიტიში" გადასვლის სანაცვლოდ? თავი რომ დავანებოთ მართლაც ზღაპრულ, აქამდე სამწვრთნელო საქმეში არნახულ ანაზღაურებას, ეს მისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა.

პეპს საშუალება მიეცემა, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს "ნისლიან ალბიონზე", სადაც არაერთი გამორჩეული სპეციალისტი მუშაობს. გვარდიოლას ძალიან უნდა არსენ ვენგერთან, მაურისიო პოჩეტინოსთან, ლუი ვან გაალთან და სხვებთან ჭიდილი.

გარდა ამისა, პეპს საშუალება მიეცემა, თვისობრივად ახალ დონეზე გაიყვანოს ფეხბურთელები. ამბობენ, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობასთან მას უკვე აქვს მიღწეული შეთანხმება რამდენიმე ტრანსფერის თაობაზე. სულაც არის არის გამორიცხული, მალე "სიტის" ფორმა მოირგონ ჯეიმი ვარდიმ, ჯონ სტოუნსმა, ჰარი კეინმა...

კიდევ ერთი და განსაკუთრებული გამოწვევა გვარდიოლასათვის ის უნდა იყოს, რომ "მანჩესტერ სიტიში" მას შეეძლება შექმნას "ბარსელონას" ფილიალი. პეპმა ამის გაკეთება მიუნხენში სცადა, მაგრამ პროექტი ჩავარდა. "ბაიერნი" იმდენად დიდი კლუბია თავისი დიდი ისტორიით, რომ იქ ამის გაკეთება გამორიცხული იყო.

"სიტი" სხვა შემთხვევაა. "სიტიში" ამას მოითმენენ. იქ მთავარია, გუნდმა ტიტულები მოიგოს. კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გუნდს ბურთი საკმარისი დროის განმავლობაში არ უჭირავს.

პეპმა "სიტი" ნაღდ გრანდად უნდა აქციოს. რა თქმა უნდა, შემადგენლობის გათვალისწინებით ინგლისური კლუბი ასეთია, მაგრამ ფული და ფეხბურთელები ნაღდი გრანდობისათვის საკმარისი არ არის.

ამას კიდევ "სხვა რამეც" სჭირდება და ეს "სხვა რამე" "სიტისათვის" პეპ გვარდიოლა უნდა იყოს. ვნახოთ, ძალიან საინტერესო იქნება.

დოსიე

ხოსეპ (პეპ) გვარდიოლა სალა

დაიბადა: 1971 წ. სანტდეპორი (ესპანეთი)

ფეხბურთელის კარიერა: 1990-2001 - ბარსელონა; 2001-02 - ბრეშა; 2002-03 - რომა; 2003 - ბრეშა; 2003-05 - ალ-აჰლი; 2005-06 - დორადოსი.

მწვრთნელის კარიერა: 2007-08 - ბარსელონა II; 2008-12 - ბარსელონა; 2013-16 - ბაიერნი; 2016-დან - მანჩესტერ სიტი.

სამწვრთნელო ტიტულები: ლა ლიგა (3), კოპა დელ რეი (2), ესპანეთის სუპერთასი (3), ჩემპიონთა ლიგა (2), ევროპის სუპერთასი (2), საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი (3), ბუნდესლიგა (2), გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა