WTA-ის კლასიფიკაციას ახალი მეორე ნომერი ჰყავს
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყურადღების ცენტრში იყო ავსტრალიის ღია პირველობა. ძალიან მოულოდნელად, გამარჯვება მოიპოვა ანჟელიკ კერბერმა, რომელიც ტურნირის წინ მეექვსე პოზიციაზე იყო მსოფლიოს რეიტინგში.

ამ ტრიუმფმა გერმანელს საშუალება მისცა, ერთბაშად მეორე ადგილზე გადასულიყო. მან 155 ქულით გაუსწრო სიმონა ჰალეპს, ვინც მელბურნი პირველი წრის შემდეგ დატოვა. რუმინელი ამ კვირას ჩასატარებელი ფედერაციის თასის მატჩის შემდეგ, ერთთვიან პაუზას აიღებს ოპერაციის გამო. შესაბამისად, ჰალეპი ვერ შეძლებს დუბაიში ტიტულის დაცვას, დაკარგავს 900 ქულას, წინ გაუშვებს აგნიეშკა რადვანსკას და მეოთხე ნომრად დაბრუნდება. ამასთან, მას ინდიან უელსში ტიტული აქვს დასაცავი.

რადვანსკამ მელბურნში ნახევარფინალამდე მიაღწია. პოლონელმა 2015 წლის პირველი ნაწილი ძალიან ცუდად ჩაატარა, ამიტომაც დასაცავი ბევრი არაფერი აქვს. შესაბამისად, ყველაზე სახიფათო კონკურენტია კერბერისთვის მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. არის კიდევ გარბინ მუგურუსა, რომელიც ავსტრალიაში არც ისე წარმატებით გამოვიდა - მესამე რაუნდში დამარცხდა. საბოლოოდ, ესპანელი მესამედან მეხუთე ადგილამდე დაეშვა.

მარია შარაპოვამ მეოთხედფინალში წააგო სერენა უილიამსთან და შარშანდელი ფინალის ქულები ვერ დაიცვა, ამიტომაც ბევრი დაკარგა რეიტინგში. რუსმა დატოვა ტოპ-ხუთეული და ახლა, მეექვსე ნომერია. მეხუთე პოზიციამდე მას 1000 ქულა აშორებს.

ათეულიდან გავარდა ვინუს უილიამსი. მან პირველივე რაუნდი წააგო და მის ნაცვლად TOP10-ში შევიდა კარლა სუარეს-ნავარო, რომელმაც მელბურნში მეოთხედფინალი ითამაშა. ამიტომაც, ის ერთბაშად მერვე პოზიციაზე აღმოჩნდა. TOP15-ში დაბრუნდა კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი ვიქტორია აზარენკა.

ეკატერინა მაკაროვამ და მედისონ კისმა ვერ შეძლეს 2015 წლის ნახევარფინალისთვის ქულების დაცვა. ორივე ჩოგბურთელი, ამჯერად, მეოთხე რაუნდიდან გამოვარდა. კისი მე-17 ადგილიდან 24-მდე დავიდა, მაკაროვა - 24-დან 31-მდე.

ავსტრალიაში რამდენიმე ჩოგბურთელს ჰქონდა გარღვევა. იოჰანა კონტა ნახევარფინალში გავიდა და ბრიტანელმა 47-დან 28-ე პოზიცამდე აინაცვლა. მას კიდევ უფრო წინ წასვლის საშუალება აქვს, რადგან უახლოეს ტურნირებზე ქულების დაცვა არ უწევს. შუაი ჟანგს "დიდი სლემის" არცერთი ტურნირი არ ჰქონდა მოგებული, აქ კი სიმონა ჰალეპს მოუგო და მეოთხედფინალამდე მიაღწია. ჩინელმა 68 პოზიცია მოიგო და 65-ე ჩოგანი გახდა.

ჯოკოვიჩი ძალიან წინაა

მამაკაცებს შორის ნაკლები გადაადგილება მოხდა, თუნდაც იმიტომ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მარეიმ ისევ ფინალში ითამაშეს. და ისევ სერბმა მოიგო, რომელმაც შეინარჩუნა უდიდესი უპირატესობა კონკურენტებზე.

სამაგიეროდ, შარშანდელი მესამე წრე ნახევარფინალზე გაცვალა როჯერ ფედერერმა და ახლა, შვეიცარიელი მხოლოდ 150 ქულით ჩამორჩება მარეის. ასევე ნახევარფინალში იყო მილოშ რაონიჩი, რომელმაც სამი საფეხურით მაღლა აიწია და მე-11 ადგილზეა, თან TOP10-ში დაბრუნების კარგი შანსი აქვს. ასევე მცირე გადაადგილებები იყო პირველ ათეულში. დავიდ ფერერმა მერვედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, ტომაშ ბერდიხმა კი, თავის მხრივ, პირიქით მოძრაობა გააკეთა. ჟო-ვილფრიდ ცონგამ გაუსწრო რიშარ გასკეს, რომელსაც მელბურნში ტრავმის გამო არ უთამაშია.

გაელ მონფილსმა ისარგებლა კომფორტული ბადით და მეოთხედფინალში გავიდა. ამით ფრანგმა რვა პოზიცია მოიგო და ახლა, მე-17 ჩოგანია.

ჩოგბურთი. რეიტინგები

WTA. TOP10

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 245

2(6). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 700

3(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 5 545

4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 210

5(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 991

6(5). მარია შარაპოვა (რუს) 3 672

7(8). ფლავია პენეტა (იტა) 3 611

8(11). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 595

9(7). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 582

10(9). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 580

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 790

2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 945

3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 795

4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 325

5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 880

6(8). დავიდ ფერერი (ესპ) 4 325

7(7). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 235

8(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 200

9(10). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 905

10(9). რიშარ გასკე (საფ) 2 760

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...