მწვრთნელის აზრით, "საბურთალოს" დღევანდელი რესურსი უმაღლესი ლიგისთვის საკმარისია
"საბურთალო" თურქეთში მზადებას აგრძელებს. "ლელო" გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს ელაპარაკა. მან საინტერესო ამბები გაგვიმხილა - რატომ არ აპირებს შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს, სად ითამაშებს ახალი სეზონიდან გუნდი და ასე შემდეგ...

- სატრანსფერო პერიოდში "საბურთალომ" საკადრო რყევები თავიდან აიცილა. არადა, გაძლიერება არავის აწყენდა...

- რეალურად, ჩვენ მხოლოდ რატი ცაცკრიალაშვილი დავიმატეთ. ის ძალიან კვალიფიციური ახალგაზრდა მოთამაშეა და ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ჯერ ისეთი მიზნები არ გვაქვს, რომ მისი მიღწევა გაგვიჭირდეს და სერიოზული გაძლიერება დაგვჭირდეს.

ახლა, თქვენ მიერ ნახსენები საკადრო რყევები, მოთამაშეთა გაუთავებელი წასვლა-მოსვლა გუნდს არაფერს არგებს და არც გვჭირდება. სტაბილურობა და მშვიდი სამუშაო გარემო გუნდის პროგრესის ერთ-ერთი წინა პირობაა. ჩვენ მიზანმიმართული მუშაობა გვაქვს დაწყებული და ეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ამიტომ, ჩვენს ფეხბურთელებთან მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, რადგან ერთად დიდი გზა გავიარეთ. ერთადერთი, მაშინ დაგვჭირდება გაძლიერება, როცა დასახული მიზნების მისაღწევად მზად არ ვიქნებით, მაგალითად - ევროტურნირებისთვის. უმაღლესი ლიგისთვის კი ეს რესურსიც საკმარისია.

- გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. იქნებ, გაგვარკვიოთ, მეორე წრეშიც თქვენთან იქნება თუ სხვაგან გადავა?

- ხარაიშვილი შეკრებაზე ჩვენთან ერთად წამოვიდა. მასთან დაკავშირებით ეს ხმები შემთხვევით არ გავრცელებულა, დაინტერესება მართლაც არის. მიმაჩნია, რომ გიორგი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელად ყალიბდება და ამაში სპეციალისტები და მედიაც გვეთანხმება. წლეულს ის დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს და ხალხიც ნელ-ნელა ამჩნევს ამას.

თუ მისი ტრანსფერი ამ სეზონშივე არ მოხერხდა, ძლიერ გუნდში ხვალ თუ ზეგ მაინც მოხვდება. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ მისთვის აჯობებს, ეს სეზონი უმაღლეს ლიგაში ჩაამთავროს. თუ საერთაშორისო გამოცდილებას ახალგაზრდულ ნაკრებში მიიღებს, ეს უცხოეთში წასასვლელად ძალიან წაადგება და უფრო თავდაჯერებულიც წავა. მაგრამ ვამბობ - ეს ფეხბურთელი დღესაც მზადაა უცხოეთში სათამაშოდ.

- მეორე წრეში "საბურთალო" რა მიზანს ისახავს?

- ჩვენ ისეთი კლუბი ვართ, რომელიც ნახევარ სეზონს არ გეგმავს. მიზანს წინასწარ ვისახავთ - სამი წლის წინათ, კლუბის ხელმძღვანელობა დაჯდა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ახლა სწორედ ამ გეგმას მივყვებით. ისე, ერთი წლით წინ ვართ - უმაღლეს ლიგაში შედარებით ადრე გადმოვედით. ეს ერთი სეზონი ლიგასთან ადაპტაციისთვის გვჭირდება, უფრო მაღალ მოთხოვნებს რომ შევეგუოთ...

სიმართლე გითხრათ, გვეგონა, რომ ადაპტაციისთვის უფრო რთული გზის გავლა დაგვჭირდებოდა. მაგრამ პირველივე სეზონში ამოცანას უფრო ადვილად გავუმკლავდით, ვიდრე წარმოგვედგინა. ახლა გამოცდილებას ვიღებთ, დახვეწის პროცესშია გუნდიც და მოთამაშეებიც, რადგან უმაღლეს ლიგას შეგუება სჭირდება. იყო თამაშები, რომელშიც, დიდი უპირატესობის მიუხედავად, ვერ გავიმარჯვეთ - ერთადერთი, ამაში თუ დაგვაღალატა გამოუცდელობამ. დანარჩენ თამაშებში კი დავინახე, რომ უმაღლესი ლიგისთვის მზად ვიყავით. მიმაჩნია, რომ შემდეგ სეზონში ბევრად უფრო მაღალი საფეხურებისთვის ვიბრძოლებთ.

ჩვენ ევროპის თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ გვეჩქარება. მთავარია, ამ ყველაფრისთვის საფუძველი ჩაყრილი გვქონდეს. ნაჩქარევი არაფერი ვარგა.

- ხართ თუ არა ევროპისთვის მზად, ამის კრიტერიუმად რა გამოდგება?

- მჯერა, რომ "საბურთალო" მიზანს მიაღწევს და ევროპის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტპზე გავა. და ისე არ გავა, რომ ეს ერთხელ მოხდეს და მეტჯერ - არა. როცა გუნდი ამ დონეზე გაძლიერდება, მერე სულ ამ მიზნისთვის იბრძოლებს.

- ამაში დარწმუნებული რატომ ხართ?

- იმიტომ, რომ "საბურთალოს" ამის რესურსი აქვს. ბავშვობიდანვე, ფეხბურთელებს მაღალი მიზნებისთვის ვზრდით. ისეთი აკადემია გვაქვს, რომ ყოველთვის ძლიერ ცვლას ველოდებით.

ჩვენს კლუბში კარგი ის არის, რომ სპონტანურად არ ვმუშაობთ და ხელმძღვანელობამ იცის, რას აკეთებს და რომ დარგული ხე ნაყოფს გამოიღებს. როგორც მწვრთნელები არ ვმუშაობთ სპონტანურად, ასევე გუნდების მენეჯერებიც - მათ ყველაფერი კარგად აქვთ გათვლილი. ტრაბახის გარეშე ვამბობ, რომ კლუბს ძალიან კარგი მენეჯმენტი ჰყავს და ეს ბევრჯერ გამოჩნდა.

- დიდ მიზნებზე ფიქრი კარგია, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ, თქვენნაირი ამბიციის მქონე კლუბს უკეთესი სტადიონი სჭირდება. "ბენდელას" არენა კი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. "საბურთალოს" მიმართ ეს შენიშვნა საფუძვლიანია.

- გეთანხმებით, საფუძვლიანი შენიშვნაა და ამას ვიღებთ. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ უმაღლესში გადასვლას ასე ადრეულად არ ვგეგმავდით. ნახავთ, რომ შემდეგი წლიდან ინფრასტრუქტურა შეიცვლება, კარგი სავარჯიშო ბაზაც გვექნება და სტადიონიც. მაგრამ ამაზე მეტს ახლა არაფერს ვიტყვი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zaza
წარმატებები!კლუბს აუცილებლად ჭირდება თანამედროვე სტანდარტების ბალახისსაფარიანი გაზონით სტადიონი!სტადიონი აუცილებლად საბურთალოს ტერიტორიაზე უნდა იყოს(სკ საბურთალო საბურთალოზე უნდა თამაშობდეს!გლდანში–სკ გლდანი და ა.შ.)!შესანიშნავია იპოდრომის ტერიტორია,რომელიც დღეს მტვერი და სარეველაა.იპოდრომის ტერიტორიაზე კარგი იქნებოდა საერთოდ სპორტული კომპლექსი აშენებულიყო სარბენი და ველობილიკებით,სპორტული დარბაზებით,სტადიონით,სადაც ნებისმიერი თბილისელისთვის შესაძლებელი იქნებოდა უფასოდ ვარჯიში,დასვენება....იპოდრომის მფლობელს უნდა დაუბრუნდეს თანხა.
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"რუსთავის" ფეხბურთელმა გოლი 55 მეტრიდან გაიტანა [VIDEO]
"საბურთალო": იაშვილთან კონტრაქტი გაგრძელდა, ახალი ცაცკრიალაშვილია
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
საბურთალო-შუქურა 3:2 - ფაქტობრივად, დარჩნენ... [VIDEO]
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
სამტრედია-საბურთალო 8:2 - აწყვეტილები
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
რატი ცაცკრიალაშვილი "სიონში" გადავიდა
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები