ტურინის "იუვენტუსს" შეტევა შეუთხელდა
სერია A-ს 24-ე ტურში ლიდერების ჯახს ვერ ვიხილავთ. "იუვენტუსს" და "ნაპოლის" ისეთი მატჩები აქვთ, სამ-სამი ქულა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უნდა მოიპოვონ, თუმცა წინ მაინც საინტერესო ტური გველოდება და წინასწარ ნურც სენსაციებს გამოვრიცხავთ.

რეკორდის გასაუმჯობესებლად

წინა ტურში "იუვენტუსმა" მიჯრით მე-13 მატჩი მოიგო, ანტონიო კონტეს "იუვენტუსის" რეკორდი დაამხო და მის გაუმჯობესებას შეეცდება. "ვეკია სენიორა "ფროზინონეს" ესტუმრება და ბუნებრივია, რომ უდაო ფავორიტად ითვლება.

ტურინელებს საკადრო პრობლემები მოეძალათ - მარიო მანჯუკიჩი ტრავმირებულია და სავარაუდოდ, თამაშამდე მომჯობინებას ვერ მოასწრებს. სიმონე ძაძას დისკვალიფიკაცია აქვს და გამოდის, რომ ალეგრი შეტევაში კვლავ პაულო დიბალას და ალვარო მორატას ტანდემს გაამწესებს. შესანიშნავი ტანდემია, მაგრამ მწვრთნელს რომ შეტევის გაძლიერება დაჭირდეს, იქ კი პრობლემას წააწყდება. თუმცა, ალეგრის შეუძლია ხუან კუადრადოს იმედზე იყოს, რომელსაც შეტევის წინა ხაზზე თამაშიც შეუძლია.

ალეგრიმ შეგირდებს მობილიზებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სერია A-ში სუსტი გუნდები არ თამაშობენ. მწვრთნელმა "ჯენოასთან" თამაშში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და მათი გამოსწორების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მორიგი გამარჯვების მოლოდინში

"კარპი" მებრძოლი გუნდია და კარგა ხანი არ აგებდა, წინა ტურში კი "ფიორენტინასთან" ქულა უნდა აეღო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბედისწერო გოლი გაუშვა. მოკლედ, "კარპი" იოლად არაფერს თმობს, მაგრამ ამჯერად ნეაპოლში ჩადის, იქ კი სკუდეტოზე დაგეშილ "ნაპოლისთან" მოუწევს ჭიდილი. მასიმილიანო ალეგრის მსგავსად, მაურიციო სარიმ ფეხბურთელებს სიფხიზლისკენ მოუწოდა და სწორედ "კარპის" ბრძოლისუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ნაპოლი" ისევ 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კი ხოსე კალეხონს, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინს ვიხილავთ. სამაგიეროდ, შუა და უკანა ხაზში იგეგმება შემადგენლობის გადახალისება - თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ძირითადში კრისტიან მაჯოს, ივან სტრინიჩს და დავიდ ლოპესს ვიხილავთ. არაა გამორიცხული, სარიმ მირკო ვალდიფიორისაც მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. "ნაპოლი" ფავორიტია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

მონტელა "რომას" წინააღმდეგ

"მილანი" მოღონიერდა, მიჯრით მოიგო მატჩები და ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაუმიზნა. იქამდე ჯერ შორია, მაგრამ ლომბარდიელთა ბანაკში ოპტიმიზმის და ამბიციების ნაკლებობას არ უჩივიან. "როსონერი" "უდინეზეს" მიიღებს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. სინიშა მიხაილოვიჩი შეტევაში ისევ მბაიე ნიანგს და კარლოს ბაკას გაამწესებს, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ შესაძლოა, მეორე ტაიმში მოედანზე ჟერემი მენეზი გამოჩნდეს.

"ინტერი" "ვერონას" ესტუმრება, რომელმაც წინა ტურში პირველი მატჩი მოიგო და წარმატებული სვლის გაგრძელება სურს, თუმცა ქულების დაკარგვა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ნერაძურის" გეგმებში ნამდვილად არ შედის. კიდევ უფრო რთული გასვლა აქვს "ფიორენტინას", რომელიც კერკეტ "ბოლონიას" დაუპირისპირდება და იქ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"რომამ" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, წინ კი "სამპდორიასთან" საშინაო მატჩია. ლუჩანო სპალეტის საკადრო პრობლემები მოეძალა და ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი ოპტიმისტურ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი პირველივე წუთიდან შეუტევს. "სამპას" თავკაცი ვინჩენცო მონტელაა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "რომაში" გაატარა და მისი "ოლიმპიკოზე" დაბრუნებაც გამოსარჩევი ამბავია.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (3-4-2-1): შჩესნი - რუდიგერი, დე როსი, ზუკანოვიჩი - მაიკონი, პიანიჩი, კეიტა, ელ შაარავი - ტოტი, პეროტი - სალაჰი

სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - კასანი, რანოკია, მოისანდერი - სალა, პალომბო, ივანი, დოდო - სორიანო, კორეა - მურიელი

შაბათი. 6 თებერვალი

ბოლონია-ფიორენტინა 21:00

დისკვალიფიკაცია: ოიკონომუ (ბოლონია)

ტრავმა: კრაფტი, დონსა - ბადელი, ალონსო

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +5=11-11, (26-37)

ჯენოა-ლაციო 23:45

დისკვალიფიკაცია: მაური (ლაციო)

ტრავმა: დე ვრი, ბილია, რადუ, კიშნა, ბიშევაჩი, ჯორჯევიჩი, ბრაავჰეიდი (ლაციო)

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +9=3-9, (23-30)

კვირა. 7 თებერვალი

ვერონა-ინტერი 15:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვივიანი, სუპრაიენი (ვერონა)

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +0=2-12, (8-32)

მილანი-უდინეზე 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მექსე, დიეგო ლოპესი, ელი, ლუის ადრიანო - მერკელი, პასკუალე, დომიცი

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 47 თამაში: +25=9-13, (88-52)

ფროზინონე-იუვენტუსი 18:00

დისკვალიფიკაცია: ძაძა (იუვენტუსი)

ტრავმა: კარლინი, კრაგლი - კასერესი, მანჯუკიჩი, ასამოა, ლემინა, რუბინიო, ხედირა, კიელინი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +0=1-2, (1-4)

ნაპოლი-კარპი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გრასი - ფედელე, დე გუზმანი

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1=1-0, (3-0)

სასუოლო-პალერმო 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტერანოვა, მისიროლი, ლარიბი - მარესკა

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +1=1-1, (2-2)

ტორინო-კიევო 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ობი, ბოვო - ისკო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი, პეპე, ბიძარი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +10=8-5, (29-22)

ატალანტა-ემპოლი 21:00

დისკვალიფიკაცია: დრამე (ატალანტა)

ტრავმა: კარმონა, პალეტა, ბელინი - კოსტა

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +4=7-4, (13-14)

რომა-სამპდორია 23:45

დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი (რომა)

ტრავმა: ტოროსიდისი, დინე, კაპრადოსი, პონჩე, უჩანი, ფლორენცი, ჯეკო - დე სილვესტრი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 38 თამაში: +17=11-10, (55-38)

ბომბარდირები: 23 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 12 - მარტინს ედერი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 9 - მასიმო მაკარონე (ემპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი