ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[აქტუალურ თემაზე] ნაკრები და მწვრთნელი - ვისწავლოთ პრაგმატული მეზობლებისგან

[აქტუალურ თემაზე] ნაკრები და მწვრთნელი - ვისწავლოთ პრაგმატული მეზობლებისგან

ანუ დიდი გამარჯვება, რომელსაც განვრცობა სჭირდება...
საქართველოს ნაკრებს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება. ქართველი თუ უცხოელი? ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ორივე ვარიანტს განიხილავენ. ვის უნდა შეედაროს საქართველო? ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ და იმედია, მალე ვიქნებით კიდეც...

საფეხბურთო თვალსაზრისით კი, საქართველო ჯერაც ვერ არის ნაღდი ევროპა. ცხოვრების დონითა და ფეხბურთის განვითარების თავისებურებებით ჩვენ დღეს ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას თუ შევედრებით. ასეა დღეს და ხვალ რა იქნება, ამასაც დრო გვიჩვენებს.

საინტერესოა, რა ხდება ამ ხსენებული პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნულ გუნდებში. როგორაა გადაწყვეტილი იქ სამწვრთნელო საკითხი?..

პოსტსაბჭოეთი

რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ფაბიო კაპელო წვრთნიდა. ის ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა და წარმატებითაც. კაპელოს ხელმძღვანელობით რუსეთის ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში დამაჯერებელი ვერ იყო, მაგრამ იტალიელის წასვლის შემდეგ სლუცკიმ რუსეთი მშვენივრად აათამაშა. რუსეთი ევროფორუმზე მიდის...

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ადგილობრივია - ლანჩხუთის "გურიის" ყოფილი დამრიგებელი მიხაილო ფომენკო. უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება და, შესაბამისად, ფომენკოს მუშაობაც წარმატებულად უნდა შეფასდეს...

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელორუსის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა. გუნდს ალექსანდრ ხაცკევიჩი წვრთნის, ვისაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია...

უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს სამველ ბაბაიანი ავარჯიშებს. გვარმა არ მოგატყუოთ - მას უზბეკეთის მოქალაქეობა აქვს. მანამდე ამ პოსტზე ცნობილი უზბეკი ფეხბურთელი მირჯალოლ კასიმოვი მუშაობდა. უზბეკეთის მიზანი მომავალ მუნდიალზე გასვლაა...

მარტის ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენს უახლოეს მეტოქე ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს რუსი სპეციალისტი იური კრასნოჟანი უდგას სათავეში. ყაზახები ნელ-ნელა სანაკრებო დონეზეც სწავლობენ ფეხბურთის თამაშს და ამას, მგონი, ყველა ამჩნევს...

აზერბაიჯანის ნაკრებს ახლო წარსულში ცნობილი ხორვატი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკი მოძღვრავს. აზერბაიჯანს აქვს იმის ფუფუნება, რომ უცხოელ მწვრთნელში დიდი თანხა გადაიხადოს და, ამავე დროს, შედეგს მაინცდამაინც არ გამოეკიდოს. შეგახსენებთ, რომ პროსინეჩკიმდე აზერბაიჯანს ბერტი ფოგთსი ავარჯიშებდა.

ტაჯიკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუბინ ერგაშევი მუშაობს, ყირგიზეთში კი - რუსი ალექსანდრ კრესტინინი. თურქმენეთს ადგილობრივი მანგატიკ კაჩუმოვი წვრთნის. ახლახან მოლდოვის ნაკრებიც ადგილობრივმა სპეციალისტმა, საბჭოური ეპოქის ვარსკვლავმა იგორ დობროვოლსკიმ ჩაიბარა...

გადავიდეთ ბალტიისპირეთში. ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია ახლო წარსულში ამ გუნდის ლიდერი - მარიანს პახარსი. ლიტვას ასევე ყოფილი მენაკრებე, ოდესღაც შესანიშნავი შემტევი - ედგარას იანკაუსკასი ხელმძღვანელობს. ესტონეთის ეროვნული გუნდი კი, ნოემბერში უშანსოდ რომ მოგვიგო, შვედი მაგნუს პერსონის განკარგულებაშია.

მივადექით სომხეთის ნაკრებს, რომელთანაც ფიფას რეიტინგშიც ვმეზობლობთ და ჩვენ შორის მსგავსება მხოლოდ ეს არ არის. ჩემი აზრით, ჩვენ დაახლოებით თანაბარი ძალისა და გაქანების გუნდები გვყავს.

და როგორ იქცევიან სომხები ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში? ვარდან მინასიანის ხელმძღვანელობით, გუნდი ძალიან კარგად ათამაშდა. მერე სომხებმა ჩათვალეს, რომ მომწიფებული იყო ნიადაგი უცხოელი მწვრთნელის ჩამოსაყვანად და ეროვნული გუნდი შვეიცარიელ ბერნარ შალანდს ჩააბარეს.

შალანდი მშობლიური ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იყო და მას არაერთ შვეიცარიულ კლუბში მუშაობის გამოცდილებაც უმაგრებდა ზურგს, მაგრამ სომხეთში ის ჩაფლავდა. იქაურმა ფეხბურთის ფედერაციამ სიტუაცია გონივრულად შეაფასა და ეროვნული გუნდის გაწვრთნა ვარუჟან სუკიასიანს ანდო, რომელსაც ადრეც უმუშავია სომხეთის უპირველეს გუნდში, ახლა კი, პარალელურად, ერევნის "არარატის" მთავარი მწვრთნელიცაა.

აღმოსავლეთი ევროპა

ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეს ცოტა ხანი თვალი მოვწყვიტოთ და აღმოსავლეთ ევროპისკენ გავიხედოთ.

ალბანეთმა არცთუ მაღალანაზღაურებადი იტალიელი მწვრთნელი, თუმცა სერია A-ში მუშაობის საკმაო გამოცდილების მქონე ჯანი დე ბიაზი მოძებნა და ევროპის ჩემპიონატზეც გავიდა.

შევიხედოთ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ბანაკში. გუნდს ადგილობრივი სპეციალისტი ივაილო პეტევი ავარჯიშებს, რუმინეთის ნაკრებს კი ამ გუნდში მესამე ვადით მისული, უდიდესი გამოცდილების მქონე ანგელ იორდანესკუ მოძღვრავს...

მეზობლების მაგალითი

ვფიქრობთ, ზოგადი სურათის შესაქმნელად საკმარისია, რაც დავწერეთ. ამით შევეცადეთ, მკითხველისთვის მოკლედ მოგვეთხრო, თუ რა ხდება დაახლოებით ჩვენი გაქანების ნაკრებებში, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ ამ მოტივებით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ფედერაციამ თავისი იცის, ისე კი, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ახლა ოპტიმალური ვარიანტი ქართველი მწვრთნელის დანიშვნა იქნება. კახა ცხადაძე იმ მოტივით აღარ არის ნაკრებში, რომ ფული დაიზოგა და, ცხადია, ფედერაციას აუცილებლად მოუწევს ახალი დამრიგებლის ხელფასის გასაჯაროება.

ჩვენ თვალწინ გვაქვს სომხების მაგალითი. მოდით, ვაღიაროთ, რომ მათ ჩვენზე მეტი თუ არა, ნაკლები თაობა არ ჰყავთ. ბოლოს და ბოლოს, ჰენრიხ მხითარიანს ყველა ვიცნობთ და სომხეთის ნაკრები მხოლოდ მხითარიანი არ არის. იქ არიან მარკოს პიზელი, იურა მოვსესიანი...

ფაქტია, ადგილობრივი მწვრთნელის ხელში სომხეთის ნაკრები წინ წავიდა, გრანდებსაც მაგრად ეჭიდავა და წინა მუნდიალის შესარჩევში ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა პლეი ოფში მოხვედრის შანსს (გავიხსენოთ ზედიზედ ორი საგარეო გამარჯვება ჩეხეთთან და დანიასთან, ასევე, გასვლითი ფრე იტალიასთან). მერე მოვიდა უცხოელი და ყველაფერი აირია. ახლა აქცენტი ისევ სომეხზე გაკეთდა...

ვერ შევურიგდებით...

საქართველოს დღეს არ ჰყავს ის თაობა, რომ მაღალკვალიფიციურ უცხოელს მილიონები დაუნანებლად შევწიროთ. თუ თანხის ეკონომიისთვის გაკეთდა ის, რაც გაკეთდა, მაშინ აქედანვე ნათელია, რომ ფედერაცია უარს იტყვის მაღალანაზღაურებად უცხოელ მწვრთნელზე...

ოღონდ აქ არის ერთი მეტად ფაქიზი და მნიშვნელოვანი მომენტი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არამც და არამც არ უნდა იფიქრონ, რომ აქცენტების სხვაგან გადატანა და თუნდაც ქართული ფეხბურთის განვითარების ასე ნანატრი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ნაკრების შედეგს მეორე პლანზე გადასწევს.

ვერც ქართული სპორტული მედია და ვერც გულშემატკივარი ვერ შეურიგდება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გამუდმებით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევი ჯგუფის ცხრილის ფსკერზე იტანჯებოდეს.

გასაგებია, რომ თუნდაც ბელგიამ და ავსტრიამ, გარკვეული ხნის განმავლობაში, აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაზე გადაიტანეს, მაგრამ, იმავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე მათი შედეგები კატასტროფული არ გამხდარა.

გარდა ამისა, ავსტრიაში იცოდნენ, რომ მათ ეზრდებოდათ დავიდ ალაბა და მარკო არნაუტოვიჩი. ბელგიაშიც იმდენი და ისეთი ტალანტები იზრდებოდნენ და იზრდებიან, მათი ჩამოთვლით ახლა თავს აღარ შეგაწყენთ...

ძალიან კარგია, მაგრამ ზეიმი ადრეა...

და რას ვხედავთ ჩვენ? ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ერთ-ორი გამონაკლისის გარდა, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებულ ტალანტს ვერ ვხედავ და სულ მალე ის ერთი-ორი გამონაკლისიც განსაკუთრებული გამოცდის წინაშე დადგება. თუ მათ ხასიათი მისცემთ გასაქანს, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ, თუ არა და...

საქართველოს ეროვნული ნაკრები არის ჩვენი საფეხბურთო პირამიდის წვერი და გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ, რომ სფფ-ის მიერ გაწეული საქმიანობა დიდწილად ეროვნული ნაკრების ასპარეზობით შეფასდება.

ამ მხრივ, ახალ ველოსიპედს ნამდვილად არ ვიგონებთ. ასეა თითქმის ყველა ქვეყანაში და ასე უნდა იყოს საქართველოშიც. ნაკრებზე წინ, ზოგადად ფეხბურთში, არაფერი დგას. ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იდენტობის წარმოჩენის ერთადერთი საფეხბურთო საშუალებაა.

საქართველო იწვის ქვეყნის მთავარი საფეხბურთო კრებულის წარმატების სურვილით და ჩვენი გულშემატკივრის მოლოდინიც უსაზღვროა. მთელ ცხოვრებად ღირს ის წამი, როცა ეს მოლოდინი რეალობად იქცევა...

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა რომ დამტკიცდა, მაგრამ ეს ჯერ არ გვაძლევს ზეიმის უფლებას. სახელმწიფო კლუბები, გაბერილი შტატები, ამ გუნდებს მიტმასნილი ათასი ნაძირალა... ეს ყველაფერი მოსაშორებელია და იოლი არ იქნება...

და გაბერილი ხელფასები მაშინ, როცა რაიონებში, არაერთ სახლში წვიმს და ცივა - ეს უკვე უსამართლობაა და ქართული საკლუბო ფეხბურთი სწრაფი ტემპით უნდა დაიძრას განახლებისკენ, გაჯანსაღებისკენ, კერძო სექტორისკენ...

ამ ფულს კი, საკმაოდ დიდ თანხას, უმკაცრესი კონტროლი სჭირდება, თორემ ფული ქართულ ფეხბურთში ადრეც იხარჯებოდა. ესაა, არასწორი მიდგომის გამო შედეგი არ ჩანდა და თუ თითოეული თეთრი უმკაცრესად არ გაკონტროლდა, არც მომავალში გამოჩნდება...

ამბობენ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მომავალი სეზონიდან დიდი რყევები ელისო და იქნებ გვარიანმა შეჯანჯღარებამ ქართულ ფეხბურთს უშველოს კიდეც. იმასაც ამბობენ, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს ერთი ისეთი პიროვნებაც გაეცლება, არაერთ ქართულ გუნდში რომ აქვს თავისი ინტერესებიო...

ვნახოთ, ის კი ფაქტია, რომ ჩვენს წერილში სანაკრებო თემას საკლუბოც შევურიეთ. რას ვიზამთ, მხოლოდ ეროვნულ გუნდზე ან მხოლოდ კლუბებზე წერა არ გამოდის, ეს ერთი დიდი ჯაჭვია...

ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარება კი ის სეგმენტია, რომლის გარეშეც საქართველოს ვერასოდეს ეყოლება ძლიერი ნაკრები. ამ ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციის დროს გაკეთდა ის, რასაც სრული 25 წელია ველით, მაგრამ თუ ამით დავკმაყოფილდით და ეს გამარჯვება არ განვავრცეთ, მალე სიხარულს მარცხის სიმძიმე შეგვიცვლის.

ფაქტია, ქართულ კლუბებში უსერიოზულესი წმენდაა ჩასატარებელი. წლების განმავლობაში გარყვნილ, ყველაფერს შეჩვეულ კაცს ვერაფერს უშველი, თორემ პატიოსან და მონდომებულ კადრს ყველაფერს ასწავლი...

სხვათა შორის, სწავლაზე ფული არამც და არამც არ უნდა დაიზოგოს. მეტიც - ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ყველა ადამიანისთვის სავალდებულო უნდა იყოს უცხოური ენების ცოდნა, რაკი ზოგადად ფეხბურთი უკვე დიდი ხანია, აღარ არის მხოლოდ თამაში და მისი მნიშვნელობა გაცილებით მეტია.

რა თქმა უნდა, ჩვენს ფეხბურთში წლების განმავლობაში იმდენი ჭირი დაგროვდა, ერთ ჯერზე და ერთი ამოსუნთქვით მას ვერ ვუშველით, მაგრამ ჭაობში ჩაძირულსა და სასიკვდილოდ გამზადებულს ყოფა რომ უნდა შევუმსუბუქოთ, ეს ფაქტია.

ჩემპიონატს ხომ ვატარებთ და ნაკრები ხომ თამაშობსო - ადრე ეს არგუმენტი გვესმოდა. არ გამოდგება ის - ფიფა და უეფა, ფორმალურად მაინც, იმდენად დემოკრატიულები და ტოლერანტები არიან, რომ ფეხბურთის თამაშს არ აგვიკრძალავენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

ნიკა, ჯიგარი ხარ. გეთანხმები.

• gio

"ქართულ კლუბებში უსერიოზულესი წმენდაა ჩასატარებელი. წლების განმავლობაში გარყვნილ, ყველაფერს შეჩვეულ კაცს ვერაფერს უშველი, თორემ პატიოსან და მონდომებულ კადრს ყველაფერს ასწავლი..." ამას ჩემი კარგებო მიშას მეთოდები ჭირდება, უმკაცრესი, ზოგჯერ სასტიკი, თუმცა მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. მიშა არ გინდათ უმრავლესობას, თუმცა კობიაშვილი რომ ამის გამკეთებელი არ არის, მგონი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

• jm

ქართველებიდან, გეგუჩაძე, შოთა, ცხადაძე, რომელის ნაკრების დონეს ასე თუ ისე შეესაბამება, სხვაზე ფიქრიც კი არ ღირს ჩემის აზრით.

• quTaiseli

ცხადაძით არ იწყება და არ მთავრდება ქართული ფეხბურთი ეს ერთი და ვინც იმას კითხულობს უფულოდ ვინ მუშაობსო რათქმა უნდა არავინ მაგრამ ეს ფული შედეგიდან გამომდინარე უნდა მიცე დაარა ჰარიჰარალოზე.ცხადაძე კიდე მიიღებს კომპენსაციას და ტყუილა ღელავთ ამასთან დაკავშირებით მისი მომხრეები.

• ლაშა

არვიცი რასგააკეთებს კობიაშვილ8 მაგრამ ცუდად დაიწყო ძალიან ეცლია ეს 6 თვე ცხადაძისთვის ჯობდა...

• 1

ავტორი წერს 2 ტალანტის გარდა ვერავის ვხედავ დღესო თან იქვე ამბობს დაბალ შედეგს ვერ შევეგუებითო, წინააღმდეგობაში ხართ თქვენ თავთან ასე მგონია, მაინტერესებს თუ არ გვყავს ფეხბურთელები მწვრთნელმა შედეგი საიდან დადოს? მგონი ჯობია 2 უცხოელი ფეხბურთელი მაინც მოვიწვიოთ ნაკრებში და ბავშვთა მწვრთნელები გაუშვათ საზვარგარეთ კლუბებში გრძელვადიან სტაჟირებაზე და არა 2 კვირით , რომ ისწავლონ და სამომავლოდ სწორედ მაინც განვითარდეს ფეხბურთი

• Vano

ეს ყველაფერი გასაგებია ,მაგრამ უფულოდ თუ მუშაობს ვინმე ეს მოიკითხეთ, მათ ხელფასებზე რატომ არაფერს ლაპარაკობთ, აქ ხომ გასაცოდავებული ლარები გახდა სალაპარაკო და განსჯის თემა.ვინმე თუ მშაობს ხელფასის გარეშე. მსოფლიო პრაქტიკიდან მოიყვანეთ ერთი მაგალითი მაინც, რომ კონტრაქტი ვის დაურღვიეს ხელფასს ვეგარ გადაგიხდით იმდენს რამდენსაც შეგპირდითო. ყველაფერი სამარცხვინო და ჩარჩული აქ უნდა მოიფიქრონ.ყველაფერ ცუდში და სამარცხვინოში პირველები ხომ უნდა ვიყოთ.

• qutaiseli

ესენი რას ფიქრობენ კაცო აი დომენტი რეზი და ახალკაცი ზრუნავდენ თუ ზრუნავდენ ქართულ ფეხბურთზე მარა რათგინდა ვინ დაუფასა ადგა კაცი და აფხაზეთში გაიქცა გაუზიაროს უნდა იმათ თავის ნამოღვაწარი ისე თავის მომხრეებსაც თუ გაიყოლებდა კარგი იქნებოდა.ფეხბურთი მოკვდა მაშვინ როცა ახალკაცი უნცროსი დასვეს ფედერაციის სათავეში და დაიწყო და რა დაიწყო აქეტ ბოკერია იქეთ მიხუინა და შუაში კიდე ღმერთმა იცის ვინები კიდე.საქულას დუქანი დაიკეტა და აღარ გაიღება.

• nika

ვინმეს მართლა, გულწრფელად გჯერათ რომ სსფ საერთოდ ამ საკითხზე ფიქრობს? საერთოდ აზროვნებს? ცხადაძემ დაიწყო და დაამტკიცა რომ გუნდს ქმნიდა ფაქტიურად უშეცდომოდ და ძლიერ, ყოველშემთხვევაში ჯერ რომ არ გვყოლია ისეთ გუნდს აყალიბებდა და კაცი გააძევეს, უმიზეზოდ, მაფიოზური მიდგომების გამო. მე-5 ადგილი გარანტირებული გვაქვს შესარჩევში,ასე რომ აქ ფეხბურთი მოკვდა უახლესი 10 წელი. ეს მწარე რეალობაა და ჩვენ თუ გულშემატკივრები ვიყავით ცხადაძე ვერ უნდა გადაეყენებინათ. მივხვდებით ამას ძალიან მალე. კობიაშვილს კი მოუწევს ჯოხით წასვლა. ესეც გარდაუვალია. ჯერ მწვრთნელი არ გვყავს და ასე ვთქვათ ერთ თვეში თამაშია, მეორეც, ვერავის რომ ვერ მოვხიბლავთ ფინანსურად რომელ მწვრთვნელს დავიქირავებთ? ის რა იყო და ახლა რასაც დავპირდებით ამ თანხაზე ვინმე აქ მოვა? საბავშვო ბაღია ან ვინმეს ჰგონია სსფ ... კობიაშვილის და ... მუჯირის შემხედვარე რაიმეს მოახერხებს? იქ, კატასტროფაა.

• batono odala

სულ კრიტიკა არ მესმის. თუ არ კითხულობ, რაღას აკომენარებ. თუნაკრებზე და საკლუბო ფეხბურთზე არ დაიწერა, რაზე უნდა დაიწეროს? ვინც კითხულობს, გაგვატარეთ

• odala

აღარც ვკითხულობ უკვე ამ სტატიებს. დამღლელია ყოველ დღე ერთი და იგივეს კითხვა. თქვენ არ გღლით ერთი და იგივეს წერა?

• qazwsx

დავამატებდი, რომ ნაკრების შედეგებზე არანაკლებ (თუ მეტად არა) მნიშნელოვანია ტრანსფერების საკითხი (ანუ კლუბი ან კერძო უნდა იყოს და ის თავისთაად შეეცდება ფულის შოვნას ან რაღაც სისტემა უნდა არსებობდეს, რომ ისეთი რამე არ ხდებოდეს, რაც მაგალითად კაჭარავას შემთხვევაში მოხდა). თუნდაც, მსოფლიო ჩემპიონატებზე რომ გავიდეთ, ვთქვათ 10-15 წელიწადში ერთხელ, ეს არ ღირს ამხელა თანხების გადაყრად, თუ ფეხბურთი შემოსავლიანი არ გახდა საქართველოსთვის. ანუ, ძირითადად, იმით კი არ უნდა ვამაყობდეთ, რომ ჩვენი ნაკრები კარგ ფეხბურთს თამაშობს, არამედ იმით რომ იმდენად ნიჭიერები ვართ ფეხბურთში, რომ ამით დიდ ფულს ვშოულობთ.

• გუჯა კახაძე

ქართული ფეხბურთი როგორ გადავაქციოთ მომგებიან ბიზნესად ამის შესახებ დაწერეთ!!!!

• tngh

უმრავლესი სპორტული ჟურნალისტის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია, ბევრად უფრო მაღალია, ვინემ "მეგრანტე", თვითმარქვია ექსპერტებისა. სრული ჭეშმარიტებაა, ეს წერილი.

• იკა

ლაპარაკში და წერაში ყველა მაგრად ვაზროვნებთ მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა გამოჩნდება რომ ფეხბურთელები არ გვყავს და აზრი არ აქვს მწვრთნელს როგორს მოიყვან. გადახედე სად თამაშობენ ნაკრების ფეხბურთელები და იმით იმსჯელეთ. ეს სიმართლე კი არავის მოწონს

• bero

მართალია ავტოროი. ეს მხოლოდ სანახევრო გამარჯვებაა

• gogi

ბატონო ალეკო, ვარ ვეტერანი გულშემატკივარი. მომწონს თქვენი სტატიები. თუ არისშანსი, რომ ერთ დღეს შევხვდეთ და ფეხბურტზე ვილაპარალოთ

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ოფიციალურად - "თელავის" მწვრთნელად სომხეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი დაინიშნა

"სულელი ხარ!" - სკანდალი აზერბაიჯანში, ჟურნალისტები საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მოლდოვის ნაკრების მწვრთნელი: ჯერ ვნახოთ, რა გუნდით ჩამოვა საქართველო

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]

აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად ჩერჩესოვს ან გიუნეშს დანიშნავენ

სომხეთთან წაგების შემდეგ ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

აზერბაიჯანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა "დინამოსთან" მატჩში "ნეფთჩის" შანსები შეაფასა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

"საქართველოს ნაკრები ის გუნდი აღარაა" - მონტენეგროელთა მწვრთნელი

მეოთხე ადგილზე გასვლის გამო აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი არ გაუგრძელეს

რობერტ პროსინეჩკი აზერბაიჯანის ნაკრებს ტოვებს

ვარდან მინასიანი: ერევანში წაგება უკვე დაგვავიწყდა - ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი

დე ბიაზი, რომლისგანაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ნაკრებიდან გაუშვეს

საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოლდოვას ლიდერი და კაპიტანი დააკლდება

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

რობერტ პროსინეჩკიმ აზერბაიჯანის ნაკრები დატოვა

ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი რობერტ პროსინეჩკი გადადგა

რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს

მეტოქე: მოლდოვის ნაკრებმა ისრაელში კინაღამ მოიგო [VIDEO]

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

"არარატ-არმენიას" მწვრთნელი: ჩვენ შევისწავლეთ "საბურთალო", თუმცა...

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

იგორ დობროვოლსკი: ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი სამართლიანია

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

მოლდოვა VS საქართველო - პირველი სამი ქულისთვის!..