"დილა" თურქეთიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდება და 50 ათასით შემცირებული ბიუჯეტი დახვდება
"გორის ბიუჯეტი არის 15 მილიონი, საიდანაც "დილას" გამოყოფილი აქვს 2 მილიონი. ეს მაშინ, როცა სახელმწიფომ უკვე 265 მილიონი გამოუყო კლუბებს. იქ, სადაც 15-დან 2 მილიონი უნდა მოხმარდეს გორის "დილას", რა ვუყოთ ამდენ სოციალურად დაუცველს, მრავალშვილიან ოჯახებს, ლტოლვილებს?" - ეს არის ციტატა გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლერი ლაფაჩის საუბრიდან ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის გადაცემაში...

სხვა დროს, საკრებულოს ცალკეული დეპუტატის მოსაზრება საფეხბურთო კლუბის ბედთან დაკავშირებით, შესაძლოა, სპორტის გულშემატკივრისთვის ან სპორტული მედიისთვის ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ გორში შექმნილმა ახალმა რეალობამ უკვე ჰპოვა ასახვა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, "დილას" ბიუჯეტზე და გამორიცხული არ არის, მომავალში კიდევ აისახოს.

ამას წინათ ვწერდით გორის საკრებულოში ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტის შესახებ, რომლის გამოც "დილას" დაფინანსება ფერხდებოდა და რასაც, შესაძლებელი იყო, უცხოური შეკრების მოწყობაზეც უარყოფითად ემოქმედა. მოგეხსენებათ, შეკრების პირველი ეტაპი გუნდმა თბილისში მაინც მოაწყო და ამჟამად ბელეკშიცაა (თურქეთი) მორიგი ეტაპის გასავლელად, მაგრამ, როგორც გავიგეთ, საამისოდ საჭირო თანხა კლუბის ხელმძღვანელობამ ბანკიდან სესხის აღების გზით გამონახა. მის გასტუმრებას კი ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ვარაუდობდნენ...

გასული კვირის მიწურულს, ბიუჯეტი, როგორც იქნა, დამტკიცდა, მაგრამ ამას წინ უძღვოდა პოლიტიკური პროცესები - გორის საკრებულოში გარკვეული გადაჯგუფება მოხდა, უმრავლესობა უმცირესობად იქცა, უმრავლესობად ქცეულმა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა კი საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და კომიტეტების თავმჯდომარეები თანამდებობებიდან გადააყენეს.

ახალ რეალობაში, როგორც იქნა, მიიღეს ბიუჯეტიც, მაგრამ მხოლოდ კორექტივების შეტანის შემდეგ. კერძოდ, ამ ცვლილებებით "დილასთვის" განსაზღვრულ 1 500 000 ლარს 50 ათასი მოაკლეს. დეპუტატებისავე მითითებით, კლუბმა "ქამრის შემოჭერა" შტატების ხარჯზე უნდა მოახდინოს.

საკრებულოს დეპუტატებს შეუძლიათ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, მომავალშიც შეიტანონ ცვლილებები ბიუჯეტში და რადგან გორის "დილას" დაფინანსება დიდი ხანია ერთობ ყბადაღებულ თემადაა ქცეული ქალაქის საკრებულოში და გამორიცხული არ არის, მის შემცირებაზე მომავალშიც დაიწყოს მსჯელობა.

ახლა კი "დილას" დასაფინანსებლად გამოყოფილია 1 450 000 ლარი, ოღონდ ამავე თანხაში შედის გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის და ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის - "დილას" დაფინანსებაც. ეს თანხა კი, როგორც მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა თეა კეჩხუაშვილმა გვაცნობა, თითქმის ნახევარი მილიონი ლარია.

მაშასადამე, უშუალოდ საფეხბურთო კლუბ "დილას", რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გახლავთ, გორის 2016 წლის ბიუჯეტით მილიონ ლარამდე ექნება გამოყოფილი. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, გამორიცხული არაა, სამომავლოდ, კორექტივების შეტანისას ცვლილებები კლუბისთვის განსაზღვრულ თანხასაც ისევ შეეხოს და გარკვეული ნაწილი კიდევ შეიწიროს.

ბოლოს კი წერილის დასაწყისში ნახსენები 2 მილიონის შესახებაც გვინდა ვთქვათ. ეს თანხა 2015 წელს მართლაც გამოიყო გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ "დილასთვის", მაგრამ იმ 2 მილიონშიც შედიოდა გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის და ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდისთვის დაფინანსება, ასევე, თანხა - გუნდის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად და უშუალოდ ტურნირზე საასპარეზოდ.

"დილა" თურქეთიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდება, მაგრამ დახვდება 50 ათასით შემცირებული ბიუჯეტი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ადრე პირიქით, მისი გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა, საინტერესოა, ახალშექმნილ რეალობაში რა გამოსავალი მოიძებნება.

აისახება თუ არა შექმნილი ვითარება გუნდის მიზნებზე, ევროტურნირზე მონაწილეობის მისაღებად ბრძოლაზე და ასე შემდეგ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა