მამუკა ტურაშვილისა და ვასილ გოგუას გაწვრთნილმა დინამოელებმა გამართულ ფინალურ მატჩში "ჰიუნდაი" დაამარცხეს
თბილისის ჩემპიონი 14-წლამდელთა შორის "დინამოა". მამუკა ტურაშვილისა და ვასილ გოგუას გაწვრთნილმა დინამოელებმა გამართულ ფინალურ მატჩში "ჰიუნდაი" დაამარცხეს და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტული დაისაკუთრეს.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით დაძაბული იყო მატჩის ბოლო პერიოდი, როცა "ჰიუნდაიმ" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მანამდე კი დინამოელები დამაჯერებლად იგებდნენ. გიორგი ბიგანაშვილის, ირაკლი კილაძის და ნიკა იმედაშვილის შედეგიანობით "დინამომ" პირველი ტაიმი 32:24 მოიგო, თუმცა მესამე პერიოდიდან "ჰიუნდაიმ" თამაში გამოასწორა და დათა გოგაძისა და საბა გაჩეჩილაძის აქტიურობით ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა.

დასკვნით წუთებში "დინამომ" მოახერხა ლიდერობის შენარჩუნება და დამაჯერებელი გამარჯვებით (60:53) თბილისის ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულებს გიორგი ბიგანაშვილმა 21 ქულით ულიდერა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ნამატჩევს, დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური პრიზიც ჩაიბარა.

მეორე ადგილზე გასული "ჰიუნდაის" მოთამაშეები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა დათო გოცირიძემ და კახაბერ ბაღათურიამ. მაყურებელთა სიმპათია გახდა ჰიუნდაელი დათა გოგაძე, რომელსაც სპეციალური პრიზი კავშირის წევრმა მამუკა ლომიძემ გადასცა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა "დინამოს" წევრი გიორგი ბიგანაშვილი, რომელიც შესაბამისი პრიზით დავით ჩიხლაძემ დააჯილდოვა. დინამოელებს მედლები და სიგელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა - ზაზა ღონღაძემ და ლევან წულაიამ გადასცეს. საჩემპიონო თასი დინამოელთა კაპიტან გიორგი ბიგანაშვილს კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა უსახსოვრა.

17 თებერვალს საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც თბილისის ჩემპიონატის წარმატებული გუნდები - "დინამო", "ჰიუნდაი", "ორბი", "აკადემია", "იბერი", "არმია" და "მართვე" გამოვლენ, რომლებსაც რეგიონის 5 გუნდი დაემატება.

ჰიუნდაი 53:60 დინამო

14:16, 10:16, 16:15, 13:13

ჰიუნდაი: ს. გაჩეჩილაძე 16, დ. გოგაძე 9, ლ. ჩაჩანიძე 8

დინამო: გ. ბიგანაშვილი 21, ი. კილაძე 14, ნ. იმედაიშვილი

წყარო: gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა