ივან ფატიჩი მზად იყო, საქართველოში მიზერულ ხელფასად ეთამაშა, მაგრამ მისი გასინჯვაც კი არავინ მოინდომა
ახლახან "ლელოში" გამოქვეყნებული წერილით გაცნობეთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და პრემიერლიგის ლიდერ "ლესტერის" 29 წლის ფორვარდ ჯეიმი ვარდის საქართველოში თამაში სურდა, მაგრამ მასზე უარი თქვეს.

ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც ბოლო. ვარდის დონის მოთამაშეაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი კვირის წინ ქართულ კლუბებს საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელს სთავაზობდნენ: ივან ფატიჩი 27 წლის და 188 სმ სიმაღლის ჩერნოგორიელი ცენტრალური მცველია და თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

საინტერესოა, რომ 18 წლის ფატიჩმა პროფესიონალური კარიერა მილანის "ინტერში" დაიწყო, მერე ირიცხებოდა "ვიჩენცაში", "სალერნიტანაში", 2009-10 წლებში "ჯენოაში". შემდგომ თამაშობდა "ჩეზენაში", "კიევოში", "ემპოლიში", "ვერონასა" და "ლეჩეში". გარკვეული დროით ბალკანეთში დაბრუნდა და "ვოევოდინასა" და "რუდარის" ფორმა მოირგო.

შარშან იტალიაში დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ დაშავდა და ფორმის აღსადგენად, დროებით, მალაიზიის "სარავაიკში" გადავდა.

ახლახან იყო შანსი, ფატიჩი საქართველოში ჩამოსულიყო. მზად იყო, ფორმაში შესასვლელად მაისამდე დარჩენილიყო და მიზერულ ხელფასს ითხოვდა - მაქსიმუმ 3 ათას დოლარს. მაგრამ მის გასინჯვასაც კი ერთი კლუბიც არ დათანხმდა. მიზეზი სხვადასხვა გახლდათ, ზოგიერთი დაკომპლექტებული იყო, ზოგს კი ბიუჯეტი არ აძლევდა ამის საშუალებას.

ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელს უხუმრია, ახლა ფული არ გვაქვს და 500 ლარად მესიც რომ ჩამოგვიყვანონ, იმასაც ვერ ავიყვანთო.

საბოლოოდ, როგორც შევიტყვეთ, ფატიჩი იტალიის სერია B-ს კლუბს შეუთანხმდა და კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ჩვენ კი, ეტყობა, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
რა სისულელეებს წერთ,
გულშემატკივარი
როგორც ჩანს საერთოდ ფეხბურთი ცოტა უცნაურად გვესმის. ეს ყველაფერი არის ურთიერთშეთანხმების საგანი, ანუ ზოგიერთი ფეხბურთელი ფორმის შესანარჩუნებლად თუ აღსადგენად მსგავს ხერხს მიმართავს. ამ შანსს ეძებენ სხვადასხვა კლუბები, მათ შორის საკმაოდ კარგი კლუბები, ევროპისთვის არც ისე "ჭ" კლასის როგორიც ჩვენი კლუბებია (ევროპისთვის ასეა). თქვენ რა გგონიათ სერია ბ-ში მილიონიანი კონტრაქტი გაჩარხა? დამიჯერეთ იქაც მიზერზე იქნება საუბარი, ევროპისთვის მიზერზე (შეიძლება იქ ეს მიზერი 5-7 ათასი დოლარი იყოს, შეიძლება 10-იც, მაგრამ არა ასტრონომიული თანხა, მეტი არ იქნება). მაისამდე არის 4-5 თვე, ანუ ნახევარი სეზონი, რა, პირველად გაიგეთ მსგავსი ტრანსფერი? რა, ნახევარი სეზონით ფეხბურთელი არ აუყვანიათ? დავიჯერო მისი გამოყენება თუნდაც ვინმე ძირითადის ფეხბურთელის დასასვენებლად მაინც არ შეიძლებოდა? ეს უბრალოდ კუდაბზიკობაა, მეტი არაფერი. არ ვიცით შანსების გამოყენება, ვართ ამპარტავნები და ქედმაღალნი. ეს მიდგომა გვღუპავს ზოგადად. მუდამ ასე ვიყავით, ჩვენ და მხოლოდ ჩვენ, სხვა არავინ
giga
ჰო ვთქვი, ვარდის გარდა სხვაც ბევრი აღმოჩნდება აქ კინაღამ გადმოსულიო
zura
რუსეთიდან რომ ბრუნდებიან ხოლმე გორის დილაში ქართველი ფეხბურთელები,რამდენი ხნით ბრუნდებიან?
ოხ ამათი
ჩამოყვანა კიარა ის საქართველოში არცკი უნდა შემოახედო,რადგან მისი მოთხოვნა იყო საქართველოს დაცინვა,ბიჭმა ფორმა უნდა აღიდგინოს და თან 3000 დოლარიც მოუნდა...
თემო
რადგან უცხოელია, 9 წლის წინ ინტერში ირიცხებოდა და თვეში "სულ რაღაც" 3000 დოლარს ითხოვდა? ისიც მაისამდე დარჩენის პერსპექტივით? რა ვიცი, რა ვიცი...
ალეკსანდრე
ვერავიტარ ვაზრს ვერ ვხედავ ფეხბურტელის 3-4ტვიტ ჩამოკვანაში
daviti
ბატონო მერაბ,რა სარგებლობა უნდა მოეტანა ამ ფეხბურთელს ქართული კლუბისთვის თუ ის მხოლოდ მაისამდე განიხილავდა აქ ჩამოსვლას თან ფორმაც აგსადგენი ქონია.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ივან ფატიჩი: თავიდან "სამტრედიას" უარი ვუთხარი, თუმცა შემდეგ...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლეგიონერები ჩვენს ქვეყანაში: რატომ და რისთვის მოდიან საქართველოში?
ივან ფატიჩი: საქართველოში ჩემი ქვეყნის მსგავსი ცხოვრებაა... განსაკუთრებით ხინკალი და ხაჭაპური მომეწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება
ბადრი კვარაცხელია: "სამტრედია" ამ დროისთვის განახევრებულია
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჯერარდთან და ტორესთან ერთად ვვარჯიშობდი - ვინ არის "სამტრედიის" ჰოლანდიელი ლეგიონერი?
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
14 კლუბი 10 წელში - ვინ არის "სამტრედიის" ახალწვეული, რომელიც "ინტერში" თამაშობდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები