"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა თურქული შეკრება შეაფასა
"საბურთალო" თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. უმაღლესი ლიგის მეორე წრეს გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები 19 თებერვალს, "ცხინვალთან" მატჩით განაახლებენ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თურქული შეკრება ასე შეაფასა:

"ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული - საუკეთესო საცხოვრებელი, სავარჯიშო და სათამაშო პირობები გვქონდა. ასევე, ნაყოფიერი საკონტროლო მატჩები გავმართეთ და შეუძლებელია, ამან უკვალოდ ჩაიაროს.

მიუხედავად იმისა, რომ სამ შეხვედრაში დავმარცხდით და ორში გავიმარჯვეთ, ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. მეტოქეებს ბურთის ფლობაშიც ვჯობდით და თამაშითაც. გამარჯვება ამხანაგურ შეხვედრებშიც კარგია, მაგრამ ასეთ დროს, შედეგი მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის.

შეკრებები იმისთვისაა, რომ ყველა ფეხბურთელს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცეს. მიმაჩნია, რომ გასული წლის შემდეგ გუნდი გაზრდილია და ამას ოფიციალური მატჩები დაგვანახვებს. გასულ შეკრებაზე ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არ გვითამაშია. წლეულს კი, რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის უმაღლესლიგელებთან ტოლ-სწორად ვისპარინგეთ. მომავალ შეკრებაზე კიდევ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეების შერჩევას შევეცდებით.

ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ბულგარეთის "პირინს" - მოძრავი, ორგანიზებული და კარგად დაბალანსებული გუნდი იყო. მათ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოვუგეთ. ჩეხეთის "ზლინმაც" კარგი შთაბეჭდილება დატოვა", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ ეტაპზე გუნდის უმთავრესი მიზანი გამოცდილების მიღება და უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაა:

"ამიერიდან, საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგოთა მოედანზე გავმართავთ. რა თქმა უნდა, "ბენდელაზე" თამაში "საბურთალოს" მთავარი "კოზირი" იყო და ეს აღარ ექნება. საკუთარ მოედანზე მეტოქეებთან უპირატესობები გვქონდა. ამას პირველ წრეში მიღწეული შედეგებიც ცხადყოფს - ქულების უმეტესობა "ბენდელაზე" დავაგროვეთ, სადაც "საბურთალოს" დამარცხება რთულია, მაგრამ მჯერა, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს ბუნებრივზე გადასვლა ჯობია.

ეს ჩვენს ფეხბურთელებს სჭირდებათ, რათა განვითარდნენ და ქვეყანას გამოადგნენ. მათი უმეტესობა ასაკობრივი ნაკრებების წევრია, სეზონის განმავლობაში მრავალ სხვადასხვა რანგის მატჩს ატარებენ და ამ კუთხითაც გაუადვილდებათ.

როცა ხალიჩაზე თამაშობ, სანაკრებო მატჩები კი ნატურალურ გაზონზე ტარდება, გადართვა რთულია. "საბურთალო" სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ბუნებრივი საფარი კი ხელს შეგვიწყობს, მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ.

იმედია, მეორე წრეში კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ".

მოკლედ, ასე - "საბურთალო" მეტოქეებს "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე დაუხვდება. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იმან მოახდინა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ლიცენზირების მოთხოვნებს ამკაცრებს.

"მიხეილ მესხზე" საშინაო მატჩებს "ცხინვალიც" ატარებს, თუმცა კალენდარში მათი საშინაო მატჩები მხოლოდ 10 აპრილს ემთხვევა, მაგრამ გამოსავალი ამ დღესაც გამოინახა: "საბურთალო" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, "მიხეილ მესხის" მთავარ არენაზე ჩატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ