საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ესპანეთია
27 თებერვალს საქართველოს ნაკრები ერთა თასის მორიგ შეხვედრას თბილისში გამართავს. მეტოქე ესპანეთია, რომელიც პირველ ორ ტურში, მოულოდნელად, ტოლ-სწორად ეთამაშა რუსეთსა და რუმინეთს და მხოლოდ ბოლოსკენ დამარცხდა ორივე მატჩში.

ესპანელთა თავკაც სანტი სანტოსს მიაჩნია, რომ უკეთეს დროს საქართველოში ჩასასვლელად ესპანეთის ნაკრები ვერც კი ინატრებდა:

"ჩვენ ყოველთვის საბრძოლველად გავდივართ. აქამდე საქართველოში არასოდეს მოგვიგია და ამ გადმოსახედიდან, თითქმის შეუძლებლად მოჩანს, ეს ახლა შევძლოთ, მაგრამ სპორტის ამ სახეობის ხიბლი სწორედ დიდი გამოწვევებია.

ეს დაახლოებით 8-ათასიან მთაზე ასვლაა. მოსაგებად გავალთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, ბონუს-ქულისთვის ვიბრძოლებთ.

ჩვენ მზარდი გუნდი ვართ, რომლის მიზანი 2019 წლის იაპონიის მსოფლიოს თასზე თამაშია. ამ გზაზე რაც უფრო ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, მით უფრო გავიზრდებით, მით უფრო დავხვეწავთ შერკინებას, მოლს და დაცვაში თამაშს.

ამიტომ ამაზე კარგ დროს საქართველოსთან თამაშისთვის ვერც მოვიფიქრებდით", - განუცხადა სანტი სანტოსმა elconfidencial.com-ს.

rugbyfan
არაფერი უაზრო არ უთქვამს! 8,000-იან მწვერვალზე ასვლას შეადარა ჩვენთან მოგება და მისი გადმოსახედიდან ეს ისურვა. როგორც ამბობენ,ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
კატო
ცოდოები არიან ჩვენი ბიჭები ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ! მათტვის კარგია, კლასს იმაღლებენ ჩვენთან თამაშით, მაგრამ ჩვენ??? მსოფლიოს მერე აშკარა პროგრესი გვაქვს, იმიტომ რომ ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ! გვჭირდება უფრო წინ წასვლა. უნდა გაირღვეს ეს ძალით ჩაკეტილი წრე და გაგვიშვან კარგ გუნდებთან სათამაშოდ.
giga
ნუ რა გინდათ, ცოტა შეალამაზა რა :D :D :D
levan
რა თქვას აბა წასაგებად გავდივარო?! :)) ისედაც იცის რო წააგებს
Raio
რა გინდათ რეალობა თქვა ტიპმა. " აქამდე საქართველოში არასოდეს მოგვიგია და ამ გადმოსახედიდან, თითქმის შეუძლებლად მოჩანს, ეს ახლა შევძლოთ," აბა რა უნდა ეთქვა, დიდება საქართველოს ნაკრებს რა აზრი აქვს ჩვენს ჩამოსვლას წინასწარ ქულები დაიწერეთო ? თქვა ჩვენ არ გვაქვს მოგების შანსი მაგრამ მაინც ვიბრძოლებთო, რაგინდათ მაგარი კაცი ჩანს.. ჩვენ რო ირლანდიას ვეთამაშებით წინასწარ ვყრით ყურებს და ირლანდიას ვადიდებთ ?
gio
მაგარი ბოლი იკო,მერე იძახდა ჰოლანდიიდან ტშამოუტანია
garaxa
ვაი შენს პატარონს...
memfisa
რა მოწია ასეთი? :D
besa
ნეტარ არიან მორწმუნენი
მწარე
ეტყობა ნასვამმა მისცა ინტერვიუ ამ უბედურმა! ჩვენ ესპანელებთან უფრო მეტი მოგების შანსი გვაქვს ფეხბურთში,ვიდრე ესპანელებს ჩვენთან რაგბში!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს