"ლესტერს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ცხადია, მას ამ ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებ
"ლესტერი" პრემიერლიგაში ლიდერობს. "ლესტერს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ცხადია, მას ამ ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. განსაკუთრებულად რთული ორი ვარსკვლავის დატოვება იქნება - ჯეიმი ვარდისა და რიად მაჰრეზის.

ვინც ინგლისურ პრემიერლიგას ყურადღებით ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება - ორივე ეს მოთამაშე დიდებულ ფორმაშია და მათ გარეშე "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი ვერაფრით იქნებოდა.

"ლესტერი", თუ სასწაული არ მოხდა, აუცილებლად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობა უსათუოდ გაზრდის დაფინანსებას, მაგრამ თვით ასეთ შემთხვევაშიც კი გაჭირდება ლიდერების შენარჩუნება.

"ბარსელონა" და მაჰრეზი

მიმდინარე სეზონში ალჟირის ნაკრების ლიდერი რიად მაჰრეზი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბრწყინავს. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ პრემიერლიგას მისი დონის ინდივიდუალისტი არ ჰყავს. რთულია გაიხსენო "მელიების" მიერ გათამაშებული საგოლე კომბინაცია, რომელშიც რიადს მონაწილეობა არ მეღოს.

მაჰრეზი დაფრინავს. ის ერთმანეთის მიყოლებით ატყუებს მეურვეებს და ამ უძლიერესი ინდივიდუალისტის შემჩერებელი არ ჩანს. ამ ზაფხულს მაჰრეზის შეძენა რამდენიმე გრანდმა მოიწადინა, მაგრამ ფეხბურთელმა და "ლესტერმა" ცდუნებას გაუძლეს.

"არ წავალ გუნდიდან. ეს გადაწყვეტილ ამბად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რადგან ჩვენ პრემიერლიგის ტიტულის მოსაპობებლად ვიბრძვით და ბიჭებმა ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ ბოლომდე ერთად დავრჩებით. ამ სეზონს "ლესტერში" ჩავამთავრებ." - თქვა მაჰრეზმა.

ალჟირელი სიტყვის კაცი აღმოჩნდა, რადგან მაცდურზე მაცდური შეთავაზებების მიუხედავად, მან "ლესტერი" არ მიატოვა. ეს კარგია, მაგრამ, რა იქნება სეზონის ბოლოს? თითქმის წარმოუდგენელია, რომ რიადი "ლესტერში" დარჩეს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კარგია, მაგრამ ლიგა კეთილი ზღაპარია, რომელიც მალე მორჩება. და რა იქნება ამის შემდეგ? ცხადია, ალჟირელი ვარსკვლავი ამის თაობაზე ძალიან ბევრს ფიქრობს.

უფრო და უფრო ხშირად ისმის ხმები იმის თაობაზე, რომ მაჰრეზის გადაბირებით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ერთი შეხედვით, ეს გასაკვირი ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, ალჟირელი იმ დონის მოთამაშეა, რომ ნებისმიერ გუნდში დამკვიდრებაზე შეუძლია გააკეთოს განაცხადი.

და რად უნდა "ბარსას" მაჰრეზი? კატალონიური კლუბი შესაძლოა, გარკვეული ფინანსური სირთულეებისა თუ სხვა არასაფეხბურთი მიზეზების გამო ნეიმარს დაშორდეს. შექმნილ სიტუაციაში ბრაზილიელს ალჟირელზე უკეთესად ვერავინ შეცვლის.

აქვე გასათვალისწინებელია ფეხბურთელის სათამაშო სტილი. რიად მაჰრეზი უაღრესად ტექნიკური ფეხბურთელია, მას არ უნდა გაუჭირდეს კატალონიურ ტიკი-ტაკასთან შეგუება.

ასე სასურველი ვარდი

არ დარჩენილა პრემიერლიგის არც ერთი გრანდი, რომელსაც ჯეიმი ვარდის გადაბირება არ სურდეს. რა გასაკვირია, რომ ამ კუთხით ყველაზე მეტად "ჩელსი" და "მანჩესტერი" აქტიურობენ. ამ ორ გუნდს ახლა საუკეთესო დროება არ უდგას. ორივე გუნდი კრიზისშია და ორივეს სჭირდება ნაღდი მეგოლეები.

ფეხბურთმა იცის არაერთი პროგრესი, მაგრამ ძალიან იშვიათად იცის იმხელა წინსვლა, რამხელაც ინგლისის ეროვნული გუნდის ახალგამომცხვარმა ფორვარდმა განიცადა. რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც დავწერთ - სულ ცოტა ხნის წინათ, ვარდი ინგლისის დაბალ ლიგებში წვალობდა.

"ბიჭი მკვლელის ინსტინქტით" - ასე ეძახიან ვარდის ინგლისში და არ შეიძლება, ამ თიკუნს არ დაეთანხმო. ზოგადად, ინგლისს მოენატრა სუპერგამტანი ცენტრფორვარდი. გასაგებია, რომ არის უეინ რუნი, მაგრამ რუნი არ არის გამოკვეთილი თავდამსხმელი.

სხვა თუ არაფერი, სულ ცოტა ხნის წინათ ინგლისს ჰყავდა ალან შირერი. ერთგული მეგოლე, რომელიც გატანისათვის იყო დაბადებული და რომ არა საკლუბო ერთგულება, უამრავ ტიტულსაც მოიგებდა.

ვარდიმ ის ძველი, კარგი დრო უნდა დააბრუნოს პრემიერლიგაში. მისი ნაღდი გამოცდა ნაღდ გრანდში დაიწყება და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელსაც სურს, რომ ძალები თვისობრივად ახალ დონეზე მოსინჯოს.

შექმნილი სიტუაცია ვარდის წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს ბევრი საყვედურობს ლუი ვან გაალს იმის გამო, რომ იგი გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობს."ჩელსიში" ბოლომდე ბედნიერი ვერ არის ბრაზილიელ-ესპანელი დიეგო კოშტა, ვისაც გული მშობლიური "ატლეტიკოსაკენ" მიუწევს...

დანარჩენები

და მაინც, "ლესტერი" არ არის ორი კაცის გუნდი. მიმდინარე სეზონში უბრალოდ შეუდარებელია ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი ნგოლო კანტე. კანტეს მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიძლება საშუალო ფეხბურთელმა მოუმატოს იმ შემთხვევაში, თუ ის საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდება.

პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად ყალიბდება და დიდი ნახტომისათვის ემზადება დანიელი კასპერ შმეიხელი, ლეგენდარული პეტერ შმეიხელის ვაჟი, ვის გარეშეც ახლა "ლესტერის" წარმოდგენა შეუძლებელია.

"მელიებს" ისეთი გუნდი ჰყავთ, მისი დაშლა საცოდაობაა, მაგრამ, რას ვიზამთ - დღევანდელ ფეხბურთში მუსიკას ის უკვეთავს, ვინც ფულს იხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მახო
ორი წელი ააწიოკებს ევროპას მერე ნოტინგემ ფორესტივით მოუვა
moxetiale
სსს-ს:ყოჩაღ მეგობარო! კარგი შედარებაა;რა მაგარი გუნდი იყო,როგორა ვგულშემატკივრობდი და რა მაგრად დამწყდა გული მის მომავალზე.
sss
გაიხსენეთ ახალგაზრდული ლიდს იუნაიტედი ანალოგიურად მოუწევს ლესტერსაც
გუჯა კახაძე
გეთანხმებით ბ-ნო ალეკო! ინგლისს მოენატრა სუპერგამტანი ცენტრფორვარდი. დავამატებდი - ქართველებსაც!!!!
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
"არაბეთში ჩამოსვლა არ გაბედოთ, იცით, აქ რა ხდება? სხვა არჩევანი არ მქონდა..." - მაჰრეზის მეუღლე შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობს
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
"გენიოსი ვარ!" - "ჩელსისთან" ბრწყინვალე შეცვლების გამკეთებელმა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ თვითკმაყოფილება ვერ დამალა
"სიტი" მზადაა მაჰრეზის თაობაზე წინადადებები მოისმინოს