რას ფიქრობენ კლუბებში სახელმწიფო პროგრამაზე?
მისაღებია თუ არა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული რადიკალური რეფორმები? ამის თაობაზე "ლელომ" კომენტარი ბათუმის "დინამოს" დირექტორს, ოთარ ფედიჩკინს სთხოვა.

პრეზენტაცია: სახელმწიფომ ნაბიჯი გადმოდგა, ახლა ბიზნესის ჯერია...

რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!

- ეს ძალიან კარგი პროგრამაა. გაურკვევლობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა და ფეხბურთის დაფინანსება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ავიდა. დიდი იმედი მაქვს, რომ გავა 5 წელი და პროგრამა გაამართლებს.

- გულახდილად ვილაპარაკოთ. ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" ლამის 3-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს. პროგრამით კი, საბაზისო დაფინანსება მხოლოდ მილიონი ლარი გექნებათ. ვიცით, რომ ეს თქვენს უკმაყოფილებას იწვევდა...

- მთავარია, რომ პროგრამაში არის საინტერესო პუნქტები. ახლახან, ბათუმის "დინამოში" სპონსორებისგან 130 ათასი მოვიზიდეთ. კლუბების შეხვედრაზე დავინტერესდი და მითხრეს, რომ ერთიანი ფონდიდან ერთ ამდენ თანხას კიდევ დაგვიმატებენ, სპონსორებთან კარგი მუშაობისთვის რომ წაგვახალისონ. ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სტიმული.

გარდა ამისა, ფულს დაგვიმატებენ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვისაც, თითოეულ ქულაზე, ხოლო მაღალი ადგილების დაკავებისთვისაც საკმაოდ დიდ თანხას მივიღებთ. წესით, ასეთ შემთხვევაში, არანაკლები ბიუჯეტი უნდა გამოვიდეს, ვიდრე გვაქვს.

ამ პროგრამაში მთავარი ის არის, რომ 5 წელი გარანტირებული მინიმალური ბიუჯეტი მაინც გვექნება და გვეცოდინება, როგორ წარვმართოთ მუშაობა ამ პერიოდში. სტაბილური გარემო კი კლუბს გაზრდის.

- 10-გუნდიან ჩემპიონატზე რას იტყვით?

- მიმაჩნია, რომ ნორმალური ფორმატია. იმიტომ, რომ დღეს 16-გუნდიანი ჩემპიონატისთვის არც შესაფერისი სტადიონებია და არც - საკმარისი მაღალი კლასის ფეხბურთელი.

- გუნდების ასეთი მკვეთრი შემცირება დაძაბულობას არ გამოიწვევს?

- თავიდან გაგვიჭირდება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც შევეჩვევით. ასეთი ფორმატი ძლიერი მენეჯერების ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს და მარკეტინგულადაც წინ წავალთ. ისიც ბევრს ნიშნავს, რომ სატელევიზიო გაშუქება დაიწყება. 21-ე საუკუნეში, ტელევიზიის გარეშე, ეროვნული ჩემპიონატი ძალიან მიჩქმალული იქნება.

საერთოდ, რა დასამალია და, თავიდან ბევრი დეტალის გამო კითხვები გვიჩნდებოდა. მაგრამ რომ მოვისმინეთ, რას აპირებს ფედერაცია, დავფიქრდით და ადვილი მისახვედრია, რომ ძალიან კარგი პროცესი იწყება. მე ვიტყოდი, ქართულ ფეხბურთში ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ - ასეთი მასშტაბის დახმარებაზე ვოცნებობდით და ახლა ეს რეალობად იქცა.

მთავარი ისაა, რომ კლუბებს სპონსორების მოზიდვის სერიოზული სტიმული უჩნდებათ.

- თქვენი აზრით, შესაძლოა, რომ ამ გზით ბათუმის "დინამო" კერძო კლუბად გარდაიქმნას?

- სწორედ ამისკენ მივდივართ და იმედია, ასეც მოხდება. ჩვენ თუ მოვახერხეთ, რომ სახელმწიფოზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით, ეს სერიოზული წინსვლა იქნება. მთავარია, ამ პროგრამის განხორციელებაში ერთიანები ვიყოთ. სხვაგვარად, საქმე არ გამოვა.

- გუნდის ამბებზეც გკითხავთ. ბათუმის "დინამო" ქობულეთში როდემდე ითამაშებს?

- ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, ოქტომბერში დასრულდება. იქ პატარა ტრიბუნა მოეწყობა და გუნდი საკუთარ ქალაქს დაუბრუნდება. საკუთარი ბაზით კი ჩვენი შემოსავლების სერიოზულად გაზრდა შეგვიძლია.

- რანაირად?

- ჩვენ ახლაც გვიკავშირდებიან უკრაინული, რუსული, სომხური და აზერბაიჯანული კლუბების წარმომადგენლები და გვთხოვენ, ბათუმში მოსამზადებლად მივიღოთ. ცხადია, მთავარი პირობაა კარგი ინფრასტრუქტურა. ბაზაზე სასტუმრო კომპლექსიც იქნება, რომელიც 100-მდე ადამიანს მიიღებს. მაგრამ მოედნების კეთილმოწყობამდე ეს შეუძლებელია. ამას რომ მოევლება, ხალხის დაბინავება პრობლემა აღარ იქნება და სტუმრებს თავისუფლად მივიღებთ.

ეს იქნება ბათუმის "დინამოს" შემოსავლის დამატებითი წყარო. ეს იმიტომაც გვიხარია, რომ ამ შემოსავლებისთვის ერთიანი ფონდიდან დამატებით თანხებს მივიღებთ. ასე რომ, მადლობა მათ, ვინც ამ პროგრამაზე იმუშავა და ჩვენ დიდი სტიმული, ქართულ ფეხბურთს კი ფეხზე დადგომის შანსი მისცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
სირცხვილია რომ ბათუნს არ აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურის სტადიონი, სირცხვილი თქვენი ბათუმლებო, პროექტი გქონდათ, თან რამდენიმე, ერთმანეთი დაჭამეთ, ერთამანეთის ჯიბრის გამო ვერ ააშენეთ სტადიონი. ითამაშედ ეხლა სოფლის სტადიონებზე
vaxvax
ოთარ! კითხვას პირდაპირ არ გაეცი პასუხი,შენც არ გაქვს სტადიონის აშენების იმედი?
დათო
მართალი ხარ თორნიკე! 100% გეთანხმები. ახლა ფეხბურთს გულშემატკივარმაც უნდა შევუწყოთ ხელი. სტადიონზე ვიაროთ და ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ ფედერაციასაც და კლუბებსაც. სტადიონზე გულშემატკივრის მოსვლა ინვესტორსაც წაახალისებს და სარეკლამო სპონსორსაც
tornike
კარგია კარგი ამ პროგრამამ გულშემატკივარიც გაახარაა. მე მაგალითად იმედი მომეცა და დზლიერი გუნდების დზლიერ ჩემპიონატზე ვივლი და 10საც გადავიხდი 20 ლარსაც ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იწყება და საინტერესოდ რაც მთავარია.მედია ყველაზე აუცილებელია ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ბევრმა ისიც კი არ იცის როდის არის და რომელ დღეს თამაშები. მაგრად მინდოდა კობი მოსულიყო გერმანული გამოცდილებით და პატიოსანი სინდიდით მაგრამ ნაკრების მწვრთვნელთან დაკავშირებით ნამეტანია ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება წინ მსოფლიო შესარჩევია და გუნდს მშვიდი გარემო სჭირდება მითუმეტეს ფეხბურთელებსაც მოსწონთ და გულშემატკივარსაც დღევანდელი მწვრთვნელი.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება