საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური
ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" ეროვნული ჩემპიონატი დაბრუნდა, ოღონდ ჯერ - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარეშე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ კლუბთან სამთვიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და "ზესტაფონის" ბაზის ერთ-ერთი მოედნის გამოყენების უფლება მიიღო. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, 28 მარტს საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა სწორედ ამ არენაზე გაიმართება...

ამ სუსხიან ზამთარშიც კი ზესტაფონის მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი იმიტომ იქირავა, რომ უსტადიონო გუნდებს დაეხმაროს - კარგ მოედანზე მატჩების გამართვა ხომ თამაშის ხარისხზე დადებითად აისახება.

სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა ისიც, რომ თერჯოლის "საპოვნელა", რომელიც პირველი წრის მატჩებს ქუთაისში ატარებდა, მაისამდე მეტოქეებს "დავით აბაშიძეზე" მიიღებს...

განახლებულმა "საპოვნელამ" თბილისის "დინამოს" დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ქულის მოპოვებაც შეეძლო. დასაწყისში თბილისელები აქტიურობდნენ: უჩა ლობჟანიძის ჩაწოდებების შემდეგ თავის გამოჩენა სამჯერ შეეძლო ნიკა გელაშვილს, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს სიზუსტე დააკლდა.

21-ე წუთზე თერჯოლელთა შემტევმა ჯაბა დვალმა მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი მაკარიძე, რომელიც წაიქცა და შანსი ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოს, დინამოელმა ვახტანგ ჭანტურიშვილმაც სახიფათოდ დაარტყა და მეკარე გიორგი სომხიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა. მართალია, "საპოვნელა" გაძლიერდა, მაგრამ სათანადო მობილიზება დინამოელებმაც ვერ მოახერხეს - თურქეთში გამართული სპარინგების შემდეგ მაყურებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანისგან უკეთეს თამაშს ელოდა. "საპოვნელა" კი დაცვაში ყურადღებით თამაშობდა და საერთოდაც, ზვიად ჯელაძის გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

თერჯოლელებმა თამაში მას შემდეგ გაამწვავეს, რაც მოედანზე გიორგი ტყეშელაშვილი და გიორგი ბუხაიძე გამოჩნდნენ. 67-ე წუთზე "დინამოს" კართან სახიფათო ჯარიმა სწორედ პირველის წაქცევისთვის დაინიშნა. ბურთთან ვეტერანი თენგიზ ჩიკვილაძე მივიდა და "საპოვნელა" ულამაზესი დარტყმით დააწინაურა - 1:0.

ვეტერანმა ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სტუმართა შორის საუკეთესოც იყო, მაგრამ "დინამო" დამაჯერებლად ვერ უტევდა. ამიტომ თბილისელთა დამრიგებელმა იურაი იარაბეკმა გელაშვილი გიორგი ქვილითაიათი შეცვალა, ამ უკანასკნელის გოლის შემდეგ კი მოედანზე მესამე ფორვარდი - ბაჩანა არაბულიც შეუშვა. ისინი თამაშში კარგად ჩაერთვნენ და შეტევა გააძლიერეს.

79-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს: იაშვილმა მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც კარისკენ ცუდად გაგზავნა რენე ფერეირამ. შედეგს ვერც ჯაბა ჯიღაურის თავურმა მიაღწია, მაგრამ მეკარის საჯარიმოში შექმნილი ამ არეულობით ქვილითაიამ ისარგებლა - 1:1.

მატჩის ბოლო წუთები დრამატულად წარიმართა. ძირითადი დროისთვის დამატებულ მე-4 წუთზე, "საპოვნელას" საჯარიმოში ოთარ კიტეიშვილი შეიჭრა და მეტოქის კაპიტან დავით ოდიკაძესთან შეჯახების შემდეგ წაიქცა. არბიტრმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა.

ერთი შეხედვით, კონტაქტი მართლაც იყო, მაგრამ მასპინძლები მიიჩნევდნენ, რომ ხორავამ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო, კიტეიშვილი კი სიმულაციისთვის უნდა გაეფრთხილებინა...

ასე იყო თუ ისე, გადაწყვეტილება, ცხადია, არ შეცვლილა და პენალტი იაშვილმა შეასრულა - მეკარე სომხიშვილმა ბურთი მოიგერია, ჯიღაურმა კი დამატებაზე გაიტანა, თუმცა სასტვენამდე თერჯოლელთა ორი ფეხბურთელი საჯარიმოში შევარდა და არბიტრმა გოლი არ ჩათვალა. "დინამოს" კაპიტანმა პენალტი მეორედ დაარტყა - ამჯერად, უკვე ზუსტად და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.

თერჯოლელები პენალტს მატჩის შემდეგაც აპროტესტებდნენ, რის გამოც მსაჯებს მოედნის დასატოვებლად გარკვეული დრო დასჭირდათ. საბედნიეროდ, ინციდენტი ზღვარს არ გასცდენია.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური

19.02. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2

გოლები: 1:0 ჩიკვილაძე (67), 1:1 ქვილითაია (79), 1:2 იაშვილი (90+4-პენ)

საპოვნელა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ვაჭარაძე - შარიქაძე, ნარიმანიძე - მაკარიძე (64. ტყეშელაშვილი), მიქაბერიძე, ბოლქვაძე - ჯ. დვალი.

სათადარიგოები: ა. გიორგაძე, ბანძელაძე, ბერუაშვილი, ენდელაძე, ბიბილეიშვილი

მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე

დინამო: ჰრდლიჩკა - უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, გ. გურული (75. არაბული) - ჯიღაური, ცინცაძე, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ა. იაშვილი, გელაშვილი (55. გ. ქვილითაია).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ს. ლობჟანიძე, გველესიანი, ჭელიძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გაფრთხილება: მაკარიძე (17), შარიქაძე (25), ჭანტურიშვილი (73)

არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები:

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 11

გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVII ტური

23 თებერვალი, სამშაბათი

გურია-შუქურა

დინამო (თბ)-ლოკომოტივი

ტორპედო-ზუგდიდი

დინამო (ბთ)-დილა

სამტრედია-საპოვნელა

სიონი-კოლხეთი

ცხინვალი-მერანი

ჩიხურა-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
araperi gansakutrebuli ar momxdara yvelgan cdebian msajebi an kamatoben shemdeg iyo tuara pelalti.aris momenti roca wesebis tanaxmat shudzlia dados ver sheedavebi rom miudga an ar dados es msajis sapexburto midgomazecaa.ratqmaund arealur dasadebs ar vgulisxmob roca ashkaraa.amitom dramatizirebe naklenad chirdeba isedac chvens sawyl chempionats.rac sheexeba dimnamos unda gaxds chempioni es aucilebelia evro turnirze upatrono gundi gamgeblis imedad verasdros gava amtom nu gvwyins es.xolo sapovnelas madloba rom ar dautmo araperi dinamos
დდ
7 წუთი არ დაუმატებია 4 დაამატა და პენალი დამატებულ მე- 3 წუთზე დაინიშნა, უბრალოდ პენალის გამეორებამ წაიღო დრო,ისიც საპოვნელას ფეხბურთელი დროზე ადრე შევარდა საჯარიმოში და მაგიტომაც გაამეორებინა დარტყმა,თუ მსაჯი დინამოს მხარეს იყო პირველივე შემთხვევაში ჩათვლიდა გოლს, რაც შეეხება პენალს კონტაკტი ნამდვლად იყო როგორც კადრში ჩანდა, მანამდეც იყო 2 საეჭვო მომენტო როცა შეეძლო მსაჯს პენალის დანიშვნა საპოვნელას კარში, დინამომ ცუდად ითამაშა მაგრამ მანდ მსაჯის დახმარებაზე ლაპარაკი ზედმეტია
Kkk
მე ფეხბურთი მადარდებს და მტკივა თორემ საპოვნელას კიარ ვბალეშიკობ, დინამოს ყველა ევრო ტურნირის თამაშს ვესწრები და ვბალეშიკობ, მაგრამ ის მაწუხებს რომ მარტო დინამოზე არ უნდა იგებოდეს ქვეყნის საფეხბურთო სისტემა
avto
სუფთა პენალტი იყო მეტი აბა რაზე ინიშნება პენალტი? კკკ-ს 4 წუთი დაამატა როცა მთელი თამაში საპოვნელა კოტრიალობდა და დრო გაყავდა 11 კაცით დაცვაში იჯდა და დროის გაყვანას ცდილობდა ყველა მომენტში
fcd
KKK yvelafershi getanxmebi dinamoc DA federaciac unamusoebi Arian,..
Irakli apkhaidze
Sapovnelas ori fexburtshi shevardao rom cert, mashin goli unda chatvale damatebaze rom jigaurma gaitana (tu terjolelebi shevardnen sainteresoa jigauri rogor gacheda pirveli burttan) tu jigauri shevida pirveli mashin penalti ki ar unda gaemeorebina Dinamo unda daejarimebina. Mokled penaltis ganmeoreba zedmeti iyo.
Kkk
რამხელა კომენტარი დავდე და დაიბლოკა ალბათ არ აწყობდათ სიმართლე :)
Kkk
ყველაზე საინტერესო ის არის ჯერ რატომ დაამატა მსაჯმა მაგდენი,მერე რატომ არავინ არ აჩვენებს წაქცევის მომენტს, მაგრამ საქმე ის არის რომ ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება, ვითომდა ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამ რეალურად დინამოს განვითარების პროგრამაა, კაი ბიჭი იყო და არ დაედო პენალტი. მარტო დინამოთი ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება სანამ ამას ფეხბურთის ფედერაციაც ვერ მიხვდება არაფერი გვეშველება.ყველაფერი ფიფიას ხელშია სამწუხაროდ ფედერაციაც მარტო ჯღარკავას რომ თავი დავანებოთ ვინც ფიფიას კაცია და დაანიშნინა კობიაშვილს, თვით კობიაშვილ8ც რომლის დიდი იმედი ქონდა ფეხბურთის გულშემატკივრებს ფიფიამ წარადგინა კანდიდატად, აქ უკვე ყველაფერი ითქვა. მალადეც საპოვნელას, ასეთი მცირე ბიუჯეტით უსტადიონოდ და სავარჯიშო პირიბების გარეშე ამხელა კლუბი როგორიც დინამოა ყველაფრით მსაჯის გარეშე რომ ვერ უგებს :)
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
შუქურა-დილა 0:1 - გამარჯვებით მიულოცეს...
ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი მარცხით დაასრულა
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
ქობულეთის "შუქურა": კუტალია წავიდა, სომხიშვილი და ბრაზილიელები მოვიდნენ
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ქვილითაიას ლამაზი თავურით დაიწყო...
ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში 16 წლის შვილმა მამა შეცვალა
უმაღლესი ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" გაჭირვებით მოიგო [VIDEO]
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
თენგიზ ჩიკვილაძის ეფექტური ჯარიმა თბილისის "დინამოს" კარში [VIDEO]
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
[VIDEO] ეგოიანი ვერ გააჩერეს! გამარჯვების გოლი ნიდერლანდებში და ქვილითაიას უშანსო პენალტი
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა
"ფეხბურთი და ფეხბურთელები კი არა, ქვეყანაა ყველაფერში დამნაშავე!"
გიორგი ქვილითაია: დამიჯერეთ, ამაზე გასახდელშიც კი არ ყოფილა ლაპარაკი
ქობულეთის "შუქურა": მზადება დუშეთში, თამაში ბათუმში
უმაღლესი ლიგა. XVI ტური: "დინამომ" და "დილამ" მეორე წრე მოგებით გახსნეს [VIDEO]
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" ზუგდიდელები დააბრუნა
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?