ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბურთალო-ცხინვალი 2:2 - ვინ არის დამნაშავე? [VIDEO]

საბურთალო-ცხინვალი 2:2 - ვინ არის დამნაშავე? [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური
თვალსასეირო და ძალიან დაძაბული მატჩით განახლდა ეროვნული ჩემპიონატი ვაკეში. "საბურთალოსა" და "ცხინვალს" მათთვის სასურველი შედეგის მისაღწევად არაფერი დაუშურებიათ, მაგრამ გამარჯვებული მაინც ვერ გამოავლინეს. ამ შეხვედრაში იყო ყველაფერი ის, რაც ფეხბურთს უხდება. რა თქმა უნდა, მეტ სათამაშო კლასს ვისურვებდით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მატჩს დაძაბულობა წამითაც არ მოჰკლებია...

აქვე შევნიშნოთ, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო არენა ჩემპიონატის მეორე წრეში "საბურთალოსთვის" საშინაო იქნება. იცით, რომ "ცხინვალიც" სწორედ აქ თამაშობს. აქედან გამომდინარე, კახა კაჭარავას გაწვრთნილ გუნდს "სტუმრად" არ უთამაშია...

შეხვედრა "საბურთალოს" გოლით დაიწყო. გიორგი ხარაიშვილმა კარგად წაიღო ბურთი და ცხინვალელთა კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა - რიკოშეტი და ანგარიში გაიხსნა. საერთოდ, პირველ ტაიმში "საბურთალო" აშკარად უკეთესი იყო და ყველა კომპონენტში სჯობდა მეტოქეს.

სტუმართა კარის დარაჯ გიორგი ნადირაძეს ორჯერ მოუხდა თავისიანების გადარჩენა - ჯერ იყო და, მან ანდრო სოფრომაძეს არ გაატანინა, მერე კი გურამ გოშთელიანს აუღო სახიფათო თავური. მანვე გაანეიტრალა ლაშა თოთაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა.

"საბურთალოს" უნდა გაეტანა და გაიტანა კიდეც. გიორგი ფანცულაია თანაგუნდელის ჩაწოდებულს საჭირო დროს და საჭირო ადგილზე დაუხვდა, შესაბამისად, ანგარიშში თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა.

თითქოს, ეს "საბურთალოს" გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ "ცხინვალის" მწვრთნელ-ფეხბურთელები. საბოლოო ჯამში, მათმა გარჯამ შედეგი გამოიღო, თუმცა აქვე ისიც ვთქვათ, რომ "საბურთალო" მსაჯებს შემოსწყრა და მეორე ტაიმში დაშვებულ შეცდომებზე საკლუბო საიტის მეშვეობით მიუთითა.

ჩვენ კი თანმიმდევრობით მივყვეთ. მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ანგარიშში სხვაობა შემცირდა. შეცვლაზე შესულმა გიგა ბეჭვაიამ ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი თბილისელთა საჯარიმოში, სადაც გადაცემას დროულად გამოეხმაურა ცხინვალელთა შორის საუკეთესო გიორგი ივანიშვილი და - 2:1.

ამის შემდეგ გუნდებმა სახიფათო მომენტები "გაცვალეს", რასაც მინდვრიდან "საბურთალოს" მეკარე ოთო გოშაძის გაძევება და პენალტი მოჰყვა.

არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ჩათვალა, რომ გოშაძემ საკუთარ საჯარიმოში ივანიშვილი წააქცია. მან ეს ეპიზოდი "ბოლო იმედის" ფოლად შეაფასა და "საბურთალოს" მეკარეს მინდორი დაატოვებინა. ბურთთან თორნიკე გორგიაშვილი მივიდა და ანგარიში გაათანაბრა. გოშაძის ნაცვლად კი "საბურთალოს" კარში ადგილი ბექა ქურდაძემ დაიკავა, ვინც სანდრო ალთუნაშვილი შეცვალა.

ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ამაზე შეჩერებას არცერთი გუნდი არ აპირებდა. იქვე, აქტიური ლაშა ქოჩლაძე გაეპარათ "საბურთალოს" მცველებს - ახალგაზრდული ნაკრების წევრის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. მერე ელვინ ტერას წინააღმდეგ იუხეშა შეცვლაზე შესულმა უჩა ბურძენაძემ და მსაჯმა მასაც წითელი ბარათი უჩვენა.

ეს იყო და, "საბურთალოს" აფრიკელ საყრდენ ტერას მიეცა შანსი. ეს ბიჭი ძალიან კარგი ფეხბურთელი ჩანს. ასეთები იშვიათად ხვდებიან საქართველოს ჩემპიონატში და, ალბათ, დროა, ამ თინეიჯერს ყურადღება აქედანვე მივაქციოთ - ვინ იცის, სად და როგორ გამოგვადგეს...

ამის მერე გუნდებმა კიდევ რამდენიმე შანსი "გაცვალეს". "საბურთალოს" სამარქაფო რატი ცაცკრიალაშვილმა ყოფილ გუნდს გაუტანა, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ერთი შეხედვით, საკამათო ეპიზოდი იყო...

ბოლოს საგოლე შანსი ისევ ქოჩლაძეს მიეცა, თუმცა მან ზემოდან გადააცილა კარს, რომელიც ქურდაძემ აშკარად "დაკარგა".

საინტერესო იყო, როგორ შეცვლიდა "ცხინვალი" რუსულ "როსტოვში" გადასულ საუკეთესო ბომბარდირ ნიკა კაჭარავას. თამაშმა გამოაჩინა, რომ კახა კაჭარავა ჯერ კიდევ ძიებაშია, თუმცა მწვრთნელს საინტერესო იდეები აქვს - თუნდაც, გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე თამაში. ვნახოთ, როგორ გაამართლებს ეს იდეა...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური

19.02. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)

საბურთალო-ცხინვალი 2:2

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (2), 2:0 ფანცულაია (35), 2:1 ივანიშვილი (48), 2:2 გორგიაშვილი (65-პენ)

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე (58. ჩაბრაძე), ალთუნაშვილი (64. ქურდაძე), ტერა, ბიძინაშვილი (60. ცაცკრიალაშვილი), ხარაიშვილი, ფანცულაია, გოშთელიანი.

სათადარიგოები: მამუჩაშვილი, რუხაძე, კოხრეიძე, ხორხელი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, ბუთუევი, მაისაშვილი (32. ბურძენაძე), ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ნოზაძე (46. ბეჭვაია), ქოჩლაძე, ლეკვთაძე (79. ლობჯანიძე), ივანიშვილი.

სათადარიგოები: კერესელიძე, თოლორდავა, ჯიშკარიანი, მაღრაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: მაისაშვილი (21), ალთუნაშვილი (24), ტერა (34), თოთაძე (39), ნადირაძე (73)

გაძევება: გოშაძე (63), ბურძენაძე (73)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები:

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 11

გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVII ტური

23 თებერვალი, სამშაბათი

გურია-შუქურა

დინამო (თბ)-ლოკომოტივი

ტორპედო-ზუგდიდი

დინამო (ბთ)-დილა

სამტრედია-საპოვნელა

სიონი-კოლხეთი

ცხინვალი-მერანი

ჩიხურა-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• avto

ალვინ ტერა თუ კარგი ფეხბურთელი ჩანს მართლა კარგი ფეხბურთელი ვიღაა საშინლად ითამაშა უამრავჯერ დაკარგა ცენტრში ბურთი პირველი გოლიც მაგის ბრალი იყო და ძალიან დაბალი დონის ლეგიონერია პირველივე თამაშზე ეტყობა

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა

გიორგი ფანცულაია კარიერას "ჩიხურაში" გააგრძელებს

ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა

ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა

ბათუმის "დინამომ" ფანცულაის კონტრაქტი გაუფორმა

ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]

ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება

თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს

"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ფანცულაია "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა