24 თებერვალს დიორში ევროპის ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში დაიწყო
ქუთაისელი ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია! ქართველმა ჩუბინმა ეს მედალი ოთხშაბათს, 24 თებერვალს, გვიან ღამით უნგრულ დიორში მოიპოვა, სადაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

ხუციბერიძე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, უცხოეთში კი პირველად იანვარში იასპარეზა, როცა მიუნხენის დიდ საერთაშორისო ტურნირში გამოვიდა.

დიორში მან საკვალიფიკაციო ეტაპი ჩინებული შედეგით - 377 ქულით დაასრულა და ფინალში მეხუთე ადგილით შევიდა. ერთი შეხედვით, ცალკეულ სერიებში არ ჰქონდა მაღალი მაჩვენებლები - 94, 95, 93 და 95 ქულა, თუმცა ვერც სხვები ბრწყინავდნენ. მაგალითად, შესარჩევი რუსმა მარგარიტა ლომოვამ მოიგო 379 ქულით.

ხუციბერიძემ ფინალშიც კარგად ისროლა და ფრანგ მატილდე ლამოლესთან ერთად ბოლომდე შემორჩა მარათონს. დასკვნით სერიაში ფრანგი ოდნავ უფრო ზუსტი აღმოჩნდა და 198.4 ქულით ჩემპიონიც გახდა, ხუციბერიძემ კი 193.7-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე ჩეხი დენისა ბეზდეჩა გავიდა 174.9-ით.

ევროპის ჩემპიონატი დიორში დღეს, 24 თებერვალს დაიწყო და სტარტზე ჩვენგან მხოლოდ ხუციბერიძე დადგა. მან თანაგუნდელებს კარგი სტიმული მისცა, რაც ნამდვილად სჭირდებათ - ამ ტურნირზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის სამ-სამი ლიცენზიაც თამაშდება. თუმცა სალიცენზიო შეჯიბრებამდე დიორში ისევ ახალგაზრდები იასპარეზებენ, ამჯერად - ვაჟები, სადაც ორი მონაწილე გეყოლება: ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი. ისინი ხუთშაბათს ისვრიან და იმავე დღესვე გაიმართება შერეული წყვილებიც ახალგაზრდებში, სადაც წყვილს ქვეყნიდან საუკეთესო გოგონა და ვაჟი შეადგენენ.

26 თებერვალს ევროპის ჩემპიონატში ვაჟები ჩაებმებიან, ჩვენგან კი ლიცენზიისთვის ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე გაისვრიან. ჩემპიონატი 27 თებერვალს ქალთა შეჯიბრებით დასრულდება, სადაც ასევე ორი მონაწილე გვეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე, თუმცა ამ დუეტიდან საგზური მხოლოდ კილაძის სადარდელია, რადგან სალუქვაძეს მოპოვებული აქვს.

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი ლიცენზია ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
საქართველოში კონკურენცია მაკლია - ინტერვიუ ნინო სალუქვაძესთან
ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გაბალამ სანგარიც გაგვახსენა - აზერბაიჯანში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ცოტნე მაჭავარიანი დედის კვალზე
"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: დიორში ბრაზილიისთვის
ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ამჯერად უმედლოდ
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
ახალგაზრდული ოლიმპიადა: ვერცხლი - სულამანიძეს, ბრინჯაო - ხუციბერიძეს
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ამან დამანგრია და მომშალა - ნინო სალუქვაძეს პრობლემები არ ელევა
ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
დედა-შვილი ოლიმპიადაზე - ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ლიცენზია მოიპოვა!
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
ლეგენდების მემკვიდრე - ცოტნე მაჭავარიანს დედის რეკორდები არ აშინებს
ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ