გულშემატკივრებს უკვირთ, თუკი სხვა რაიონებში ფინანსდებიან გუნდები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რატომ იკრძალება იგივეს გაკეთება სამტრედიაში
სტატია გულშემატკივრის გამოხმაურებამ განაპირობა. "ლელოს" გუშინდელ ნომერში "სამტრედიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას ინტერვიუ გამოქვეყნდა. მან კლუბში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა და ასეთი რამაც თქვა: ფეხბურთელებთან ტაქტიკა-სტრატეგიაზე როგორ მესაუბრა, როდესაც მათთვის საჭმელი გულშემატკივრებს მოჰქონდათო.

ინტერვიუს სამტრედიელი გულშემატკივარი ფორუმზე გამოეხმაურა:

"მე, როგორც რიგით გულშემატკივარს, კითხვა მებადება: თუ სხვა რაიონისთვის შეიძლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გუნდის დაფინანსება, რატომ არის ეს აკრძალული სამტრედიაში? პირველ ლიგაში მოასპარეზე ჩვენი მეზობელი რაიონის გუნდს 125 000 ლარი ჩაურიცხეს, რატომ არ შეიძლება ამდენივეთი სამტრედიის გუნდიც დაფინანსდეს? ჩვენ უმაღლესში ვართ, ისინი კი პირველ ლიგაში, ჩვენ გვეუბნებიან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება არ შეიძლებაო, იქ ეს შესაძლებელია. ჟურნალისტებო, გთხოვთ, გაარკვიოთ, რატომ ხდება ასე? თუ ყველაფერი ზემოთ არის გადაწყვეტილი, რომ "სამტრედია" უმაღლეს ლიგაში უკვე ზედმეტია?"

კითხვა აქტუალურია და ზოგადად სისტემას ეხება, რომელიც ქართული ფეხბურთის აქილევსის ქუსლად არის ქცეული, თანაც აბსოლუტურად სამართლიანი კითხვაა, ერთ რაიონში რომ აფინანსებენ გუნდს (რაც საჭირო და აუცილებელია), იგივე რატომ იკრძალება მეორე რაიონში? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სამტრედიაც და ხონიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედის.

რა თქმა უნდა, ზოგადად, იდეალური ვარიანტი იქნებოდა, სახელმწიფო სტრუქტურა კლუბებს რომ არ აფინანსებდეს და მათ კერძო მეპატრონეები ჰყავდეთ. ასეა: ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ყველა განვითარებულ ქვეყანაში. საპირისპირო მაგალითი აღმოსავლეთ ევროპაშია, სადაც კლუბებს, უმთავრესად, სახელმწიფო აფინანსებს.

მაგრამ დასავლეთ ევროპაშიც აფინანსებენ კლუბებს ადგილობრივი მმართველობები, ანუ სახელმწიფო სტრუქტურები, თუმცა არც ისე ხელგაშლილად. მიზანი ყველა ქალაქში, დაბასა თუ სოფელში საფეხბურთო კლუბის შენარჩუნება და მოთამაშეთა გაზრდაა. საფრანგეთის მეოთხე ლიგის კლუბში მწვრთნელად მუშაობს ვეფხია გვენცაძე, რომლის თქმითაც, ამ მეოთხელიგელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 300 ათასი ევროთი აფინანსებს.

სახელმწიფოს მოსახლეობის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია და ის აუცილებლად უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება სოციალური პროექტებია, ფეხბურთი კი იმდენად პოპულარული სახეობაა, სწორედ სოციალურ პროექტად უფრო მიიჩნევა, ვიდრე მხოლოდ სპორტულად. კრიმინალურ გარემოს, ნარკომანიასა და სხვა უბედურებებს ახალგაზრდობამ ამ სოციალურ პროექტებში მონაწილეობითაც შეიძლება დააღწიოს თავი.

საქართველო ძველი, მაგრამ თავიდან ასაშენებელი ქვეყნაა და, ცხადია, ბევრი მიმართულებით მიდგომა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. იმერული ამბებიდან კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, ან სამტრედიის რაიონის მმართველებს არ უყვართ ფეხბურთი და ამიტომ არ აფინანსებენ, ან მათ კლუბის დაფინანსება აუკრძალეს.

კლუბის დაფინანსება რომ სურთ, ეს დანამდვილებით ვიცით, მაგრამ ვინ უკრძალავს და რატომ? ან უკრძალავს კი? ჩვენ ამ საქმეში სიმართლეს ვერ დავადგენთ, სისტემის ჩამოყალიბება კი მსგავს კითხვებს ავტომატურად მოხსნის. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ყველასთვის სავალდებული წესი, ან ასე, ან ისე. მერე ყველა რაიონისა თუ სოფლის ბიუჯეტში საჭირო გახდება სოციალურ პროექტად მიჩნეული საფეხბურთო კლუბის დაფინანსება, ან ყველას ეცოდინება, რომ ასეთი გადაწყვეტილება აკრძალულია.

ჯერ ჩვენში კერძო ბიზნესი იმ დონეზე არ არის განვითარებული, ნამეტი თანხა ფეხბურთში დააბანდოს და თუ კლუბებს სახელმწიფო არ შეინახავს, ასე ფეხბურთი მოკვდება.

ალტერნატივაც არსებობს, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება: ორიოდე დღის წინ სამტრედიელმა გულშემატკივრებმა კლუბის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 11 ათასი ლარი შეაგროვეს, ეს კი, ცხადია, მეორე ეტაპზე კლუბის შესანახად არასაკმარისია. რუმინეთში კი კურიოზული ამბავი წლების წინ მოხდა: საყვარელი კლუბის დასახმარებლად ერთ-ერთმა ფერმერმა 12 ტონა ღორის ხორცი გაყიდა და დაბალი ლიგის კლუბს საკმაოდ სოლიდური თანხით შეეწია. ასეთ დახმარებაზე უარს სამტერდიაშიც არ იტყოდნენ, მაგრამ ღორის და ქათმის გრიპებმა საქონელი და ფრინველი გაწყვიტა, სისტემას კი ვერანაირი ვირუსი ვერ დაამარცხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fc samtredia
სამტრედია ფეგბურთის გარეშე არაფერია გვიშველეთ ხალხო გვენგრევა თავზე ყველა ოცნება რასაც სამტრედიის პეგბურთი ქვია.მემგონი ამ ქალაქსაც უნდა რაგაც გასართობი ნუტუ ასე განწირულები ვართ ყველასაგან
fc samtredia
მადლობა ბატონ მერაბს მე ამ კაცს ვაპასებ ზაან და მაგრად რატომ?იმიტომ რო იცის სად რა ხდება და როგორ,ამ ქალაქსჰი პეგბურტი გვიყვარს და ვიგაცეებს უნდა რო ზედმეტი ტვირთი თავიდან აიცილონ ეგ ყვლაპერიხო ჩვენი ტკივილია ჩვენ გვიყვარს პეგბურტი და გვინდა რო არ მოკლან ამ ქალაქში ყოველივე
samtredieli
მადლობას გიხდით , ასეთი ვრცელი სტატიის გაკეთებისთვის , თქვენ ჩვენი სათქმელი თქვით, ჩვენ ტკივილი გადმოეცით, კარგი იქნება სხვებიც თუ მოგბაძავთ, ნამდვილად მისაბაძები ბრძანდებით, კიდევ გიხდით დიდ მადლობას
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?