ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთის განვითარების პროგრამა: ეს ვიღაცას არ აწყობს...

ფეხბურთის განვითარების პროგრამა: ეს ვიღაცას არ აწყობს...

როდიდან დაიწყება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ერთიანი ფონდიდან კლუბების დაფინანსება
ფოტოზე: ნიკა ჯღარკავა და ლევან კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა კვლავაც განხილვის საგანია. ეს გასაკვირი არც არის - ამას ხომ საფეხბურთო სამყარო მთელი 26 წელიწადი ელოდა...

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის პრეზენტაცია 2 საათს გაგრძელდა, მასში ბევრი უცნობი დეტალია და, ცხადია, კითხვებიც ამიტომ გაგვიჩნდა. პროგრამის ცალკეული პუნქტების დაზუსტება "ლელომ" ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან სცადა...

უპირველესად, დავინტერესდით, როგორ გამოვლინდება გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული? ფორმულა ცნობილია: ეროვნული პირველობის რეფორმირება 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და მოკლე (გარდამავალი) ჩემპიონატი ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი ორ 8-8-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ 14 მატჩს ჩაატარებს. პრეზენტაციაზე ზოგადად ითქვა, რომ ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულებს შორის გამოვლინდებოდა, ისევე, როგორც - ევროსაგზურების მფლობელები.

ჯღარკავას თქმით, ორი ვარიანტი მუშავდება და ახალი ჩემპიონატის რეგლამენტის დამტკიცებამდე, დაკონკრეტებას ერიდებიან. დიდი ალბათობით, გამარჯვებულის ვინაობა "ოქროს მატჩით" ან ორრაუნდიანი დაპირისპირებებით (ორი მატჩი შინ და სტუმრად) გაცხადდება.

ანალოგიური სქემით გამოვლინდება ევროპის ლიგის 3 საგზურის მფლობელი - ორმატჩიან რაუნდებში ერთმანეთს ჯგუფებში II-IV ადგილებზე გასულები შეხვდებიან და გამარჯვებულები ევროსაგზურს მიიღებენ.

ამის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში. ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა), ეროვნულ ლიგა 2-ში კი გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ პირველი და მეორე ლიგებიდან გამარჯვებულები ზედა ლიგებში არ დაწინაურდებიან. მეტიც - პირველ ლიგაში მხოლოდ 4 უძლიერესი დარჩება და მათ უმაღლესიდან გავარდნილი 6 გუნდი დაემატება.

როდის დაფინანსდებიან გუნდები?

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კლუბები ერთიანი ფონდიდან დაფინანსდებიან და საპრიზო პრემიებსაც მიიღებენ. ჯერ იყო გავრცელებული ვერსია, რომ თითქოს ფული მხოლოდ ზაფხულიდან დაირიცხებოდა, მაგრამ ჯღარკავა ამბობს, რომ კლუბები თანხებს უკვე მარტში მიიღებენ: მიმდინარე სეზონის ჩასამთავრებლად, უმაღლეს ლიგაში კლუბებს მარტში საბაზისო ბიუჯეტად 800 ათასი ლარი გადაეცემათ.

გარდა ამისა, მათ თანხის გამომუშავება სტიმულირებისა (400 ათასი ლარი) და საპრემიო (750 ათასი) ფონდებიდანაც შეეძლებათ.

თანხები გათვალისწინებულია პირველი ლიგის კლუბებზეც. თითოეულს საბაზისოდ 300 ათასი დაერიცხება, სტიმულირების ფონდიდან 50 ათასის მიღების შანსი აქვს (სპონსორის მიზიდვის შემთხვევაში), მეორე ლიგაში კი მხოლოდ საბაზისო თანხაა გათვალისწინებული - 50 ათასი ლარი.

გარდამავალი ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს ფული ივნისში დაერიცხებათ: უმაღლეს ლიგაში საბაზისო - 600 ათასი ლარია, პლუს სტიმულირებისა (300 ათასი) და საპრემიო (600 ათასი), რაც მილიონს უკაკუნებს.

სხვათა შორის, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთიანი ფონდი კლუბებს სერვისების გაიაფებითაც დაეხმარება. თუკი აქამდე ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, ამიერიდან ცენტრალიზებული ლოჯისტიკით ისარგებლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტული მომსახურება, შეკრებები, გასვლითი მატჩების ორგანიზება, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენა, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტირება, სასტუმროების დაჯავშნა უფრო გაიაფდება - ასე ხდება ერთიანი შეკვეთის შემთხვევაში.

მოთხოვნა ლეგიონერებზე

მოკლედ რომ ვთქვათ, გარდამავალ ჩემპიონატში ისეთი დაძაბულობაა მოსალოდნელი, მსაჯებს სპეცდანიშნულების რაზმების დახმარება დასჭირდებათ.

ხუმრობა იქით იყოს და, მეორე მხრივ, უკვე გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელს რეფორმა ხელს არ აძლევს. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ მათ შეჩვეულ ჭირში ცხოვრება და ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა ურჩევნიათ.

მაგრამ ერთია მათი ანგარებიანი პოზიცია და მეორე - გულშემატკივართა მოთხოვნა, რომ რეფორმა განხორციელდეს.

რაც მთავარია, ეს ქართული ფეხბურთის ინტერესშია. რეფორმა კი, მით უფრო - შოკური თერაპია, უმტკივნეულოდ წარმოუდგენელია. ეგ არის, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი ვითარება სხვა არჩევანს არც ტოვებს...

ერთი სიტყვით, კლუბები, რომლებიც კონკურენტებს მამაძაღლობით სჯობდნენ და ასწრებდნენ, უშუალო შეხვედრებში რეალურ პოტენციალს გამოავლენენ. ეს რომ აქამდე მომხდარიყო, ნაყიდი ჩემპიონობითა და საპრიზო ადგილებით ევროპაში ბევრი არ შეგვარცხვენდა, ჩემპიონატის დონე კი ოდნავ უკეთესი მაინც გვექნებოდა.

სხვათა შორის, პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ კლუბებში ძალიან საინტერესო ტენდენცია შეინიშნება: ზუსტად ვიცი, რომ კლუბები მენეჯერებსა და აგენტებს შედარებით უკეთესი მოთამაშეების ჩამოყვანას სთხოვენ, ვიდრე აქამდე იყო. მიზეზი მარტივია - ყველა ცდილობს, გარდამავალ ჩემპიონატს მომზადებული და გაძლიერებული შეხვდეს.

თუ ასეა, შესაძლოა, მალე საქართველოში ბევრი საინტერესო მოთამაშე ვიხილოთ...

მედიაპროექტი

მედიაპროექტი პროგრამის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი პუნქტია. მისი მიზანი ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა - ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში.

როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთის ფედერაცია ყველა დაინტერესებულ მედიაკომპანიასა თუ სატელევიზიო სააგენტოს შეხვდება და შესაძლო პარტნიორობის დეტალებზე დაელაპარაკება.

ჩანაფიქრი ასეთია - გამარჯვებული ტელეკომპანია თუ სატელევიზიო ჯგუფი გააშუქებს გუნდების წინასამატჩო მზადებას, მათი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას, გადასცემს ტურის ცენტრალური მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, ხოლო სხვა თამაშებიდან ჩართვებით მაყურებელს მიმდინარე სიახლეებს გააცნობს. ტურის მეორე დღეს კი გულშემატკივარი ვრცელ მიმოხილვასაც ნახავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Tornike

ძალიან მოკლე მიმოხილვა იყო და რა თქმა უნდა მეტი გვაინტერესებს.. მაგრამ არაა მხოლოდ კლუბების და ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება დიდს ვერაფერს მოგვცემს თუ არ დაიწყო ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ამას კიდევ ჩირდება კვალიფიციური მწვრთნელები რომლებიც სწორად ასწავლიან ნიჭიერ ბიჩებს ბურთის გორაობას და ბავშობიდანვე ნელი ტემპით შეაჩვევენ ფიზ დატვირთვებს ამას ჭირდება კვალიფიციური და მიუკერძოებელი მსაჯობის სისტემა და მსაჯები.. ამას ჭირდება ხალხის აქტიურობა ჩვენი ყველასი ერთად.. და აი ამ რეფორმების გატარების მერე შეიძლება 5-6 წელიწადში (საუკეთესო ვარიანტში) ძალიან კარგი შედეეგები დაიდოს მე არ ვამბობ რომ მსოფლიო და ევროპა ან ლიგა და ევროპა ლიგა მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპები და სხვა ბადე რომელზეც ასე ვოცნებობთ ყველა ;)

• ბაჯო

ლევან მოპარულ მილიონებს რატო პატიობტ ოჰერედას და მის დზმეს.

• Dragonfly

ასეთი საინტერესო სპონსორისთვის ფეხბურთი ჯერ არ ყოფილა და ჯერ ერთ ადამიანსაც არ გამოუთქვამს სურვილი რომ ფეხბურთს დაეხმაროს,სირცხვილია და მეტი არაფერი,მიშა მართალი ყოფილა ასე რომ გექცეოდათ,სანამ თავში არ წამოგარტყამენ ქვეყნი სამშობლოსთვის ლარიანი არ გემეტებათ,ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება და არც იმათ ვინც არ იმსახურებთ გირსეულო ქართველებო!!!

• Dragonfly

პროგამა რომ არის ეს უკვე დასაწყისს ნიშნავს და მიზანმიმართულად უნდა ვიაროთ,ყველა უნდა გავინძრეთ მა საქმე ვაკეთოთ,მხოლოდ სხვისკენ ნუ ვიშვერთ ხელს მთელი ცხოვრება,ფეხბურთი დღეს ცუდ მდგომარეობაშია და გასაკეთებელი ძალიან ბევრია,ამ საქმეს შრომა მონდომება და წესიერი ხალხი ჭირდება და არა ისინი ვინც ფიქრობენ რომ არაფერი გვეშველება მაინც,თუმცა ფეხბურთში არიან და თვითონ როგორ იყვნენ კარგად იმას ფიქრობენ და არა ფეხბურთი

• გია

ნუ დაიწყებთ რეფორმას ცხადაძის გაშვებით.ამ ეტაპზე უკეთეს მწვრთნელს ვერ მოიყვანთ.აცადეთ მუშაობა!

• shoda

თუ ყველაფერი ბავვშვთა ფეხბურთიდან არ დაიწყო, არაფერი გამოვა. უმნიშვნელოვანესი ელემენტია საფეხბურთო სკოლებში მასწავლებლებისთვის ნორმალური და სამართლიანი ხელფასის განსაზღვრა! -ამ პრობლემებზე არავინ ლაპარაკობს. ტყვილა გაქვთ მარიონეტი კობიაშვილის იმედი. ქვეყანა სადაც უსამართლობა ცხოვრების მთავარი პრინციპია, უბრალოდ არაფერი გამოვა!

• tamazino

ყველა კლუბს უნდა მიეცეს საშუალება, ვინც არსებობდა და აქვს გამოცდილება და პოტენციალი, რათა მიიღონ ჩემპიონატში მონაწილეობა

• tngh

ზოგიერთებს ოპერის თეატრის გახსნაზე გაუსკდათ "ბოღმის" ბუშტი და ფეხბურთის განვითარება, რომ არ უნდოდეთ რა არის აქ გასაკვირი???

• ზაზა

ტქვენ გაიხარტეთ ბოლო ნაპერწკალი რომ არ ჩაქრა

• გიორგი

წარდგინება...

• anti

ყველა ემზადება და რაღაცას ცდილობს და ტორპედოს რა ეშველება, ამგენის ხელში არამგონია პირველ 10 გუნდში მოვხვდეთ. შესაცვლელია უფროსობა, მწვრთნელი და ფეხბურთელების უმეტესობა.

• tngh

ნუთუ ძნელია, რომ სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამები საფეხბურთო ტურის დღეს აცხადებდნენ როდის, სად და რა დროს რომელი მატჩი გაიმართება. ერთხელ მითხრეს, რომ "სინდისისგან თავისუფალი ტელევიზიები" ამ ინფორმაციის გავრცელებაში ფულს ითხოვენო. მე მგონი, მართლაც ასეა.

• Walkabout

წაგვაკითხეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...

ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ

სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა

ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]

კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ

მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება