ძიუდოისტთა გაერთიანებული ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელი ამერიკიდან გაკვირვებული დაბრუნდა
ძიუდოისტთა გაერთიანებული ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელი მინდია ბოდაველი უკვე დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე თან ორი შეგირდიც ჰყავდა წაყვანილი - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი (73) და მესამეპრიზიორი თორნიკე ნაგლიაშვილი (60).

ისინი იქ ცნობილ ადგილობრივ მწვრთნელთან წავიდნენ სავარჯიშოდ და ისეთი მომზადება გაიარეს, ეს შეკრებაც ახალი სიტყვაა ქართულ ძიუდოში. ბიჭები პერიოდულად სოციალურ ქსელებში აქვეყნებდნენ იქ გადაღებულ ფოტოებს და ვიზუალურადაც ეტყობოდათ ქართული რეალობისთვის უჩვეულოდ დაკუნთული სხეული. შეკრების მიმდინარეობისას ისინი ადგილობრივ ტურნირშიც გამოვიდნენ და ორივემ გაიმარჯვა. თან კირაკოზაშვილმა 90 კილოგრამში იჭიდავა.

სად და ვისთან ივარჯიშეს ჩვენებმა და რით იყო გამორჩეული ეს შეკრება, ან რა იგეგმება სამომავლოდ ამ კუთხით, ამაზე თავად მინდია ბოდაველი გვესაუბრება.

- როგორ ჩაატარეთ შეკრება, ვინ არის ეს პიროვნება და როგორ დაუკავშირდით მას?

- ფიზმომზადებაში ამერიკელები რომ მოწინავენი არიან, ეს მსოფლიოში აღიარებულია და მეც ვიცოდი. ჩვენ სადაც ვიყავით ნიუ იორკში, იქ ერთი ქართველი მოჩხუბარია - მერაბ დვალიშვილი და ის დაგვეხმარა. თუმცა ჩვენი ინსტრუქტორი - ჯამალ ჰამიდი ერთ-ერთი საუკეთესოა. მის შესახებაც ვიცოდი და ინტერნეტში ვიდეოებიც მქონდა ნანახი, დანარჩენში კი მერაბი დაგვეხმარა და დაგვაკვალიანა. ასე მოვხვდით ჰამიდთან, სადაც გავიარეთ 22-დღიანი შეკრება, რამაც იმხელა შედეგი მოგვცა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბიჭებს ვიზუალურადაც რომ შეხედავ, ამ მოკლე ხანში თვალშისაცემი პროგრესი აქვთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ვარჯიშებით არ კარგავენ სისწრაფეს, მოქნილობას, ელასტიკურობას.

ფიზმომზადებას ბევრი განხრა აქვს, მაგრამ ყველა არაა ჩვენთვის სასარგებლო, სპეციფიკური ვარჯიშები გვჭირდება და სწორედ ასე ვემზადებოდით.

ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხო იყო. მით უფრო, დაახლოებით 15 წელი ნაკრებში ვიყავი, თუმცა ამ გადმოსახედიდან ის დატვირთვები სასაცილოა. მაგალითად, სულ რაღაც 40-45-კილოგრამიანი შტანგა; თოკზე ბევრი ასვლით გვეგონა, ფიზიკურად კარგად მოვემზადებოდით. დღეს ინტერნეტში ბევრი რამის ნახვა შეიძლება, მაგრამ პრაქტიკაში სულ სხვა ყოფილა. ელემენტარული მოძრაობებიც რომ ავიღოთ, მაგალითად, წოლჭიმიდან შტანგის აწევა, მაგასაც კი სულ სხვანაირად აკეთებდა.

ნამდვილად მეამაყება, ძიუდოს ქართულ სკოლას რომ წარმოვადგენ, მოწინავენიც ვართ, მაგრამ ფიზმომზადებაში არანაირი ხარჯები არ უნდა დავიშუროთ, რათა თანამედროვე მიღწევები ავითვისოთ. სამწუხაროდ, ჩვენ შორის სხვაობა ძალიან დიდია. დასამალი არავისთვისაა, რომ ჩვენები კარგად იწყებენ, თავიდან 2-3 წუთი კარგად ჭიდაობენ, მაგრამ მერე იღლებიან და ბოლო წუთზე აგებენ. ფიზიკურ მომზადებას სათანადო ყურადღებას თუ დავუთმობთ, შედეგები გაორმაგდება და გასამმაგდება.

ამერიკაში საინტერესო ისიც იყო, რომ ბიჭებს წონაში არ მოუმატიათ, ეს ყველაფერი ცხიმის ხარჯზე მოხდა და კუნთის მასა გაიზარდა. ბოლოს იქ ტურნირშიც გამოვედით, სადაც ორივემ კარგად იჭიდავა. მაღალი დონის შეჯიბრება არ იყო, თუმცა ორივემ მოიგო. თან კირაკოზაშვილი 90 კილოგრამში ვაჭიდავეთ. ამ წვრთნების პარალელურად ტატამზეც ვვარჯიშობდით - ბრუკლინში ზაზა ებელაშვილს, ვინც ჩვენს დროს ჭიდაობდა საქართველოში და ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია, დარბაზი აქვს, სადაც ბავშვებს ასწავლის ძიუდოს. ჩვენც მასთან ვვარჯიშობდით.

ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ ისეთი რთული ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ ბიჭებმა მაინც იმ დონეზე იჭიდავეს, არც მოქნილობა ჰქონდათ დაკარგული და ილეთების მთელი კასკადი აჩვენეს.

ფოტოზე: ჯამალ ჰამიდი, თამაზ კირაკოზაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი

- მხოლოდ ამ ორ სპორტსმენზე რატომ შეჩერდა არჩევანი?

- თავიდან იქ მარტო ვაპირებდი წასვლას - მინდოდა მენახა, რა იყო და როგორ. თუმცა შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გადაწყვიტა, სპორტსმენებიც გაეყოლებინა. რატომ მაინცდამაინც ეს ორი? შარშან ახალგაზრდებში ევროპა-მსოფლიოზე ოთხმა სპორტსმენმა მოიპოვა მედალი - ამ ორმა და პლუს კაციაშვილი და კუპატაძე. ოღონდ იმათ სოფიაში უნდა ეჭიდავათ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ასე დარჩა ეს ორი.

- არ გაუჭირდათ ამ დატვირთვების ატანა?

- თავიდან ძალიან გაუჭირდათ - პირველი ნახევარი, მაგრამ მერე შეეჩვივნენ. ერთ მაგალითს გეტყვით - აქ თუ კონკრეტულ იარაღზე 5-6 წუთი ვარჯიშობდნენ და იმასაც ვერ უძლებდნენ, იქ იმავე პრინციპით 12-13 წუთი მუშაობდნენ შეუსვენებლად, ერთი წამით რომ ვერ შეწყვეტდნენ. თავიდან იმდენად იღლებოდნენ, თვითონვე ხუმრობდნენ, თვალთან თითის მიტანა გვიჭირსო. თუმცა საბოლოოდ ორგანიზმმა მაინც აიტანა და ბოლოს სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ. თვითონაც კმაყოფილები იყვნენ და მგონი, ეს ყველაფერი მალევე გამოიღებს თავის შედეგს.

- საქართველოს ჩემპიონატში რატომ არ იჭიდავეს, ან კონკურენციაში როგორ ჩაებმებიან?

- ახალგაზრდებში ცოტა განსხვავებული სპეფიციკაა. თან მათ რაღაც დონეზე დამტკიცებული აქვთ თავიანთი ლიდერობა, ოღონდ ნაკრებში ადგილი განაღდებული არავის არ აქვს, მათ ქვეყნის ჩემპიონების დონეზე მოვისაზრებთ. ამასთან, როგორც გითხარით, კაციაშვილმა სოფიაშიც იჭიდავა და ახლა თბილისის ტურნირიც უწევს. ეს ოთხეული არც საბერძნეთში იჭიდავებს ახალგაზრდულ შეჯიბრებაზე. აი, იქ როცა გამოიკვეთება ის ბირთვი, რომელიც გააგრძელებს კონკურენციას ევროპის ჩემპიონატისთვის, იმათთან ერთად ესენიც ჩაებმებიან.

- ჰოლანდია თქვენც ახსენეთ და როგორც ვიცი, სამომავლოდ კიდევ იგეგმება მსგავსი შეკრებები. თუმცა რამდენად შესაძლებელია, აქეთ ჩამოვიტანოთ ეს სისტემა?

- ცხადია, აქცენტი არ კეთდება 2-3 კაცზე. დიდი სურვილი გვაქვს და იმედია, შეთანხმდებიან, რომ გაზაფხულზე ჯამალ ჰამიდი თბილისში ჩამოვიყვანოთ - ამ შემთხვევაში ის მთლიანად ნაკრებს მოამზადებს. ერთი თვით თუ ჩამოვა, კარგი იქნება, რადგან სრული კურსი ერთი თვიდან ორმოც დღემდე ყოფილა. ჩვენ მხოლოდ 22 დღე ვივარჯიშეთ, თუმცა მაინც ძალიან დიდი შედეგი გვქონდა.

ჰამიდის ჩამოყვანა ახლა თუ ვერ მოხერხდა, მაშინ დიდი სურვილი გვაქვს, რამდენიმე ტურნირის შემდეგ, როცა ევროპაზე წასაყვანი გუნდი გამოიკვეთება, ის წავიყვანოთ ამერიკაში.

ჰოლანდიას რაც შეეხება, ევროპაში ისინი საუკეთესოდ მიიჩნევიან. მათ განსხვავებული მიდგომა აქვთ და ამიტომაც გვაინტერესებს - გვინდა, ორივე შევადაროთ და ჩვენიც დავუმატოთ. იქაც ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან ვიმუშავებთ, რომელსაც უკვე ველაპარაკეთ და აღგვითქვა დახმარება. იქაც გაზაფხულზე წავალთ, როცა გუნდის დიდი ნაწილი უკვე გარკვეული იქნება.

- ვთქვათ და ჰამიდი დაგვთანხმდა თბილისში ჩამოსვლაზე, გვაქვს კი ისეთი ბაზა, რაც მას სჭირდება?

- აქტუალური კითხვაა, რაც დიდი პრობლემაა. მართლაც საკითხავია, რამდენად შეძლებს აქ იმ ყველაფრის გაკეთებას. მის განკარგულებაში უშველებელი დარბაზი იყო დიდი ტრენაჟორებით და სპეციფიკური სავარჯიშო ინვენტარით. ალბათ, თავადაც მოითხოვს სავარჯიშო პირობებს, რომ რაღაც მაინც მოახერხოს. თუმცა ცხადია, ჩვენი იქ ჩასვლა სჯობს, რადგან მაშინ 100 პროცენტით მოახერხებს გეგმის შესრულებას. სამაგიეროდ, აქ ჩამოსვლა იმით იქნება კარგი, რომ პირველი ნომრების გარდა, ამ ვარჯიშით ყველა ისარგებლებს.

- ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მოსამზადებელი გეგმა როგორია?

- მინიმუმ, სამ ტურნირს მაინც ვიჭიდავებთ ახალგაზრდებში, თუმცა დიდების შეჯიბრებებშიც გვინდა გამოსვლა. შევარჩევთ რომელიმე ტურნირს, სადაც ჩვენი ნაკრები არ გამოვა და წავიყვანთ ისეთებს, რომლებსაც უკვე შეუძლიათ უფროსებში ჭიდაობა, ექნება შეკრებებიც, რაშიც იგულისხმება როგორც სტანდარტული ბაკურიანი, ასევე - ჰოლანდიაში გასავლელი და ჰამიდი თუ ჩამოვა თბილისში, ისიც.

ახალგაზრდებისთვის უახლოესი შეჯიბრება საბერძნეთის ტურნირი იქნება, სადაც ავტობუსით მივდივართ, ეს კი ხელსაყრელია იმ მხრივ, რომ ბევრი მონაწილე მიგვყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანზორი
ქართველი მოჭიდავეები არ ვარჯიშობენ და ასეთი მაგრები არიან,რომ ივარჯიშონ მაგათი მომრევი იშვიათია მსოფლიოში.ამას ნამდვილად ვამბობ.
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ბუდაპეშტის გრან პრი: ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი გაანადგურა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა!
[VIDEO] დვალიშვილი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ტრამპს გაესაუბრა - აშშ-ის პრეზიდენტი ქართველის ბრძოლას დაესწრო
[VIDEO] საქართველოს გაუმარჯოს! ამერიკას გაუმარჯოს! - რას სკანდირებდა და ამბობდა დვალიშვილი ტრამპის თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს დაიცავს
ძიუდოისტთა ნაკრები: გუნდი ესპანურ კემპზე, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბაკურიანში
რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
"ყველაზე მეტად ამის მეშინია" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ადვოკატი: თორნიკე ნაგლიაშვილი მეუღლის უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული