22 წლის ქართველი მცველი უკრაინაში ვარჯიშობს, მაგრამ ლიტვაზეც ფიქრობს
დავით თარგამაძე "ოლეკსანდრიაში" თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. 26 წლის თავდამსხმელს უკრაინულ გუნდში იმდენად აფასებენ, მისი რეკომენდაციით, ახლახან ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე აიყვანეს. ლაპარაკია 22 წლის მცველ ბესიკ ამაშუკელზე, რომელიც  გიორგი დევდარიანისა და თემურ ფოცხვერიას ფორმაციის "საბურთალოში" იზრდებოდა და ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა.

ამაშუკელი "სამტრედიის" ყოფილი ნახევარმცველის, უფროსი ბესიკ ამაშუკელის ვაჟია. კარიერის აწყობის იმედად, ახალგაზრდა მცველი 2014 წელს რუსთავის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობიდან ლიტვის A ლიგის (უმაღლესი) "ტრაკაიში" გადავიდა. ამაშუკელმა პირველივე წელს ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ გასული წლიდან არც ამ გუნდის შემადგენლობაში გამოჩენილა და არც ახალ კლუბში. და აი, მის კვალს "ოლეკსანდრიაში" გადავაწყდით.

"შარშან, სეზონის დაწყებამდე, ერთ-ერთი საკონტროლო თამაშის დროს ჯვარედინი იოგები გამიწყდა. ოპერაციის შემდეგ მოედანს დავუბრუნდი, ფორმის აღდგენას ვცდილობდი, მაგრამ ორ თვეში კუნთი გამიწყდა და ისევ სამკურნალო გავხდი.

ამასობაში, სეზონიც დასრულდა. ახლა კი დათო თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" მიმიყვანა და ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვემზადები.

10 დღეა, რაც უკრაინაში ვარ. ჩემთვის ახლა ეს აუცილებელია - მთელი წელია, არ მითამაშია და მომზადება მჭირდება", - ამბობს ამაშუკელი და იქვე დასძენს, რომ არ არის გამორიცხული, ლიტვაში დაბრუნდეს:

"უკრაინაში მხოლოდ ვვარჯიშობ. ასეთ მდგომარეობაში "ოლეკსანდრიაში" ვერ ჩავირიცხები. მთავარია, ფორმა აღვიდგინო.

ამასობაში, ლიტვიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იქაური უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული. დაველოდები და თუ რეალური ვარიანტი იქნა, წავალ, რადგან ახლა პრაქტიკა ჰაერივით მჭირდება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ექიმ მერაბ ვარძუკაშვილს, ვინც ფეხზე დამაყენა, ასევე - დათო თარგამაძეს, რომელმაც გუნდში მიმიყვანა და ვარჯიშის საშუალება მომცა.

ტრავმებმა ძალიან გამაწამა, მაგრამ რას ვიზამ, ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. იმედია, ახლა მაინც აეწყობა ჩემი კარიერა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

romandro
უმცროსი ამაშუკელის თამაში არმაქვს ნანახი,აი უფროსი ამაშუკელის თითქმის ყველა თამაშზე ვარ დანასწრები და მართლაც ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო სამტრედიელთა შემადგენლობაში როცა ჩემპიონობა ავტომატებითა და ბეტერების შემოვარდნებით წაართვეს მაშინდელ მართლაც უძლიერეს გუნდს...უფროს ბესოს მოკითხვა სამტრედიდაან..უნცროს ბესოს წარმატებები..
დედა
ყოჩაღ, ექიმის მადლიერება რომ გამოხატე! ძალიან ძლიერი სპეციალისტია მერაბ ვარძუკაშვილი, და არა მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო კლასის სპეციალისტია იგი. ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ერთადერთი ნათელი წერტილი ამ სფეროში.ბევრი ფეხბურთელი დაუბრუნდა პროფესიულ სპორტს მისი პროფსიონალიზმის წყალობით.
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
კვერნაძის "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ლეგიონი: მათე ვაწაძის შანსები და ირაკლი სირბილაძის ტრავმა
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
ნიკა აფაქიძე: დიდი შანსია, ევროპალიგაზე ქართულ გუნდს შევხვდეთ
კახა ცხადაძე: ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ეს შედეგი ვერ დაიდო...
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ვაკო ყაზაიშვილი: ასეთ დროს გუნდის დატოვება გამართლებული არ მგონია
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ბაქოს "ინტერი": ამათაც უნდა ვუქომაგოთ!
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
დავით ხოჭოლავა: ნაკრები? ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!..
ლეგიონი: ბესიკ ამაშუკელი და ნიკა აფაქიძე ვარჯიშს მარტის ბოლოსთვის განაახლებენ
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
"ახლა მაინც ხომ არ იტყვიან, ნაკრებში ფეხბურთელები თავს ზოგავენო?"
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
ლევან მჭედლიძე: "ემპოლიში" ყველა გაოცებულია, ვინ არის ეს ექიმიო
შესაძლოა, ნუკრი რევიშვილმა პეტრ ჩეხის დარად, ჩაფხუტით ითამაშოს