24 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში კლუბებისთვის ტრენინგი-სემინარი ჩატარდა
სფფ-მ საქართველოში ექსტრანეტის სისტემა დანერგა, რომელიც კლუბებს საშუალებას მისცემს, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სალიცენზიო დოკუმენტაცია თუ სხვა სახის ინფორმაცია წარადგინონ. აგრეთვე, უფრო მოქნილი და ოპერატიული გახდება კომუნიკაცია ლიცენზირების ადმინისტრაციასა და ექსპერტებთან, რაც გაუადვილებს კლუბებს ლიცენზირების პროცესის გავლას.

24 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში კლუბებისთვის ტრენინგი-სემინარი ჩატარდა, რომელზეც განიმარტა სისტემის მოხმარების წესები.

ზურაბ ვარამაშვილი ("დილას" ლიცენზირების მენეჯერი): "მივესალმებით სფფ-ის მიერ დანერგილ ახალ პროექტს ექსტრანეტის შესახებ, რომელსაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის კლუბებისათვის, რომ აღარ მოგვიწევს თითოეულ დოკუმენტზე თბილისში ჩამოსვლა და ჩაბარება, რაც დიდ დროს გვართმევს და ამიერიდან პირდაპირ ავტვირთავთ სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია უშუალო კომუნიკაცია თითოეულ ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია ოპერატიულად მოგვცეს შენიშვნა ან რეკომენდაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით".

პაატა აბულაძე ("სიონის" ლიცენზირების მენეჯერი): "ექსტრანეტის დანერგვა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ლიცენზირების სისტემაში. ის, პირველ რიგში, უადვილებს კლუბებს პირდაპირ კომუნიკაციას და სალიცენზიო დოკუმენტაციის მიწოდებას სფფ-სთვის, რაც იწვევს როგორც დროის დაზოგვას, ასევე უფრო მობილურად და გამჭირვალედ ხორციელდება დოკუმენტების წარდგენის პროცესი. ექსტრანეტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ კლუბების წარმომადგენლები პირდაპირ, ონლაინ-რეჟიმში აზუსტებენ მიწოდებული დოკუმენტაციის სისრულეს ექსპერტებთან და ასწორებენ შესაძლო ხარვეზებს".

მიხეილ აფხაზავა ("გაგრას" ლიცენზირების მენეჯერი): "ექსტრანეტის სისტემის ამუშავება დადებით მოვლენად და ფეხბურთში მენეჯმენტის განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია".

სალომე ლატარია ("ოდიშის" ლიცენზირების მენეჯერი): "ჩვენი კლუბის მიზანია მაქსიმალურად ჩავერთოთ სფფ-ის მიერ დანერგილ სიახლეებში და მხარი ავუბათ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ. ვთვლით, რომ ექსტრანეტი, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს დოკუმენტაციის დროულ წარმოდგენას, დაზოგავს დროს და სხვა დანახარჯებს".

სისტემა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და დაემატება ფუნქციები, რომელიც უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის ლიცენზირების პროცესის მონაწილეებს.

სფფ-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება